Sunday, January 22, 2017

სასწავლო რესურსის,,მოქმედებები სამნიშნა რიცხვებზე'' გამოყენების ინსტრუქცია

                                            
სასწავლო რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
     ეფექტური სასწავლო როცესის წარმართვისათვის მნიშვნელოვანია სწორად შექმნილი სასავლო რესურსი,რომელიც ემსახურება სწავლის პროცესის გაუმჯობესებას.მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ რესურსის მოხმარების ინსტრუქციის გაცნობა,თუ როგორ გამოვიყენოთ იგი.
   შემოთავაზებული რესურსი შექმნილია PoverPoint-ის ფორმატში . სლაიდზე განთავსებულ დავალების პასუხის ჩაწერა შესაძლებელია მაუსის განსაზღვრულ ადგილზე  ან შესაბამის უჯრაში დაფიქსირებით.
   ცვლილებების  შენახვის ოპერაცია ,კი საშუალებას გვაძლევს  გარკვეული ნაწილის შესრულების შემდეგ გავაგრძელოთ ან დავასრულოთ დავალება.მეხსიერების ბარათით შესაძლებელია მოვათავსოთ მოსწავლეთა ბუკებში ინდივიდუალური ,დამოუკიდებელი  მუშაობისათვის, ხოლო  ახსნის ან რამდენიმე მაგალითის ნიმუშად განხილვის მიზნით  შეიძლება მოვახდინოთ გარჩევა ჯგუფურად ეკრანზე.

  ინტერნეტში შესაბამისი მისამართის მითითებით შესაძლებელია გავრცელება და მოდერნიზება დაინტერესებული ადამიანების მიერ.

სასწავლო რესურსის ,,მოქმედებები სამნიშნა რიცხვებზე''რეფლექსია

                         რეფლექსია
   სასწავლო  პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის მნიშვნელოვანია სასწავლო რესურსის შექმნა.ის გვეხმარება საინტერესო და სახალისო გავხადოთ ამა თუ იმ საკითხის სწავლება,ემსახურება ესგ-ს მოთხოვნების დაკმაყოფილებას.რესურსი უნდა გამომდინარეობდეს მოსწავლეთა საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან.ის დამხმარე საშუალებაა,რათა განავრცოს ესა თუ ის მასალა და ამავდროულად ,უნდა იყოს დაძლევადი,მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის.
   მიყვარს სხვადასხვა რესურსის შექმნა,გამოცდილება მაძლევს უფლებას ავღნიშნო, რომ საკითხის უკეთ და საინტერესოდ განხილვის შესაძლებლობას მაძლევს.
    ჩემს მიერ შექმნილი რესურსი განკუთვნილია მესამე კლასის მოსწავლეებისათვის,წარმოდგენილია Poverpoint-ის ფორმატში,რომლის შესაძლებლობები ამოუწურავ ფანტაზიებს გვთავაზობს.
    მიზანი და სტანდარტთან შესაბამისობა.
 მათ.III.1 მოსწავლეს შეუძლია ნატურალური რიცხვების გამოსახვა,შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით.

.     მათ. III. 2  . მოსწავლეს შეუძლია შეკრება -გამოკლების შესრულების რომელიმე ხერხის გამოყენება.

მათ. III.8.     მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა და აღწერა.

მსურდა სახელმძღვანელოს სავარჯიშოები გამემდიდრებინა და ლამაზი ,საინტერესო ფორმით შემეთავაზებინა პატარებისათვის.რესურსი შესაძლებლობას მაძლევს მოსწავლეებს ავუხსნა შესაბამისი მასალა,შეთავაზებული დავალებებიდან განვახილინო რამდენიმე და შესაძლებლობა მივცე ასევე დამოუკიდებლად დაასრულონ ..მოსწავლეები ხალისით ასრულებენ სავარჯიშოებს.,ისინი აფიქსირებენ პასუხებს შესაბამის ადგილზე.
    აღნიშნული რესურსი ხელს უწყობს როგორც დამოუკიდებლად ინდივიდუალური მუშაობის ,ასევე  კომპიუტერული უნარ-ჩვევების განვითარებას. უნდა ავღნიშნო,რომ ის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ,როგორც საკლასო აქტივობის სახით,ასევე შესაძლებელია მოსწავლეებს მეხსიერების ბარათის საშუალებით ჩავუტვირთოთ  ბუკებში და მივცეთ დავალებად მომდევნო გაკვეთილისათვის.
    დავალებების მრავალფეროვნება ,ვფიქრობ ,რესურსს  არ ხდის ერთგვაროვანს და მომაბეზრებელს,,ხოლო სიმრავლე კი ხელს უწყობს თავიდან გავარკვიოთ ,რამდენიმე შევასრულებინოთ და გავაკეთოთ დასკვნები, როგორ აითვისეს შესაბამისი საკითხი.
    აღნიშნული რესურსის ბლოგზე ატვირთვა და ინტერნეტსივრცეში განთავსება ხელმისაწვდომს გახდის მას დაინტერესებული პირებისათვის,რომლებიც გამოიყენებენ შეხედულებისა და საჭიროებისამებრ.
  ჩემი აზრით,შესაძლებელია რესურსის  შაბლონის გამოყენება და მისადაგება ნებისმიერ საკითხთან ,გამდიდრება ან შემცირება დავალებებისა.
     უნდა ავღნიშნო რომ,მითითებული სასწავლო  რესურსი გაკვეთილზე გამოვიყენეთ ეფექტურად, მოსწავლეთა დაინტესება გამოიკვეთა,ისინი მუშაობდნენ  ხალისით,სათანადო ინსტრუქციისა და მითითებების შემდეგ დავალებასაც წარმატებით გაართვეს თავი.

    

სასწავლო რესურსი მოქმედებები სამნიშნა რიცხვებზე

სასწავლო რესურსი მე-3 კლასი

სასწავლო რესურსი მესამე კლასი