Tuesday, December 29, 2015

ინდივიდუალური სამუშაო გეგმა 2011-2014წლ

სერთიფიცირებული მასწავლებლის ინდივიდუალური სამუშაო გეგმა  (სავარაუდო - სარეკომენდაციო)
სახელი ფატიმა
გვარი ლეშკაშელი
სკოლა ალპანის საჯარო
თარიღი
აქტივობის სახე განმახორციელებელი    ორგანოზაცია თემატიკა განხორციელების ვადები, წელი, სემესტრი რესურსი ადამიანური/მატერიალური შენიშვნა
ტრნინგებში მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგნობრივი სასწავლო წლის მანძილზე
პრეზენტაციებისშექმნა და გამოყენება სკოლა მრავალმხრივი წლის მანძილზე მასწავლებელი და მოსწავლეები
ისტ-ის გამოყენება სკოლა მრავალფეროვანი წლის მანძილზე მასწავლებელი და მოსწავლეები,კომპიუტერული ტექნოლოგიები
თემა კათედრაზე სკოლა ნატურალური რიცხვები პირველი სემესტრი მასწავლებლები და მოსწავლეები
ინტეგრირებული გაკვეთილი სკოლა მათემატიკა და ბუნებისმეტყველება მეორე სემესტრი კოლეგა მასწავლებელი.მოსწავლეები,მე-6 კლასი

Tuesday, October 6, 2015

silabusi 5 klasi

      თემატური გეგმები მათემატიკაში.   კვირაში 4 საათი
                                  V კლასი              
         
                          მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა   
        გ.გოგიშვილი და სხვები.
§ სტან.                          თემა საათები ჩატარების დრო
     
          I თავი.     გამეორება 12  
           
             1.               მილიონზე მეტი რიცხვები    
1 V.1   გავიხსენოთ ნატრალური რიცხვების წაკითხვისა და ჩაწ.წ.    
      სანიმუშო გაკვეთილი. 2  
2 V.1   მილიონზე მეტი რიცხვები 2  
      დამოუკიდებელი წერა N 1 1  
3 V.1   ვადარებთ და ვალაგებთ ნატურალურ რიცხვებს. 1  
4 V.1   ამოცანების ამოხსნა 2  
            საკონტროლო წერა   N 1    
5 V.3   ნატურალური რიცხვების შეკრება.შეკრების თვისებები 3  
6 V.3   ნატურალური რიცხვების გამოკლება 4  
       დამოუკიდებელი წერა  N 2 1  
7 V.3   რიცხვითი სხივი 3  
8 V.3    ნატურალური რიცხვების გამრავლება. გამრავლების თვისებები 2  
          საკონტროლო წერა   N 2 1  
9 V.3   გამრავლების შედეგების შეფასება. წერითი გამრავლება 4  
10 V.10   საკოორდინატორო ბადე  2  
  V.10    დამოუკიდებელი წერა  N 3 1  
11 V.3   რიცხვითი და ასოითი გამოსახულებების შედგენისა  და გამარტივების 4  
       მეთოდები    
12 V.3 ორ სიდიდეს შორის დამოკიდებულების გამოსახვის ხერხები    
  V.6  დამოუკიდებელი წერა  N 4 3  
13 V.3 ამოცანების ამოხსნა რიცხვითი და ასოიტი გამოსახულების შედგენით 2  
14 V.1 ხარისხი.რიცხვების ჩაწერის სხვადასხვა წესი. 4  
     საკონტროლო წერა   N 3 1  
15 V.1 ამოცანების ამოხსნის სხვადასხვა ხერხი 1  
    2. ნატურალური რიცხვები და წილადები    
1 V.1   ნატურალური რიცხვის ჯერადები და გამყოფები 3  
       დამოუკიდებელი წერა  N 5 1  
2 V.1   მარტივი და შედგენილი რიცხვები 2  
3 V.7   წრეწირი. წრე. 4  
       საკონტროლო წერა   N 4 1  
4 V.2   წილადი –მთელის ნაწილი 3  
5 V.2   წილადი,როგორც ერთობლიობის ნაწილი 2  
      დამოუკიდებელი წერა N 6 1  
6 V.2   წილადი და ნატურალური რიცხვების გაყოფა 3  
7 V.2   წილადების ტოლობა.წილადის გამარტივება 2  
   საკონტროლო წერა   N 5 1  
8 V.3   შერეული რიცხვები და წილადები 2  
9 V.3 წილადებისა დაშერეული რიცხვების შედარება 3  
      დამოუკიდებელი წერა N 7 1  
10 V.3 წილადების ჯამის შეფასება 2  
11 V.3   წილადების შეკრება,წილადის ნატურალურ რიცხვზე გამრავლება 2  
   საკონტროლო წერა   N 6 1  
12 V.3   წილადების გამოკლება 2  
13 V.3 შერეული რიცხვების შეკრება 2  
  V.3   დამოუკიდებელი წერა N 8 1  
14 V.3   შერეული რიცხვების გამოკლება 2  
15 V.3 ვაგრძელებთ შერეული რიცხვების შეკრებისა და გამოკლების 3  
      მაგალითების განხილვას    
  V.3  საკონტროლო წერა   N 7 1  
16 V.3   ამოცანების ამოხსნა სინჯვის ხერხით 2  
    3.სიდიდეების გაზომვა,გეომეტრიული ფიგურები    
1 V.4   დრო.დროის ერთეულები 2  
       საკონტროლო წერა   N 8 1  
2 V.4 სიგრძის ერთეულები 2  
3 V.4   ამოცანების ამოხსნა (განაყოფისა და ნაშთის გამოყენება) 2  
  დამოუკიდებელი წერა N 9 1  
4 V.4   მასის ერთეულები 3  
5 V.4   მრავალკუთხედი 3  
       საკონტროლო წერა   N 9    
6 V.7.1   კუთხის გაზომვა.მართობული წრფეები 2  
7 v.7   სამკუთხედი 3  
    დამოუკიდებელი წერა N  10 1  
8 v.5   ფართობი 3  
9 v.7.8   ზოგიერთი სივრცული ფიგურა 4  
    საკონტროლო წერა      N     10 1  
      4 .ამოვხსნათ ამოცანები.მოვიპოვოთ და    
        შევისწავლოთ მონაცემები    
1 V.11   მონაცემთა შეგროვების სხვადასხვა ხერხი 2  
2 V.12   წარმოვადგენთ მონაცემებს ცხრილების გამოყენებით 2  
3 V.12   ვიყენებთ ცხრილს ამოვანების ამოხსნისას 2  
    დამოუკიდებელი წერა N 11 1  
4 V.13   პიქტოგრამა 2  
5 V.13 სვეტოვანი დიაგრამა 2  
      საკონტროლო წერა      N     11 1  
    ამოცანები V კლასის ამოცანების გასამეორებლად 7  
           
     

daxmarebis toki..resursi...5 kl klasi.matematika

http://LearningApps.org/view1733076

მათემატიკური დახმარების თოკი...6 კლასი

http://LearningApps.org/view1725598

ათწილადების ზოგიერთი გამოყენება

http://LearningApps.org/view1728288

Tuesday, September 15, 2015

ელექტრონული სასწავლო რესურსის რეფლექსიის კითხვარი

         ელექტრონული სასწავლო რესურსის რეფლექსიის  კითხვარი
    სწავლა-სწავლების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო რესურსების შექმნისას გათვალისწინებული უნდა იყოს ამ  რესურსების შესაბამისი კითხვარი.რა საჭიროებიდან გამომდინარეობს ესა თუ ის რესურსი და რას ისახავს მიზნად.
       ჩემს მიერ შექმნილი რესურსის, რომელიც გათვალისწინებულია შემაჯამებელი გეკვეთილისთვის და ითვალისწინებს მათემატიკის და ,,ჩვენი საქართველოს ‘’საგნების ინტეგრირებას, კითხვარი:
·         რამ განაპირობა რესურსის შექმნა ?

·         როგორ განისაზღვრა რესურსის თემა ?


·         რა საგანმანათლებლო მიზანს ისახავდა ამ რესურსის გამოყენება ?

·         რომელ სტანდარტებს აკმაყოფილებდა აღნიშნული რესურსი ?


·         რა აქტივობები იქნა გამოყენებული რესურსის შესაქმნელად?

·         მოხდა თუ არა საგანთა შორის ინტეგრირება ?

·         რამდენად დაძლევადი იყო ეს რესურსი ?

·         რა წვლილი შეიტანა სასწავლო რესურსმაშედეგების მირწევაში.

·         გაამართლა თუ არა მოლოდინები რესურსმა ?

·         როგორ მოახერხეს მოსწავლეებმა უნარების ინტეგრირება?


·         რას შევცვლიდი ?..

ინტეგრირებული გაკვეთილის (მათემატიკასა და ბუნებაში) შეფასებისა და თვითშეფასების სქემა

ინტეგრირებული გაკვეთილის შეფასებისა და თვითშეფასების სქემა
სკოლა: სსიპ ცაგერის რაიონის ,სოფელ ალპანის საჯარო სკოლა.
კლასი: მეექვსე
საგანი და თემა:  მათემატიკა და ბუნება.თემა: მოძრაობა და სიჩქარე.
გაკვეთილის დაგეგმვაში და ჩატარებაში მონაწილე პედაგოგები:ფატიმა ლეშკაშელი და მაკა ხვადაგიანი.
N
კრიტერიუმები
1
2
3
შენიშვნა
1
მოსწავლე გაეცნო გაკვეთილის სასწავლო მიზანს




2
გაკვეთილის მიზანში ჩანდა საგანთაშორისი ინტეგრაცია




3
აქტივობები მიზნის შესაბამისი იყო




4
მოსწავლეებს მიეცათ საშუალება ერთი საკითხი სხვადასხვა კუთხით შეესწავლათ და ისე მოეხდინათ სინთეზი




5
მოსწავლეებს მიეცათ  საკითხების შეჯამებაში წინარე ცოდნის გამოყენების საშუალება




6
მასწავლებელმა შეფასების კრიტერიუმები მიზნის და სტანდარტის მიხედვით შეადგინა







2015 წ.აპრილი

სასწავლო რესურსის ელექტრონული მისამართი

http://beqakesane.blogspot.com/2015/09/5_9.html

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა .ბუნებასა და მათემატიკაში.თემა,,მოძრაობა და სიჩქარე"

         ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა,, ბუნებასა და მათემატიკაში’’
თემა -,,მოძრაობა და სიჩქარე’’
საგანი/ინტეგრირებული საგნები--ბუნება,მათემატიკა
სწავლების საფეხური  ---I დაწყებითი საფეხური.    VI-კლასი.
მოსწავლეთა პროფილი--6 მოსწავლე
აქტუალობა-მოსწავლეებმა მოიძიონ  და მოიპოვონ ინფორმაცია სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმების გადაადგილების თავისებურებებზე.  მოძრაობებზე დაკვირვების შედეგად შეძლონ მონაცემების შეგროვება  და მათი ანალიზი და ინტერპრეტაცია. შეძლოს კომბინირება ბუნების საკითხებისა  და მათემატიკურ სიდიდეებს შორის  და გამოიყენოს პრაქტიკაში.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან რაზეა დამოკიდებული მოძრაობის დრო და სიჩქარე, შეძლებენ სიჩქარის  მათემატიკურ ფორმულირებას , მათ ირგვლივ მყოფი ცოცხალი ორგანიზმების სავარაუდო სიჩქარეზე მსჯელობას  და პრაქტიკულ გამოყენებას მათემატიკური ამოცანებისა და ტესტების ამოხსნისას,დიაგრამის წაკითხვას.შეძლოს ტექსტში  და დიაგრამაზე მოცემული ინფორმაციის ანალიზი  და შეფასება.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან;
ბუნება:VI.3.მოსწავლეს შეუძლია სხეულის მოძრაობის ტრაექტორიის დახასიათება,მის სიჩქარეზე მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
·         აღწერს  სხეულის  მოძრაობის  ტრაექტორიებს
(წრფივი,ტეხილი,მრუდწირული), ადარებს ერთმანეთს  და გამოხატავს  სქემატურად.
·         აკვირდება საკუთარ  მოძრაობას ,აგროვებს  მონაცემებს ( ზომავს განვლილ მანძილს  და დროის  შუალედს), აანალიზებს  მათ თანაფარდობას  და ახასიათებს  სიჩქარეს, როგორც  ფიზიკურ სიდიდე;
·         ატარებს მარტივ ცდებს  და ზომავს  სხვადასხვა სხეულის სიჩქარეს,შედეგებს  წარმოადგენს  სხვადასხვა  გამომსახველობითი  საშუალებით;
·         ადგენს სიჩქარის ერთეულებს   და მსჯელობს  მის ირგვლივ  არსებული სხეულების ( მაგ.ადამიანის ,ველოსიპედის ,ავტომობილის) სავარაუდო სიჩქარეებზე,ადარებს მათ.
მათემატიკა:VI.5.გამოსახავს ,განავრცობს და აღწერს სიდიდეებს შორის  დამოკიდებულებას.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
·         აღწერს რაიმე სიდიდის თანაბარ ადიციურ( მუდმივი სიდიდის მიმატებით/გამოკლებით მიღებულ) ცვლილებას( მათ შორის რეალურ  ვითარებაში)
·          მოცემული დამოკიდებულებისათვის  თვისებრივად  აღწერს ,თუ რა გავლენას ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება  მასზე დამოკიდებულ მეორე სიდიდეზე და სხვა  ატრიბუტებზე.
·         ერთი ცვლადის შემცველ მოცემულ ასოით გამოსახულებაში, სხვადასხვა რიცხვების  ჩასმით ავსებს ცვლადის  მნიშვნელობებსა  გამოსახულების  მნიშვნელობებს  შორის დამოკიდებულების  გამომსახველ ცხრილს, რომელშიც  ცვლადის  მნიშვნელობების  შესაბამისი სვეტი/სტრიქონი წინასწარაა შევსებული.
მათემატიკა:VI.6.პრობლემის გადასაჭრელად ადგენს ,ამარტივებს და იყენებს ალგებრულ გამოსახულებას.
შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე:
·         ადგენს რეალური ვითარების ან მისი სიტყვიერი აღწერის შესაბამის  ტოლობას ,უტოლობას ან განტოლებას.
მათემატიკა:VI.11.მოიპოვებს  დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო  თვისებრივ  და რაოდენობრივ მონაცემებს.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ირჩევს მონაცემთა შეგროვების  შესაფერის საშუალებას(დაკვირვება, გაზომვა, მონაცემთა  ამოკრება მოცემული ერთობლიობიდან)  და იყენებს  მას, ასაბუთებს  თავის არჩევანს.
საჭირო მასალა: სხვადასხვა ტრაექტორიის ამსახველი ფოტომასალა, სახელმძღვანელო, ფურცლები,წამზომი,სახაზავი,საათი,კომპიუტერი,პროექტორი,ავტოკალმები.
მოსწავლეთა  წინარე ცოდნა: მოსწავლეები არჩევენ ტრაექტორიის ტიპებს,იციან მანძილისა და დროის ერთეულები,გაზომვის საშუალებები,იცნობენ დიაგრამებს.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი:
v  მოსწავლეთა გამოწვევა: (10 წთ)
აქტივობა1.(მთელი კლასი)
  ,,გონებრივი  იერიშის’’ ფორმით მივმართავთ  განვლილი მასალის მონიტორინგს  და   ვსვამთ კითხვებს:
1.რა არის მოძრაობა  და ტრაექტორია?
2.როგორი ტრაექტორია არსებობს?(მოსწავლეებს ვთხოვთ დააკვირდნენ სურათებს და დააჯგუფონ და განსაზღვრონ  რომელი მოძრაობა რომელ ტრაექტორიას მიეკუთვნება?)
3.რას ნიშნავს განვლილი მანძილი? სიგრძის რომელ ერთეულებს იცნობენ და როგორი კავშირია მათ შორის? რა ასოთი აღინიშნება განვლილი მანძილი?
4.რომელი ასოთი აღინიშნება დრო ? ,დაასახელონ დროის ერთეულები და  განსაზღვრონ  დამოკიდებულება მათ შორის.
5.თითოეული სიდიდის-მანძილის ,დროის გასაზომად  რომელი ხელსაწყოები გამოიყენება?
v  ცოდნის კონსტრუირება/შინაარსის რეალიზება. (25წთ)
აქტივობა2.( წყვილებში)
   ახალი მასალის ახსნის დროს მოსწავლეებს ვთავაზობთ სურათებს  დააკვირდნენ მოცემული ობიექტებიდან რომელი უფრო სწრაფად მოძრაობს? რატომ? იმსჯელონ დამოკიდებულებაზე განვლილ მანძილსა და დროს შორის.აქვე განვსაზღვრავთ სიჩქარის მცნებას და მის მათემატიკურ ფორმულირებას .ვასრულებინებ სახელმძღვანელოში შემოთავაზებულ სამუშაოებს, სადაც  განსაზღვრავენ რომელი ცხოველი უფრო სწრაფად მოძრაობს და რომელი უფრო ნელა?
 აქტივობა 3 . ( მთელი კლასი)
    მოსწავლეებს ვთავაზობთ წინასწარ მომზადებულ სასწავლო რესურს სლაიდ შოუს სახით ,სადაც ამოცანები  შედგენილია კომბინირებული მასალის საფუძველზე. ბუნების საკითხი  მისადაგებულია მათემატიკურ ამოცანებს, რომელთა ამოხსნა  ითხოვს  კვლევა -ძიებას, მსჯელობას , ანალიზს  და  ხელს უწყობს შესაბამისი უნარების განვითარებას.
   
Ø  გამთლიანება/რეფლექსია. (10 წთ)
   აქტივობა 4.(ინდივიდუალურად)
    მასალის განმტკიცების მიზნით ბავშვებს ვთავაზობთ წინასწარ მომზადებულ ტესტურ დავალებას,რითაც გვინდოდა  გაგვეანალიზებინა როგორ აითვისეს მიწოდებული მასალა და როგორ გამოიყენებდნენ პრაქტიკულად,დავალების წარმატებით დაძლევა  მოგვცემს საფუძველს ვიფიქროთ,რომ გაკვეთილმა  ჩაიარა წამატებულად და ინტერგრირებულმა მეთოდმაც გაამართლა .
 საშინაო დავალება: თეორიული მასალა,,სიჩქარე“ .
 სავარჯიშოები ამოსახსნელად.




Wednesday, September 9, 2015

რესურსი შემაჯამებელი გაკვეთილისათვის .მათემატიკა და ,,ჩვენი საქართველო''მე-5 კლასი

რეფლექსია სასწავლო რესურსის.შემაჯამებელი გაკვეთილისათვის მათემატიკა და,, ჩვენი საქართველო'' მე-5 კლასი.

                  

                       რეფლექსია  რესურსის შემაჯამებელი გაკვეთილისათვის 5 კლასში.
                        მათემატიკა და ,,ჩვენი საქართველო’’
      რესურსის შედგენისას უნდა იქნეს გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები და ამოცანები.
    სხვადასხვა ტიპის უნარებზე აგებული სავარჯიშოების ინტეგრირებას სასწავლო მასალაში,რათა თანაბრად უზრუნველვყოთ თითეული მოსწავლის სწავლა მეტად მნიშვნელოვანია.სწავლების სხვადასხვა ეტაპზე მასწავლებელს სჭირდება გასცდეს სახელმძღვანელოს ჩარჩოებს,შექმნას სასწავლო რესურსი,გარკვეული სახის  დამატებითი მასალა,რომელიც მას დასჭირდება სწავლების ამა თუ იმ ეტაპზე.ის ემსახურება  ხელთ არსებული სახელმძღვანელოს გამდიდრებას.
         რესურსმა არ უნდა დაძაბოს მოსწავლე, ხელი შეუწყოს მის თვითრწმენას,სავარჯიშოები უნდა იყოს საინტერესო, გამომწვევი და დაძლევადი, რათა დაეხმაროს მოსწავლეს თვითშეფასებაში, უბიძგოს მათ, პასუხისმგებლობა აიღონ სწავლასა და პროგრესზე, განავითარონ და დახვეწონ სწავლის უნარები,მისი გამოყენებისას  ჩაუღრმავდნენ საკითხს. რესურსი იძლევა უნარების ინტეგრირების საშუალებას.მისი გამოყენებისას უნდა დაინტერესდეს მოსწავლე, გაუჩნდეს ინფორმაციის მოძიების სურვილი.
      ჩემ მიერ შემოთავაზებული რესურსის მიზანია განვლილი მასალის გამეორება,განმტკიცება.მიღებული ცოდნის გამოყენება,სწრაფი აზროვნების
ჩამოყალიბება,კავშირი საგნებს შორის.
           მათ.V.1..იყენებს რიცხვით სახელებს,პოზიციურ სისტემას   და ახდენს    ნატურალური რიცხვების კლასიფიკაციას.
Ø  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე : კითხულობს დიდ რიცხვებს  და განმარტავს ამ რიცხვის სახელს.
მათ.V.3 ასრულებს მოქმედებებს ნატურალურ რიცხვებზე
Ø  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
Ø  ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით ირჩევს და იყენებს ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებათა შესრულების ადექვატურ წესს.
           მათ. V.  6. ამოცანების ამოხსნისას შეადგენს და ამარტივებს ალგებრულ გამოსახულებებს.
v  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე ადგენს რეალური ვითარების  ან მისი სიტყვიერი აღწერის შესაბამის ტოლობას.
„ჩვენი საქართველო“   V.4
v  განმარტავს და იყენებს ქრონოლოგიურ
ერთეულებს.(წელიწადი,საუკუნე,ათასწლეული) და წელთაღრიცხვის სისტემას  (ძველი და ახალი  ერა ) 
ამ რესურსის შექმნა განაპირობა იდეამ, განლილი მასალის გამეორებისა და საგანთშორისი კავშირის მიზნით მომეძიებინა საკითხები „ ჩვენი საქართველოდან,“ სადაც იქნებოდა რიცხობრივი მონაცემი (თარიღის ან რაოდენობის ) და მათი გაანგარიშების მიზნით მიმესადაგებინა შესაბამისი მასალის ამოცანები,რომლებიც მოითხოვდნენ დამოუკიდებლად აზროვნებას, პრობლემის გადაწყვეტას.მეტი დაინტერესებისა და ხალისისათვის გავაფორმე ინტერნეტში მოძიებული შესაბამისი ისტორიული მასალის ფოტოებით. შევიმუშავეთ შეფასების  სქემა და პასუხების ფურცელი,სადაც  აფიქსირებდნენ პასუხებს  და შესაძლებლობა ეძლეოდათ თვითშეფასებისა.შევეცადე ,გამეტარებინა დამრიგებული ხასიათის მინიშნება,რომელიც დააფიქრებდათ.
ციფრული რესურსის ამ სახით მიწოდებამ  პოზიტიური განწყობა         შექმნა,განსაკუთრებით დაინტერესდნენ ისტორიული კადრებით და მასთან დაკავშირებული   ინფორმაციით,ამოცანებსაც მეტი ხალისით ასრულებდნენ,გაიმართა ჯანსაღი  მსჯელობა,იყო შემთხვევა, როცა ამოცანის ამოხსნამდე აფიქსირებდნენ პასუხს(,მასალა მათთვის ნაცნობი იყო,, ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილიდან.)
       შედეგად ხელი შეეწყო მსჯელობისა და ანალიზის უნარების განვითარებას,სწრაფი აზროვნებისა განვითარებას და პრაქტიკაში გამოყენებას,ურთიერთთანამშრომლობას.შეთავაზებულ დავალებებს კლასში 90%- მა თავი წარმატებით გაართვა.