პროფესიული განვითარების განხორციელებული
გეგმის რეფლექსია
პედაგოგობა საპასუხისმგებლო პროფესიაა,რომელიც კვალიფიცირებულობასთან
ერთად მოითხოვს აქტიურად ჩართვას პროფესიულად ზრდის პროცესში.თანამედროვე გამოწვევები
გვკარნახობს მუხლჩაუხრელ და ერთგულ შრომას,რათა ფეხი ავუწყოთ და არ ჩამოვრჩეთ მას–
ჩვენ ხომ მომავალს ვზრდით და ვუყრით საფუძველს კაცობრიობის განვითარებას.
სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სოციალური და
სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი
ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას,
როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი
აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა,
დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.(ე.ს.გ)
პროფესიული
საქმიანობისას პრაქტიკული მუშაობის დროს გამოვლინდება უამრავი საჭიროება ,რათა მუშაობა
იყოს ეფექტური და მისაღწევი შედეგი დაძლეული.მოსწავლეზე
ორიენტირებული სწავლება ითვალისწინებს მისაღწევ შედეგზე გასვლას.
პრობლემის გადაჭრისას აუცილებელია მის არსში წვდომა,
ადეკვატური მათემატიკური აპარატის შერჩევა, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში
- მისი შემუშავება; შესასწავლი პროცესისა თუ ობიექტის გააზრებული მოდელის შექმნა, მიღებული
მოდელის საშუალებით საჭირო დასკვნების გაკეთება და შემდეგ მათი ინტერპრეტაცია. პრაქტიკული
თუ სამეცნიერო პრობლემები, თავის მხრივ მათემატიკას ამარაგებს მნიშვნელოვანი და საინტერესო
ამოცანებით. აქედან გამომდინარე, სწავლებისას მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს
მათემატიკური მეთოდების გამოყენებას გარემომცველი სამყაროს შემეცნებისას, სოციალურ-ეკონომიკური
თუ ტექნიკური პროცესების მართვისას, საყოფაცხოვრებო თუ მეცნიერული პრობლემების გადაჭრისას
და მათემატიკური ცოდნის, როგორც ლოგიკურად გამართული სისტემის ჩამოყალიბებას და გადაცემას.
გარდა ამისა, მათემატიკის სწავლებისას, ძირითადი ფოკუსის გადატანა როგორც პრაქტიკული
ასევე მეცნიერული ხასიათის პრობლემების გადაჭრაზე, აძლიერებს მოსწავლეთა მოტივაციას
და აღძრავს მათემატიკისადმი ინტერესს.
(ე.ს.გ)
1.მოსწავლეთა
შესაძლებლობების,მოსწავლეთა ემპათიის გათვალისწინებას,სწავლის მოტივაციის ამაღლებას,რომელიც
შესაძლებელია სწავლებისა და სწავლის თეორიებიდან მიღებული ცოდნის დახმარებით.ამ თეორიების
გაცნობისა და პრაქტიკული გამოყენებისათვის გავიარე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
,,ლიბო–MNT’’მიერ ორგანიზებული ტრენინგი პროგრამაში ,,სწავლებისა და სწავლის თეორიები
და მათი გამოყენება მოსწავლეთა სწავლის მოტივაციიისათვის’’.
2. ციფრული
წიგნიერება (იგივეა, რაც კომპიუტერული წიგნიერება). თანამედროვე მსოფლიოში საკომუნიკაციო
და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ წიგნიერების ცნება კიდევ უფრო გააფართოვა. იგი
ამჟამად მოიცავს ქსელური ძიების, ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების
პროგრამების გამოყენების უნარსაც, რასაც მთლიანობაში ციფრული წიგნიერება ეწოდება. ინფორმაციული
და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური
მიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში;(ესგ)
შესასწავლი მასალის მიწოდებას გასაგებად მარტივიდან
რთულისაკენ,რომელიც შეიძლება დამხმარე ლიტერატურებიდან თუ ინტერნეტიდან მოძიებული მასალებით გავამდიდროთ.მოვამზადოთ
პრეზენტაციები სლაიდების საშუალებით და თვალსაჩინოდ წარმოვადგინოთ ესა თუ ის მასალა.ეს
ყველაფერი კი მოითხოვს თანამედროვე ტექნოლოგიების კარგ ფლობას..ამ მიზნით გავიარე სსიპ ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგ კურსები,,ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
საბაზო კურსი მასწავლებელთათვის’’ასევე ამავე ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგ კურსი
,,ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში’’.
3. საგნობრივი სტანდარტი განსაზღვრავს კონკრეტულ
საგნობრივ კომპეტენციებს, რომელთაც უნდა დაეუფლონ მოსწავლეები დასახული მიზნების მისაღწევად.
საგნობრივ სტანდარტში აღწერილი კომპეტენციები მოიცავს სამი კატეგორიის ცოდნას: ა) დეკლარატიულს,
ანუ სტატიკური ხასიათის ცოდნას, რომელიც ვერ
უზრუნველყოფს ცოდნის პროცედურულად გამოყენებას. დეკლარატიულია მოსწავლის ცოდნა, თუ
მან იცის კონკრეტული მათემატიკური ოპერაციის წარმოების წესი, თუმცა ვერ იყენებს მას;
ბ) პროცედურულს ანუ დინამიურ ცოდნას, რომელიც ცოდნის გამოყენების, რეალიზების საშუალებას
იძლევა; პროცედურულია მოსწავლის ცოდნა, თუ ის ასრულებს მათემატიკურ ოპერაციას. პროცედურული
ცოდნის ათვისება მრავალჯერადი გავარჯიშების
გზით ხდება და გ) პირობისეულ ცოდნას, ანუ ფუნქციურ ცოდნას, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის
ადეკვატურად გამოყენებას. პირობისეულია მოსწავლის ცოდნა, თუ მას შეუძლია დასმული ამოცანის
ამოსახსნელად შეარჩიოს სათანადო მათემატიკური ოპერაცია.(ესგ)
საგნობრივი სწავლების დონის ამაღლებას , სიახლეების
გაცნობას და დანერგვას,ამ მიზნით დარეგისრტირებული ვარ საგნობრივ ტრენინგზე 1–6 კლასების
მათემატიკა.ველოდები გამოძახებას,ამ ტრენინგს ვთვლი მნიშვნელოვნად იმ მხრივაც ,რომ
მაქვს 3 წლიანი გამოცდილება და მსურს პროფესიულად განვითარდე.
აღნიშნულმა აქტივობებმა საშუალება მომცა გამეზიარებინა
და პრაქტიკაში გამომეყენებინა სწავლების თეორიები,რომელიც მეხმარება მოსწავლეებთან
ურთიერთობებსა და კომუნიკაციაში.გაკვეთილის პროცესის დაგეგმვისას განვსაზღვრო აქტივობები
და ამ აქტივობების განხორციელების გზები და მეთოდები.განმეხორციელებინა რამდენიმე მოკრძალებული
პროექტი.ასახსნელი მასალის უკეთ გაგებისათვის მოვამზადო პრეზენტაციები და გამოვიყენო
საინფორმაცო ტექნოლოგიები გაკვეთილის მსვლელობისას.მოვიძიო სხვადასხვა სახის ინფორმაცია,ან
კოლეგების გამოცდილების გაზიარების მიზნით ვისარგებლო მათი ნაშრომები.ტესტები,გეგმები
თუ სხვა...რომელიც განთავსებულია ინტერნეტში.მაგ;მე–6 კლასის მოსწავლეებთან ღერძული
სიმეტრიის გაკვეთილის ახსნისას გამოვიყენეთ ინტერნეტში მოძიებული სურათები კულტურის
ნიმუშებისა ,რომელთაც საფუძვლად სიმეტრია ედო.განვახორციელეთ საინტერესო პროექტი ხელოვნებასთან
და ისტ–თან კომბინირებულად.გავანაწილეთ თემები და მოსწავლეებმა თვითონ შექმნეს ,გააფორმესდა
წარმოადგინეს წყვილებში სლაიდშოუს სახით პრეზენტაციები
ვთვლი, რომ მიღებული ცოდნისა და გაზიარებული გამოცდილების
შედეგად ავიმაღლე ცოდნა,საინტერესოდ დავტვირთე და გავაუმჯობესე გაკვეთილის ხარისხი
,თუმცა ვთვლი ,რომ მიღწეული თვითკმაყოფილების საშუალებას არ მაძლევს და ყურადღებთ ვადევნებ
თვალს პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემოთავაზებულ საინტერესო აქტივობებს
,შევეცდები ჩავერთო მასში.ამის დასტურია ჩართულობა პროფესიული განვითარების სქემაში.
No comments:
Post a Comment