Friday, April 29, 2016

მე-5 კლასი .სიგრძის ერთეულები ,,გეგმა

გაკვეთილის თემა
სიგრძის ერთეულები
სწავლების საფეხური სტანდარტთან კავშირი
პირველი საფეხური.  მათ .  მე-V.4
იყენებს და ერთმანეთთან აკავშირებს სიგრძის სხვადასხვა ერთეულებს.(მეტრი,დეციმეტრი,სანტიმეტრი,კილომეტრი)

მოსწავლეთა პროფილი
მე-5 კლასი. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.
სასწავლო მიზნები
  მოსწავლემ გაიხსენოს და გაიწაფოს სიგრძის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირებაში;გამოიყენოს დამოკიდებულება სიგრძის  საზომ ერთეულებს შორის პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.განივითაროს სხვადასხვა ობიექტის გასაზომად სიგრის ხელსაყრელი ერთეულების შერჩევის უნარი.ობიექტის ზომის შეფასებისა და თავისი ვარაუდის ხელსაწყოებით შემოწმების უნარი.
წინარე ცოდნა
.წარმოდგენა აქვთ სიგრძეზე,მის საზომ ერთეულებზე.
.იცის რა კავშირია სიგრძის ერთეულებს შორის.
.იციან ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებები.
.ფიგურის პერიმეტრის პოვნა.
შეფასების საგანი პროცედურები
მასალაზე დაყრდნობით,მოსწავლეთა ჩართულობისა და მსჯელობის უნარების მონიტორინგისას გამოვიყენებ განმსაზღვრელ შეფასებას წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემის მიხედვით.
ტექნიკური საშუალებები
სახელმძღვანელო,რვეული,დაფა.ცარცი.თვალსაჩინოება.
ისტ-ი,სამუშაო ფურცლები,სახაზავი,ფანქარი,საზომი ლენტა,ზონარი....
მსვლელობა
A)მოსწავლეთა გამოწვევა-მოლოდინის განსაზღვრა-10 წთ.
აქტივობა 1.
      მისალმებისა  შემდეგ ვახდენ მოსწავლეთა მოტივაციას,კითხვებზე პასუხის გაცემა ეხმარება მოსწავლეებს გაიხსენოს სიგრძის უკვე ნაცნობი ერთეულები, მოსწავლეებს მცირე დისკუსიით კითვა-პასუხის რეჟიმში ვახსენებ რომელ ზომის ერთეულებს  იცნობენ,რა დამოკიდებულებაა მათ შორის... მაგ ,რას უდრის 1 მ,რამდენ სანტიმეტრს,რამდენ დეციმეტრს? კილომეტრში რამდენი მეტრია? რამდენი მილიმეტრია ერთი სანტიმეტრი?
      მონიტორინგს განვახორციელებთ საშინაო დავალებისას...ვაცნობ გაკვეთილის მიზანს თვალსაჩინოების საშუალებით (ისტ-ის გამოყენებით),შეფასების რუბლიკას,თუ რისი მიხედვით მოხდება მათი შეფასება...



B) ცოდნის კონსტრუირება-შინაარსის რეალიზება-20
აქტივობა 2.  5 წთ
    მოსწავლებს ვუსვავ კითხვას :როგორ ესმით ,რას გულისხმობს გაზომვა?  -რამდენჯერ თავსდება ზომის ერთეული გასაზომ მონაკვეთში.
   შემდეგ წარმოვადგენთ ორ მონაკვეთს და შევეცდებით მის გაზომვას, ამ შემთხვევაში რამდენჯერ  თავსდება 1 მმ პირველ

    მონაკვეთში?1 სმ მეორე მონაკვეთში?მოსწავლეები აკეთებენ დასკვნას:რას გულისხმობს გაზომვა?
  გაზომვა გვიჩვენებს ,რამდენჯერ თავსდება ზომის ერთეული გასაზომ მონაკვეთში.
   კონკრეტულად რამდენჯერ თავსდება პირველ შემთხვევაში
 1 მმ,ხოლო  მეორე შემთხვევაში 1 სმ.ამასთანავე შეიძლება მეორე მონაკვეთიც გავზომოთ მილიმეტრებით.და დავაფიქსიროთ შედეგი.
  აქტივობა 3. 3-5 წთ
  მოსწავლეებს ვაწყვილებ მზაობის მიხედვით და ვაწვდი სახალისო და საინტერესო აქტივობას,,ჯადოსნური სამკუთხედები“,რომლის გვერდებზე დაწერილია ზომის სხვადასხვა ერთეული და მეორე სამკუთხედიდან უნდა შეუსაბამონ შესაბამისი სიდისის გვერდი,(მაგ:პირველზე წერია 1 დმ ,მეორეზე 10 სმ) სწორად ამოხსნის შემთხვევაში შეიკვრება ფიგურა ,კერძოდ ერთი წყვილისათვის კვადრატი და მეორე წყვილისათვის მართკუთხედი და უნდა გამოთვალონ მათი პერიმეტრები.აქტივობა ეხმარება მოსწავლეებს დააჯგუფონ ტოლი სიდიდის ზომის ერთეულები და ასევე წყვილებში მუშაობის უნარებს უწყობს ხელს.
    აქტივობა 4.10 -15 წთ
   ვთავაზობთ ჯგუფურ სამუშაოს ,რომლის პროცესში ისინი გაიწაფება ობიექტის წრფივი ზომების შეფასებაში.,სხვადასხვა ობიქტის გაზომვისას ხელსაყრელი ერთეულის შერჩევაში და თან განუვითარებთ ჯგუფის წევრთა პასუხების გაანალიზების,შეფასებისა და პრეზენტაციის უნარებს.
  მოსწავლეები მათ ირგვლივ მდებარე საგნებიდან ასახელებენ ისეთებს,რომელთა გაზომვა
დაკავშირებულია:მილიმეტრებთან,სანტიმეტრებთან  მაგ:ფანქრის,მერხის გვერდის,დაფის სიგრძისა და სიგანის,საკლასო ოთახის გვერდების,ზონარის და ა.შ.
გამოთქვამენ ვარაუდებს და მერე სახაზავით ამოწმებენს თავიანთი ვარაუდების სისწორეს.
     ვასახელებთ ქალაქებს და სხვადასხვა პუნქტებს შორის მანძილის გასაზომად სიგრძის რომელი ერთეულის გამოყენება აჯობებდა.ან კილომეტრს როდის გამოვიყენებდით?
  განვიხილავთ საინტერესო მაგალითს წიგნის ფურცლის სისქის განსაზღვრის შესახებ. ჯგუფური მუშაობის შესრულებიბისას ავსებენ ცხრილს , აკეთებს ლიდერი პრეზენტაციას.
  ვაკეთებ ჩანიშვნებს დაკვირვების რვეულში: ვინ როგორ ერთვება და როგორ თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან,როგორ იცავენ ჯგუფური მუშაობის წესებს,დროის რეგლამენტს.
    დავალება:მოიფიქრეთ რომელი ზომის ერთეულის გამოყენებაა უმჯობესი ქვემოთ დასახელებული საგნების გასაზომად,დაასახელეთ მიახლოებითი ზომები თვალზომით ჩაწერეთ გრაფაში,,ვარაუდი’’ და მერე შეამოწმეთ ხელსაწყოებით და შეავსეთ გრაფა,,გაზომვის შედეგი ‘’
.შეადარეთ თქვენი ვარაუდები გაზომვის შედეგს და გააკეთეთ დასკვნები.
.ჯგუფის წევრებთან იმსჯელეთ როგორ შეიძლება გაიზომოს მათემატიკის წიგნის სისქე? ერთი ფურცლის სისქე?


   
სიდიდე
ვარაუდი
გაზომვის შედეგი
კალმის სიგრძე


ცარცის ნაჭრის სიგრძე ,სისქე
.სიგრძე
.სისქე

თქვენი მტკაველის სიგრძე


მერხის ზედაპირის სიგრძე,სიგანე
.სიგრძე
.სიგანე

მათემატიკის წიგნის სისქე,სიგანე,სიგრძე
.სისქე
.სიგანე
.სიგრძე

ზონარის სიგრძე


.აქვე ვთავაზობ ჯიპრაიდის პროექტის დავალების ფურცელს ,რომლის გადასაჭრელად ჯგუფურად უნდა იმსჯელონ.(დავალება ითხოვს უ.ს.გ პოვნას)
მოსწავლეებს ვთხოვ  ლიდერმა გააკეთოს პრეზენტაცია,შეაფასონ საკუთარი თავი და ერთმანეთი ჯგუფში მუშაობისას.
  აქტივობა 5. 5 წთ
  სლაიდების საშუალებით ყურადღებას გავამახვილებთ რუბლიკაზე ,,ჩვენი ლექსიკონი“
და აღმოვაჩენთ,,მეტრის“თავსართების მნიშვნელობებს.
( მილი 1000- ჯერნაკლებობას,დეცი 10-ჯერ,სანტი-100 ჯერ,კილო –1000 –ჯერ მეტობას ნიშნავს)
  ანიმაციის საშუალებით ვასკვნით როდის ხდება გამრავლება 10-ზე და როდის გაყოფა.
    აქვე წარმოვადგენ თვალსაჩინოების მიხედვით რამდენი სანტიმეტრია 1 დეციმეტრში,(10) მაშინ როგორ გამოისახება წილადის სახით 1 სმ,ანუ დეციმეტრის რა ნაწილია?(1/10)  ასევე მეტრითვის 1 სმ=1/100 მ,1მ=1/1000კმ
   C) გამთლიანება- რეფლექსია   10 წთ.
აქტივობა  6
  განვაზოგადებთ მოსწავლეებთან ერთად მიწოდებულ მასალას
და ცოდნის განმტკიცების მიზნით
განვიხილავთ სახელმძღვანელოში შემოთავაზებულ სავარჯიშოებს ...სლაიდით... ტეხილის აგება და მისი ბოლოებს შორის მანძილის გაზომვა,როდისაა ეს მანძილი ყველაზე დიდი?
 ამოცანა მოითხოვს სხვადასხვა ინტერპრეტაციას.(ტეხილი შეკრულია თუ გაშლილი იმის მიხედვით და ყველაზე დიდია სიგრძე მაშინ ,როცა მისი გვერდები ერთ წრფეზეა.
   აქტივობა 6.5 წთ
 ვავსებთ აქტივობის ფურცელს 3-2-1
 მოსწავლეებს ვაფასებ შეფასების სქემის მიხედვით და ვაძლევ საშინაო დავალებას.1-7 გვ.51.


       

    

  მე–5 კლასი    მათემატიკა
კრიტერიუმები
1-3
4-5-6
7-8
9-10
დავალების შესრულება
ვერ ასრულებს დავალებას
სუსტად ასრულებს,ვერ ასაბუთებს
არაა სრულყოფილი
სრულყოფილია
მოსწავლის ჩართულობა
 ვერ აქტიურობს,ვერ მსჯელობს
ნაკლებად აქტიურია
მეტნაკლებად ჩართულია
აქტიურად ჩართულია,სწორად მსჯელობს
სიგრძის საზომ ერთეულებს შორის კავშირის დადგენა,ვარაუდების გამოთქმა და დასაბუთება

ვერ ახერხებს
ახერხებს
ნაწილობრივ
უშვებს გარკვეულ შეცდომებს
ადეკვატურად  ახერხებს
ჯგუფურ მუშაობაში ჩართვა,ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა
ვერ ახერხებს
ნაკლებად ახერხებს
ნაწილიბრივ ახერხებს
ახერხებს სრულყოფილად