Tuesday, October 15, 2019

თემატური მათემათიკა .მეოთხე კლასი

      თემატური გეგმები მათემატიკაში.   კვირაში 5 საათი
                                  IV კლასი              
         
                          მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა   
        გ.გოგიშვილი და სხვები.
§ სტან.                          თემა საათები ჩატარების დრო
     
          I თავი.     გამეორება 11  
           
         1. ნატურალური რიცხვები ერთიდან ათასამდე    
1 IV.1   გავიხსენოთ ერთიდან ათასამდე  ნატურალური რიცხვების     
       ჩაწერის წესი. 2  
2 IV.1   რიცხვების შედარება და დალაგება 2  
      თამაში ,,იპოვე შენი ადგილი'' 1  
3 IV.1   რიცხვების დამრგვალება 2  
      თამაში ,,ვასახელბთ უახლოეს ასეულს" ( ჯგუფური) 1  
  IV.1    დამატებითი ამოცანების ამოხსნა 2  
       პირველი თავის შემაჯამებელი  სამუშაო    N 1 1  
      2.   ნატურალური რიცხვები მილიონამდე 15  
1 IV.1    ჩავწეროთ ათასზე მეტი ნატურალური რიცხვები 3  
      პროექტი ,,მრიცხველები სხვადასხვა ავტომანქანებში '' 1  
2 IV.1   შევადაროთ და დავალაგოთ ნატურალური რიცხვები  2  
3 IV.1    ნატურალური რიცხვების დამრგვალების წესი  2  
4 IV.1   ვიყენებთ სვეტოვან დიაგრამას 2  
  IV.14   ჯგუფური  ,,დათვლა ბიჯებით'' 1  
  IV.14   დამატებითი ამოცანები  3  
       მეორე თავის შემაჯამებელი სამუშაო N 2 1  
      3.  ნატურალური რიცხვების შეკრება და გამოკლება 36  
1 IV.2   ორნიშნა რიცხვების შეკრება  2  
2 IV.2 ჯამის შეფასება დამრგვალებით 2  
  IV.2  თამაში  1  
3 IV.2 დიდი რიცხვების შეკრება 2  
4 IV.2 შევარჩიოთ შეკრების წესი 2  
    თამაში 1  
5 IV.2 ორნიშნა რიცხვების გამოკლება  1  
6 IV.2 სხვაობის შეფასება დამრგვალებით 2  
    თამაში ,,მივიღოთ 20" 1  
    პროექტი ,,გასართობი ცენტრი' 1  
7 IV.2   დიდი რიცხვების გამოკლება 4  
8 IV.2   ამოცანების ამოხსნა (შევარჩიოთ მოქმედება) ფულის     
    ოდენობების შეკრება გამოკლება 3  
  IV.2   პროექტი  ,,სასწავლო ნივთების საერთო ღირებულება'' 1  
9 IV.7   შეკრებისა და გამოკლების თვისებები.     
  IV.7   ვიპოვოთ რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობა 3  
10 IV.7   ვპოულობთ შეკრებისა და გამოკლების უცნობ კომპონენტს 3  
11 IV.7   გვეყოფა ფული საყიდლებისთვის? 2  
  დამატებითი ამოცანები  4  
     მესამე თავის შემაჯამებელი სამუშაო N 3 1  
    4. დრო,სიგრძის გაზომვა ,გეომეტრია 12  
1 IV.4 დრო (რა დროა)  2  
2 IV.4-IV-5   მთელის ნაწილები -ნახევარი,მეოთხედი,მესამედი 2  
3 IV.5 სიგრძის ერთეულები 2  
IV.5   თამაში ,,მაგიური ციფერბლატი" 1  
4 IV.10-IV-11 ტეხილი,ტეხილის სიგრძე,მანძილი.მარშრუტის სიგრძე 2  
IV.10-IV-11   დამატებითი ამოცანები  2  
     მეოთხე თავის შემაჯამებელი სამუშაო N 4 1  
    5.ნატურალური რიცხვების გამრავლება და გაყოფა 38  
1 IV.3   გამრავლების თვისებები.გავიხსენოთ გამრავლების ცხრილი 2  
2 IV.3 გამრავლება და გაყოფა.გაყოფის თვისებები. 2  
      თამაში გამრავლების ცხრილი არ მეშლება'' 1  
3 IV.3   ვამრგვალებთ ნულებით დაბოლოებულ რიცხვებს 2  
4 IV.3 ვამრგვალებთ თანამამრავლებს და ვპოულობთ     
      ნამრავლს მიახლოებით 2  
      პროექტი ,,წიგნში სიტყვების ოდენობა'' 1  
5 IV.3   ერთნიშნა რიცხვზე გამრავლება 2  
6 IV.3 ორნიშნა რიცხვზე გამრავლება 2  
7 IV.3   ვამრავლებთ სამნიშნა რიცხვზე 2  
8 IV.3   მოქმედებათა თანმიმდევრობა 3  
  IV.3   შემაჯამებელი სამუშაო N 5 1  
9 IV.3    გაყოფა ნაშთით 2  
  IV.3   თამაში,,არ იყოფა 5-ზე'' 1  
10 IV.3   განაყოფს მიახლოებით ვპოულობთ 2  
11 IV.3   ერთნიშნა რიცხვზე გაყოფა 3  
  IV.3   ჯგუფური  1  
12 IV.3   შესაბამისობა 2  
12 IV.3   გამრავლებისა და გაყოფის უცნობი კომპონენტის პოვნა 3  
  IV.6   მოვხსნათ ამოცანები.(ამოცანები ზედმეტი მოცემულობით) 2  
        დამატებითი ამოცანები 2  
     შემაჯამებელი სამუშაო N 6 1  
      6.ამოცანების ამოხსნა.გეომეტრია.მონაცემთა ანალიზი 36  
1 IV.5   მასის ერთეულები 2  
2 IV.7   ამოცანების ამოხსნა ნაკლული მონაცემებით 2  
3 IV.8-IV.9   კუბი,პრიზმა,პირამიდა 3  
  IV.8-IV.9   თამაში ,,გამოიცანი ფიგურა'' 1  
      პროექტი  ,,გააკეთე თვითონ'' 1  
4 IV.3   ამოცანების ამოხსნა (ვიყენებთ ნაშთით გაყოფას) 3  
5 IV.8-IV-9   ცილინდრი ,კონუსი,ბირთვი 2  
  IV.8-IV-9   თამაში,,ვის ხვდება უკანასკნელი ფიგურა?'' 1  
6 IV.3   მეტობით დავამრგვალოთ რიცხვი თუ ნაკლებობით? 2  
  IV.   ჯგუფური პროექტი ,შევადგინოთ ფიგურა'' 1  
     შემაჯამებელი სამუშაო N 7 1  
7 IV.12   შევაგროვოთ მონაცემები 2  
      დამატებითი ამოცანები  2  
  IV.12   თამაში -ჯაჭვი 1  
8 IV.12-IV.13 მონაცემთა შეგროვება და ორგანიზაცია 3  
9 IV.13   პიქტოგრამა  2  
10 IV.13   სვეტოვანი დიაგრამა 2  
      დამატებითი ამოცანები  4  
      შემაჯამებელი სამუშაო N 9 1  
      გამეორება 14  
14 საათი განმეორება.    10-12 საათი სავარაუდო.
2019-2020 სასწავლო წელი
მასწავლებელი -ფატიმა ლეშკაშელი

თემატური ბუნებაში.პირველი კლასი

  სსიპ ცაგერი რაიონის სოფ.ალპანის საჯარო სკოლა
  თემატური კალენდარული სასწავლო გეგმა
  პედაგოგი: ფატიმა ლესკაშელი  საგანი: ბუნება კლასი: 1კლასი
             
1 სწავლების შინაარსი, თემა სწავლების მიზანი სასწავლო დროის მოცულობა შესაბამისობა ესგ-ს შედეგებთან (მიუთითეთ ინდიკატორი) ვადები ანგარიში (ივსება თემის დასრულების შემდეგ)
2 დიაგნოსტიკური გაკვეთილი    გავიცნოთ ერთმანეთი გავიცნოთ ბავშვები,  გავაცნოთ მათ ერთმანეთი, კლასში შევქმნათ მეგობრული გარემო შემდგომი თანამშრომლობისათვის. 1სთ.      
3 მე და ბუნება მოსწავლეებმა შეძლონ ილუსტრაციის მიხედვით სხეულებისა და მოვლენების ამოცნობა, აღწერა და დახარისხება; პირადი მოსაზრებებისა და დაკვირვების შედეგად კითხვებზე პასუხის გაცემა, ვარაუდების გამოთქმა; მონაცემების აღრიცხვა-ორგანიზება ცხრილის საშუალებით; წელიწადის დროზე და მისთვის დამახასიათებელ ამინდზე საუბარი; პირად მოსაზრებებზე დაყრდნობით კითხვებზე პასუხის გაცემა; კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენება. 1სთ. ბუნ.I.1.    
4 სხეულის ნაწილები მოსწავლეებმა შეძლონ ადამიანის (საკუთარი) სხეულის გარეგანი ნაწილების ამოცნობა და დასახელება; მარცხენა-მარჯვენას ამოცნობაში ვარჯიში; მოსწავლეებში დაკვირვების, სინთეზირების და სოციალური უნარების განვითარების ხელშეწყობა; მოსწავლეებმა შეძლონ შესწავლის ობიექტზე დაკვირვება; პრაქტიკულ აქტივობაში მონაწილეობა; ილუსტრაციასა და რეალობაში სხეულების ამოცნობა, აღწერა, დახარისხება; კითხვაზე პასუხის გასაცემად პირად მოსაზრებაზე და დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობა; გარეგნული ნიშნების მიხედვით საკუთარი თავისა და თანაკლასელების აღწერა; ფრაგმენტებისაგან ადამიანის მთლიანი სხეულის მოდელის აწყობა. 1სთ. ბუნ.I.1.3.    
5 მოგზაურობა სკოლაში მოსწავლეებმა შეძლონ ლოკალურ გარემოში ორიენტირება, მისი აღწერა და მიზანმიმართული გადაადგილება; სასწავლო გარემოში არსებული ობიექტების ამოცნობა, ჩამოთვლა და მათ დანიშნულებაზე საუბარი; მოსწავლემ შეძლოს და თავადაც გასცეს მარტივი ინსტრუქციები, არა უმეტეს 1-2 მიმართულებისა; სკოლაში ქცევის წესების აუცილებლობის გაცნობიერება; სასკოლო ინვენტარზე, პირად თუ თანაკლასელთა ნივთებზე მზრუნველობითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. 1სთ. ბუნ.I.1.5.    
6 მოგზაურობა სკოლის გარეთ მოსწავლეებმა შეძლონ გარემოში ორიენტირება და მიზანმიმართული გადაადგილება; გარემოში არსებული ობიექტების ამოცნობა, მოძრავი და უძრავი საგნების აღქმა-დაფიქსირება; ინსტრუქციის მიხედვით მარტივ კვლევით აქტივობებში მონაწილეობა; ცოცხალი და არაცოცხალი სხეულების დაჯგუფება; მიმართებითი ტერმინების გამოყენება; კვლევის შედეგების ზეპირი ფორმით გადმოცემა; მოსწავლეთა დაკვირვების უნარის განვითარება; მარტივი სამეცნიერო ტერმინოლოგიის გამოყენება. 1სთ. ბუნ.I.1.3.5.    
7 გზა სახლიდან სკოლამდე მოსწავლეებმა შეძლონ ლოკალურ გარემოში საჭირო ქცევის წესების გააზრება და დაცვის აუცილებლობის გაცნობიერება; ქუჩაში მოძრაობის წესების ამსახველი პირობითი ნიშნების ამოცნობა და დაცვის აუცილებლობის გააზრება; საუბარი უსაფრთხო მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობაზე. 1სთ. ბუნ.I.1.5.    
8 საგზაო მოძრაობის წესები მოსწავლეებმა შეძლონ მონაცემთა დაგროვების, დაჯგუფების და ელემენტარული ანალიტიკური უნარების განვითარების ხელშეწყობა; ქუჩაში მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობის გაცნობიერება; მსჯელობა ქუჩაში მოძრაობისას მოსალოდნელი საფრთხის დანახვისა და მისი თავიდან აცილების აუცილებლობაზე. ქუჩაში მოძრაობის წესების ამსახველი პირობითი ნიშნების ამოცნობა და განმარტება. 1სთ. ბუნ.I.1.5.    
9 საგზაო ნიშნები და ტრანსპორტი მოსწავლეებმა შეძლონ ზოგიერთი საგზაო ნიშნის ამოცნობა; ტრანსპორტის სახეობების გაცნობა; სატრანსპორტო საშუალებების თავისებურებებისა და მათ შორის განსხვავებების გაცნობიერება, ტრანსპორტით გადაადგილების დროს შესაძლო საშიშროებათ დანახვა და უსაფრთხოების ზომების გახსენება; მარტივ პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა; კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო მონაცემების შეგროვება/ჩანიშვნა; პირობითი ნიშნების ამოცნობა და შესაბამისი განმარტება. 1სთ. ბუნ.I.1.5.    
10 რომელი ტრანსპორტით ვმგზავრობთ? მოსწავლეებმა შეძლონ ტრანსპორტის ძველი და თანამედროვე საშუალებების გაცნობა; ტრანსპორტით გადაადგილების დროს უსაფრთხოების ზომების დაცვის აუცილებლობის გააზრება; ფრაგმენტებისაგან მთლიანი მოდელის აწყობა; მარტივ პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა; სხეულების ამოცნობა, აღწერა, დახასიათება; სხეულების შემადგენელ ნივთიერებაზე, მასალაზე მსჯელობა/ამოცნობა; დახასიათება. 1სთ. ბუნ.I.1.4.    
11 ბუნებრივი და ხელოვნური მონაცემების ორგანიზება, აღრიცხვა, კლასიფიცირება; შედეგების ზეპირი ფორმით გადმოცემა; მარტივი სამეცნიერო ტერმინების გამოყენება; ცოცხალი სხეულების ძირითადი ნიშან-თვისებების აღწერა და არაცოცხალისგან განსხვავება; სიცოცხლის ძირითად ნიშნებზე დაკვირვება და მათი აღწერა; დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად და დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობა. 1სთ. ბუნ.I.1.    
12 ცოცხალი და არაცოცხალი მოსწავლეებმა შეძლონ სულიერი და უსულო სხეულების ძირითადი ნიშან-თვისებების აღწერა და ერთმანეთისაგან განსხვავება; სიცოცხლის ძირითად ნიშნებზე დაკვირვება და მათი აღწერა; ცოცხალი სხეულების ძირითადი სასიცოცხლო მოთხოვნილებების გამოკვლევა; მარტივ პრაქტიკულ საქმიანობაში მონაწილეობა; სხეულების ამოცნობა/დახარისხება, აღწერა. 1სთ. ბუნ.I.1.    
13 ჩვენ ირგვლივ მოსწავლეებმა შეძლონ დაკვირვების შედეგად ლოკალური გარემოს აღწერა; საკუთარი მოსაზრების არგუმენტირებული დასაბუთება; მონაცემების აღრიცხვა-ორგანიზება ნახატების საშუალებით; შედეგების ზეპირი და ნახატით გადმოცემა; მიღებული შედეგების გაზიარება სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების (ნახატები, ფოტოები) გამოყენებით. სხეულების ილუსტრაციაზე ამოცნობა, აღწერა, დახარისხება. 1სთ. ბუნ.I.1.    
14 ბუნების სადარაჯოზე მოსწავლეებმა შეძლონ მონაცემების ორგანიზება, აღრიცხვა, კლასიფიცირება; ვარაუდების გამოთქმა; შედეგების ზეპირი ფორმით გადმოცემა; მარტივი სამეცნიერო ტერმინების გამოყენება; ცოცხალი სხეულების ძირითადი ნიშან-თვისებების აღწერა და არაცოცხალისგან განსხვავება; ორგანიზმებზე გარემო ფაქტორების ზემოქმედების გამოკვლევა. 1სთ. ბუნ.I.1.    
15 საცხოვრებელი გარემო მოსწავლეებმა შეძლონ ცოცხალი სხეულების ძირითადი ნიშან-თვისებების აღწერა; ცოცხალისა და არაცოცხალის ერთმანეთისაგან განსხვავება; სიცოცხლის ძირითად ნიშნებზე დაკვირვება და მათი აღწერა; ორგანიზმების სასიცოცხლო მოთხოვნილებების გაცნობიერება; დაკვირვების შედეგების სხვადასხვა ფორმით ზეპირად გადმოცემა. 1სთ. ბუნ.I.1.3.    
16 რა რისგან მზადდება? მოსწავლეებმა შეძლონ დაკვირვების საფუძველზე პირადი მოსაზრებების დაფიქსირება; გავრცელებული ნივთიერებების/მასალების ამოცნობა; კითხვების დასმა და ვარაუდების გამოთქმა; ანალიზის საფუძველზე დასკვნების გამოტანა; ირგვლივ არსებული სხეულების აღწერა შემადგენლობის გათვალისწინებით; მონაცემების შეგროვება და ჩანიშვნა; კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენება; ერთნაირი მასალისგან დამზადებული სხეულების დაჯგუფება. 1სთ. ბუნ.I.1.2.4.    
17 სად ცხოვრობს ოჯახი? მოსწავლეებმა შეძლონ დაკვირვების საფუძველზე პირადი მოსაზრებების დაფიქსირება; ყოველდღიურობაში გავრცელებული მასალების ამოცნობა; კითხვების დასმა და ვარაუდების გამოთქმა; ანალიზის საფუძველზე დასკვნების გამოტანა; ირგვლივ არსებული სხეულების აღწერა შემადგენლობის გათვალისწინებით; კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენება; სხეულის შემადგენლობაზე საუბარი; ერთნაირი მასალისგან დამზადებული სხეულების დაჯგუფება; ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობაზე მსჯელობა. 1სთ. ბუნ.I.1.2.4.    
18 ავეჯი და პირადი ნივთები მოსწავლეებმა შეძლონ პირადი ჰიგიენის ნივთების დასახელება და მსჯელობა ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე; ირგვლივ არსებული სხეულების აღწერა და საუბარი მათ შემადგენელ ნივთიერებაზე/მასალაზე; მასალების ამოცნობა/დასახელება; მასალების ადვილად დაკვირვებადი თვისებების მიხედვით დახასიათება; ერთნაირი მასალისაგან დამზადებული სხეულების დაჯგუფება. 1სთ. ბუნ.I.1.4.    
19 შემოდგომა მოსწავლეებმა შეძლონ შესასწავლ ობიექტზე დაკვირვება; პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა; ცოცხალი სხეულების დაჯგუფება; წელიწადის დროებთან დაკავშირებული ცვლილებების აღწერა; მცენარეებისთვის დამახასიათებელი ცვლილებების აღწერა და შესაბამისი არგუმენტირება; ცოცხალი სხეულების ძირითადი ნიშან-თვისებების აღწერა და მათი არაცოცხალისგან განსხვავება; ორგანიზმებზე გარემო ფაქტორების ზემოქმედების გამოკვლევა. 1სთ. ბუნ.I.1.2.3.5.6.    
20 შემოდგომის ფერები მოსწავლეებმა შეძლონ წელიწადის დროების მონაცვლეობასთან დაკავშირებული ცვლილებების აღწერა/შედარება; ბუნებრივ მოვლენებზე დაკვირვება და მათი აღწერა; დღე-ღამის განმავლობაში დაკვირვებადი ცვლილებების დასახელება და ამასთან დაკავშირებული საკუთარი საქმიანობის აღწერა; წელიწადის დროების მიხედვით ტანსაცმლის დახარისხება; პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა; კოლაჯის შექმნა. 1სთ. ბუნ.I.1.6.    
21 რთველი მოსწავლეებმა შეძლონ წელიწადის დროებთან, კერძოდ, შემოდგომასთან დაკავშირებული ადამიანის საქმიანობის (რთველი, მოსავლის აღება, მცენარეების დარგვა) აღწერა; შემოდგომის თვეების სახელწოდებების დამახსოვრება; მოვლენების ილუსტრაციაზე ამოცნობა და აღწერა; პირადი მოსაზრებების და დაკვირვების შედეგების დაფიქსირება; მცენარეების ძირითადი ნაწილების დასახელება. 1სთ. ბუნ.I.1.3.6.    
22 ჩვენ გვიყვარს ხილი მოსწავლეებმა შეძლონ სხეულის აღწერა სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით; მცენარის ნაყოფის, კერძოდ ხილის როგორც სასარგებლო საკვები პროდუქტის გაცნობიერება; სხვადასხვა ხილის ამოცნობა/დახასიათება; შეგრძნების ორგანოების დახმარებით დაკვირვება; სხეულის ამოცნობა ილუსტრაციასა და რეალობაში; კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენება. 1სთ. ბუნ.I.1.2.3.    
23 ხილია, თუ ბოსტნეული? მოსწავლეებმა შეძლონ სხეულის აღწერა სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით; მცენარის ნაყოფის, კერძოდ ბოსტნეულის, როგორც სასარგებლო საკვები პროდუქტის განხილვა; ხილისა და ბოსტნეულის  ამოცნობა/დახარისხება; ნაცნობი სხეულის თვისებების აღწერა; წელიწადის დროების მიხედვით ადამიანის საქმიანობის ჩამოთვლა. 1სთ. ბუნ.I.1.2.6.    
24 ბოსტნეული-სასარგებლო საკვები მოსწავლეებმა შეძლონ უსაფრთხოების წესების დაცვით, მარტივ პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა; საკუთარი მოსაზრების ან კვლევის შედეგების სიტყვიერად წარდგენა/დასაბუთება; შეგრძნების სხვადასხვა ორგანოს დახმარებით კონკრეტული სხეულის აღწერა; სხეულების ამოცნობა, აღწერა, დახარისხება; მცენარის ძირითადი ნაწილების ამოცნობა/დასახელება; ადამიანისათვის მცენარეული საკვების მნიშვნელობაზე მსჯელობა. 1სთ. ბუნ.I.1.3.    
25 საკვები პროდუქტები მოსწავლეებმა შეძლონ ილუსტრაციებსა და რეალობაში სხეულების ამოცნობა-დახარისხება; დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად დაკვირვების შედეგებსა და პირად მოსაზრებაზე დაყრდნობა; სხეულის თვისებების აღწერა; გრძნობის ორგანოების მნიშვნელობის გაცნობიერება საკვები პროდუქტების ვარგისიანობის დადგენაში; მცენარეული და ცხოველური საკვების განსხვავება; სწორად კვების აუცილებლობის გაცნობიერება მოზარდის ზრდა-განვითარებისთვის; პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა; ადამიანისთვის ცხოველური და მცენარეული საკვების მნიშვნელობაზე მსჯელობა; დღე-ღამის მონაკვეთების განსხვავება და საკუთარი აქტივობის დაკავშირება. 1სთ. ბუნ.I.1.2.6.    
26 სასმელი მოსწავლეებმა შეძლონ დაკვირვების შედეგებსა და პირად მოსაზრებებზე დაყრდნობით კითხვებზე პასუხის გაცემა; ნივთიერების (წყალი) დახასიათება. 1სთ. ბუნ.I.1.2.3.4.    
27 რას ვიცვამთ? მოსწავლეებმა შეძლონ სხეულის ნაწილების ამოცნობა, აღწერა, დახარისხება. ტანსაცმლის დახარისხება წელიწადის დროების მიხედვით; მრავალფეროვანი აქტივობების მეშვეობით შემეცნების სხვადასხვა უნარის ("მრავალმხრივი ინტელექტის") განვითარების ხელშეწყობა. 1სთ. ბუნ.I.1.6.    
28 ზამთარი მოსწავლეებმა შეძლონ წელიწადის დროების დასახელება და ერთმანეთთან შედარება; წელიწადის დროებთან დაკავშირებული ცვლილებების აღწერა; მსჯელობა და საუბარი წელიწადის სხვადასხვა დროისთვის დამახასიათებელ ამინდზე; წელიწადის დროების მიხედვით ადამიანის საქმიანობის აღწერა, ცხოველთა ქცევის გააზრება; წელიწადის დროების მიხედვით ტანსაცმლის დახარისხება; კლასში საახალწლო გარემოს შექმნაში მონაწილეობა. 1სთ. ბუნ.I.1.2.6.    
29 ახალი წელიც მოსულა მოსწავლეებმა შეძლონ შეგრძნების ორგანოებისა და მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით შესწავლის ობიექტზე დაკვირვება; შეგრძნების ორგანოების და მათი ფუნქციების დასახელება; სხეულის თვისების აღწერა; დაკვირვების უნარის განვითარება; ხელი შეეწყოს მოსწავლეების შემეცნების სხვადასხვა უნარის ("მრავალმხრივი ინტელექტის") განვითარებას. 1სთ. ბუნ.I.1.2.    
30 სახიფათო ნივთები მოსწავლეებმა შეძლონ უსაფრთხოების მთავარი მოთხოვნების გაცნობიერება; ხანძრის გაჩენის შემთხვევაში უსაფრთხოდ მოქმედების უნარ-ჩვევების გამომუშავება; შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობის გაცნობიერება; მოვლენების ილუსტრაციაზე ან რეალობაში ამოცნობა; ლოკალურ გარემოში სწორად ქცევის წესების ჩამოყალიბება და დაცვა. 1სთ. ბუნ.I.1.2.5.    
31 შემაჯამებელი გაკვეთილი მოსწავლეებმა შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენაბა; მოვლენების ილუსტრაციაზე ან რეალობაში ამოცნობა. 1სთ. ბუნ.I.1.2.3.5.6.    
32 როგორ ამოვიცნობთ საგნებს? მოსწავლეებმა შეძლონ ადამიანის შეგრძნების ორგანოების დასახელება და მათი ფუნქციების გაცნობიერება; ნაცნობი სხეულის თვისებების აღწერა და სხვადასხვა შეგრძნების ორგანოებთან დაკავშირება; შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობის გაცნობიერება; პირადი ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე მსჯელობა. 1სთ. ბუნ.I.1.2.    
33 ყნოსვა და გემო მოსწავლეებმა შეძლონ ადამიანის შეგრძნების ორგანოების დასახელება და მათი ფუნქციების გაცნობიერება; ნაცნობი სხეულის თვისებების აღწერა და სხვადასხვა შეგრძნების ორგანოებთან დაკავშირება; მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომელია გემოსა და ყნოსვის ორგანოები; მოსწავლეების დაკვირვებისა და ანალიზის უნარის განვითარებას; შეგრძნების და შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობაზე მსჯელობა. 1სთ. ბუნ.I.1.2.    
34 გრძნობის ორგანოები მოსწავლეებმა შეძლონ ინსტრუქციის მიხედვით მარტივი კვლევითი აქტივობის უსაფრთხოდ ჩატარება; საკუთარი ორგანოებით სხეულებზე დაკვირვება; შედეგების ზეპირი ფორმით გადმოცემა; დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობიტ კითხვებზე პასუხის გაცემა; სხეულის თვისებების აღწერა გრძნობის ორგანოების მეშვეობით. 1სთ. ბუნ.I.1.2.    
35 ექიმი და წამლები მოსწავლეებმა შეძლონ ექიმის მნიშვნელობისა და საჭიროების გააზრება; ინტერვიუს მომზადება (მკურნალობასთან, ჯანმრთელობასთან და წამლებთან დაკავშირებული კითხვების მოფიქრება და ჩამოყალიბება); წამლების მოხმარებისადმი სწორი, ფრთხილი დამოკიდებულების ჩამოყალიბება; მარტივი კითხვების დასმა (თემატიკიდან გამომდინარე); საჭირო ინფორმაციის მოგროვება; კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენება. 1სთ. ბუნ.I.1.    
36 გინდა ჯანმრთელი იყო? მოსწავლეებმა გააცნობიერონ ფიზიკური ვარჯიშის მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის; მოსწავლეებმა გამოიკვლიონ ორგანიზმში მიმდინარე ზოგიერთი ცვლილება (გულისცემა, სუნთქვა) ფიზიკური ვარჯიშის დროს; მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ დადებითი დამოკიდებულება ფიზიკური ვარჯიშისადმი; სხეულის თვისებების და მდგომარეობის აღწერა სხვადასხვა ხელსაწყოს დახმარებით. 1სთ. ბუნ.I.1.2.    
37 ვივარჯიშოთ ყველამ ერთად! მოსწავლეებმა გააცნობიერონ სისტემატური ფიზიკური ვარჯიშების შესრულების აუცილებლობა; მოსწავლეებმა შეძლონ მარტივი ფიზიკური ვარჯიშების სწორად შესრულება და დამახსოვრება; მარტივი კითხვების დასმა; პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა; ინფორმაციის შეგროვება; მარტივი ინსტრუქციების გაცემა, თავად შესრულება. 1სთ. ბუნ.I.1.5.    
38 გაზაფხულის მობრძანება მოსწავლეებმა შეძლონ წელიწადის დროებთან დაკავშირებული ცვლილებების აღწერა; წელიწადის დროების დასახელება და მათ განმასხვავებელ ნიშნებზე მსჯელობა; თითოეული წელიწადის დროისთვის დამახასიათებელ ამინდზე საუბარი; წელიწადის დროების მიხედვით ადამიანის საქმიანობის ჩამოთვლა; ცხოველებისა და მცენარეების დამახასიათებელი ცვლილებების გააზრება. 1სთ. ბუნ.I.1.6.    
39 დღე და ღამე მოსწავლეებმა შეძლონ დღე-ღამისა და წელიწადის დროებთან დაკავშირებული ცვლილებების აღწერა/ამოცნობა; დღე-ღამის განმავლობაში დაკვირვებადი ცვლილებების დასახელება; დღე-ღამის მონაკვეთების განსხვავება და საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირება; კვირის დღეების დასახელებების ჩამოთვლა/დამახსოვრება და მნიშვნელოვანი მახასიათებლების მიხედვით დაყოფა; მიმართვითი ტერმინების გამოყენება; დაკვირვების საფუძველზე ნახატის შექმნა. 1სთ. ბუნ.I.1.5.6.    
40 გაზაფხული ჩვენს ეზოში მოსწავლეებმა შეძლონ სეზონების მახასიათებლების მიხედვით წელიწადის დროების გარჩევა-განსხვავება; ბუნებაში მიმდინარე ცვლილებების დაკავშირება საკუთარი შეგრძნების ორგანოებთან; შესწავლის ობიექტზე დაკვირვება; სხეულების ამოცნობა, აღწერა, დახარისხება; ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარების ხელშეწყობა. 1სთ. ბუნ.I.1.2.    
41 მცენარეთა სამყარო მოსწვლეებმა შეძლონ ძირითადი ნაწილების ამოცნობა და დასახელება; ფრაგმენტებისგან მცენარის მოდელის აწყობა; მსჯელობა ადამიანისთვის მცენარის მნიშვნელობის შესახებ; ლოკალურ გარემოში მცენარეზე დაკვირვებისა და ამ დაკვირვების შედეგების სხვადასხვა სახით გადმოცემის უნარის განვითარება; საჭირო მონაცემების შეგროვება/ჩანიშვნა. 1სთ. ბუნ.I.1.2.3.    
42 რა ამშვენებს მინდორს? მოსწავლეებმა შეძლონ მცენარეების ძირითადი ნაწილის ამოცნობა და დასახელება; ფრაგმენტებისაგან მცენარის მთლიანი მოდელის აწყობა; ფრაგმენტებისაგან აპლიკაციების შექმნა და კედლის გაზეთის გაკეთება; შეგრძნების ორგანოების დახმარებით დაკვირვება; სხეულის აღწერა; მოსწავლეებში ესთეტიკური გემოვნების განვითარების ხელშეწყობა. 1სთ. ბუნ.I.1.2.3.    
43 ოთახის მცენარეები მოსწავლეებმა შეძლონ მცენარის სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობების დასახელება/გააზრება; მცენარეებისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების გამომუშავება; სხეულის ამოცნობა, აღწერა, ილუსტრაციაზე და რეალობაში; პირად მოსაზრებებზე დაყრდნობით კითხვაზე პასუხის გაცემა; მცენარის ძირითადი ნაწილების ამოცნობა; მცენარეებზე დაკვირვება და შედეგების სხვადასხვა ფორმით გადმოცემა; საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა-დასაბუთება. 1სთ. ბუნ.I.1.3.    
44 ჩვენი ტყე მოსწავლეებმა შეძლონ განიხილონ ტყე, როგორც მცენარეების ცხოველებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების საარსებო გარემო, ე.წ. სახლი; წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეების ამოცნობა, შედარება და მარტივად დახასიათება; სხეულის ამოცნობა, აღწერა, დახარისხება; კითხვაზე პასუხის გასაცემად პირად მოსაზრებებზე დაყრდნობა; კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენება; ტყისადმი დადებითი და მზრუნველობითი და დამოკიდებულების გამომუშავების ხელშეწყობა; მცენარეების მნიშვნელობის გაცნობიერება. 1სთ. ბუნ.I.1.3.4.    
45 ტყის ბინადარნი მოსწავლეებმა შეძლონ ტყისადმი დადებითი და მზრუნველობითი დამოკიდებულების გამომუშავების ხელშეწყობა. ტყის ბინადრებისა და მათი საცხოვრებელი გარემოს გაცნობა; შხამიანი და სასარგებლო სოკოების არსებობა და მათტან ურთიერთობის წესების დაცვის აუცილებლობა; სხეულის ამოცნობა, აღწერა, დახარისხება; სხვადასხვა ცხოველის აღწერა-შედარება; ცოცხალი სხეულების დაჯგუფება-შესაბამისად გადაწყვეტილების დასაბუთება; ე.წ. "კლასის ტყეში" ნადირის დაბინავება. 1სთ. ბუნ.I.1.2.    
46 ჩვენი ოთხფეხა "მეგობრები" მოსწავლეებმა შეძლონ შინაური და გარეული ცხოველების განსხვავება. შინაური ცხოველების (ძუძუმწოვრების) ამოცნობა და დასახელება; გარკვეული ნიშან-თვისებებით (ქცევა, ხმა) შინაური ცხოველების ერთმანეთისგან გარჩევა; სხეულების ამოცნობა, აღწერა, დახარისხება; ცხოველთა დაჯგუფება; ადამიანისთვის ცხოველების მნიშვნელობაზე საუბარი. 1სთ. ბუნ.I.1.2.    
47 შინაური ფრინველები მოსწავლეებმა შეძლონ ფრინველების შედარება ძუძუმწოვრებთან და თვალსაჩინო განმასხვავებელი ნიშნების დასახელება; შინაური ფრინველების ამოცნობა და დასახელება; ხმიანობის მიხედვით შინაური ფრინველების გარჩევა; სხეულების ამოცნობა, აღწერა დახარისხება; პირად მოსაზრებებზე დაყრდნობით კითხვაზე პასუხის გაცემა; კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენება; სხვადასხვა ცხოველის სხეულის ნაწილების აღწერა/შედარება. 1სთ. ბუნ.I.1.3.    
48 ზოგი დადის, ზოგი დახოხავს... მოსწავლეებმა შეძლონ ცოცხალი სხეულის აღწერა არსებითი ნიშან-თვისებების მიხედვით; ქვეწარმავლებისა და ძუძუმწოვრების განსხვავების აღმოჩენა და დასახელება; სხვადასხვა ცხოველის შედარება სხეულის ნაწილების მიხედვით; მოსწავლეების ანალიტიკური აზროვნების უნარის განვითარების ხელშეწყობა. 1სთ. ბუნ.I.1.3.    
49 წყლის ბინადრები მოსწავლეებმა შეძლონ წყლის ბინადარი ზოგიერთი ცხოველის ამოცნობა და დასახელება; დაკვირვების უნარის განვითარება; მარტივი კვლევის საფუძველზე დასკვნების გამოტანა (ქერცლების, ფარფლების) მნიშვნელობის დადგენა; ფრაგმენტებისგან ცხოველის მთლიანი მოდელის შექმნა; წყლის ბინადრების გადაადგილების საშუალებებზე მსჯელობა. 1სთ. ბუნ.I.1.3.    
50 ფრინველთა ხმები მოსწავლეებმა შეძლონ ზოგიერთი გარეული ცხოველის ამოცნობა და დახასიათება; ხმიანობის მიხედვით ზოგიერთი ფრინველის გარჩევა; ფრინველთა გადაადგილების საშუალებებზე მსჯელობა. 1სთ. ბუნ.I.1.3.    
51 პატარა ექვსფეხა ცხოველები მოსწავლეებმა შეძლონ სასარგებლო და ზიანის მომტანი მწერების დასახელება და მარტივად დახასიათება; შესწავლის ობიექტზე დაკვირვება მარტივი ხელსაწყოს დახმარებით; ილუსტრაციაზე სხეულის ამოცნობა და დასახელება; მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა. 1სთ. ბუნ.I.1.3.    
52 ზოოპარკში მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ ზოოპარკის გალიებში ძირითადად ათავსებენ გარეულ ცხოველებს და არა შინაურს; მოსწავლეებმა შეძლონ ზოოპარკის ცხოველების დასახელება და მათი მართივად დახასიათება; სხეულის ამოცნობა, აღწერა, დახარისხება; კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენება; სხვადასხვა ცხოველის აღწერა, დაჯგუფება და შედარება; ხელი შეეწყოს მოსწავლეების შემეცნების სხვადასხვა უნარის განვითარებას. 1სთ. ბუნ.I.1.3.    
53 მიკროსკოპი, ტელესკოპი მოსწავლეებმა შეძლონ ციურ სხეულებზე დაკვირვება. მარტივი კითხვების დასმა და ვარაუდების გამოთქმა; მარტივი ხელსაყწოების გამოყენებით შესწავლის ობიექტზე დაკვირვება; შესასწავლი მოვლენის შესახებ მარტივი კითხვების დასმა; მარტივი ხელსაწყოების დახმარებით დაკვირვება, პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა; ადამიანის შეგრძნების ორგანოების (თვალი) მნიშვნელობის გააზრება; შედეგების ზეპირი ან მისთვის სასურველი ფორმით გადმოცემა. 1სთ. ბუნ.I.1.2.    
54 ციური სხეულები მოსწავლეებმა შეძლონ ციურ სხეულებზე დაკვირვება. მარტივი კითხვების დასმა და ვარაუდების გამოთქმა; მარტივი ხელსაყწოების გამოყენებით შესწავლის ობიექტზე დაკვირვება; შესასწავლი მოვლენის შესახებ მარტივი კითხვების დასმა. 1სთ. ბუნ.I.1.4.5.    
55 მოგზაურობა კოსმოსში მოსწავლეებმა შეძლონ შესწავლის ობიექტზე დაკვირვება; მის ირგვლივ არსებული სხეულების აღწერა; მიმართებითი ტერმინების გამოყენება; ილუსტრაციასა და რეალობაში სხეულების ამოცნობა, აღწერა, დახარისხება; დაკვირვების საფუძველზე კითხვებზე პასუხის გაცემა; მოსწავლეებმა შეძლონ სიდიდის მიხედვით მზის, დედამიწისა და მთვარის შედარება. 1სთ. ბუნ.I.1.4.5.    
56 რა მოხდება მზე რომ "ჩაქრეს"? მოსწავლეებმა შეძლონ დღე-ღამის განმავლობაში დაკვირვება და ცვლილებების დასახელება; წელიწადის დროების დასახელება, შედარება; მიმართებითი ტერმინების გამოყენება; პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა; სხეულების და მოვლენების ილუსტრაციასა და რეალობაში ამოცნობა, აღწერა; კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენება; ხელი შეეწყოს მოსწავლეებში წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარის განვითარებას. 1სთ. ბუნ.I.1.5.6.    
57 ზაფხულიც მოვიდა მოსწავლეებმა შეძლონ ზაფხულის, როგორც წელიწადის ერთ-ერთი დროის დახასიათება; მოვლენების ილუსტრაციაზე და რეალობაში ამოცნობა/აღწერა; შეგრძნების ორგანოების დასახელება და მათი ფუნქციების გაცნობიერება; დაკვირვებადი ცვლილებების დასახელება; ტანსაცმლის დახარისხება წელიწადის დროების მიხედვით; ზაფხულის თვეების ჩამოთვლა და ბუნებაში მიმდინარე თვალსაჩინო ცვლილებების აღწერა; ხელი შეეწყოს მოსწავლეების ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარებას. 1სთ. ბუნ.I.1.2.6.    
58 ჩვენი სოფელი მოსწავლეებმა შეძლონ ქალაქისა და სოფლის გარემოს შედარება, აღწერა, დახასიათება; სოფლისა და ქალაქის საცხოვრებელი სახლების შედარება და აღწერა; ქალაქის მცხოვრებთა და სოფლის მკვიდრთა საქმიანობის აღწერა; სხეულების ამოცნობა და აღწერა ილუსტრაციის მიხედვით; საჭირო ინფორმაციის შეგროვება; პირად მოსაზრებებზე დაყრდნობა; კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენება; დაკვირვების საფუძველზე ნახატის შექმნა; წელიწადის დროების მიხედვით ადამიანის საქმიანობის აღწერა. 1სთ. ბუნ.I.1.5.6.    
59 ექსკურსია კლასის "ტყეში" მოსწავლეებმა შეძლონ ბუნებაში ექსკურსიისთვის საჭირო ნივთების სწორად შერჩევა; გარემოში სისუფთავის დაცვის მოთხოვნილების გამომუშავება; მარტივი კითხვების დასმა; კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო მონაცემების შეგროვება, ჩანიშვნა. 1სთ. ბუნ.I.1.    
60 ბუნებაში ქცევის წესები მოსწავლეებმა შეძლონ ბუნებაში ქცევის წესების შემუშავება; ბუნებაში ქცევის წესების პრაქტიკაში გამოყენება; საყოფაცხოვრებო ნარჩენების სწორად განთავსება და გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა; მარტივ პრაქტიკულ აქტივობებში  მონაწილეობა; პირად მოსაზრებებზე დაყრდნობით კითხვებზე პასუხის გაცემა; საკვების ვარგისიანობის დადგენაში შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობის გაცნობიერება; ჰიგიენის წესების დაცვაზე მსჯელობა. 1სთ. ბუნ.I.1.2.    
61 ჩვენი სამშობლო მოსწავლეებმა შეძლონ მარტივი შეკითხვების დასმა; შესწავლის ობიექტებზე დაკვირვება; სხეულის/მოვლენის ამოცნობა, აღწერა, დახარისხება; პირად მოსაზრებებზე დაყრდნობით და დაკვირვებით კითხვებზე პასუხი; იმ დეტალებზე საუბარი, რომლებმაც მისი ინტერესი გამოიწვია. 1სთ. ბუნ.I.1.5.    
62 შესწავლილი მასალის გამეორება მოსწავლეებმა შეძლონ მარტივი შეკითხვების დასმა; შესწავლის ობიექტებზე დაკვირვება; სხეულის/მოვლენის ამოცნობა, აღწერა, დახარისხება; პირად მოსაზრებებზე დაყრდნობით და დაკვირვებით კითხვებზე პასუხი; იმ დეტალებზე საუბარი, რომლებმაც მისი ინტერესი გამოიწვია. 4სთ. ბუნ.I.1.5.