Monday, January 29, 2018

თემა-წილადები და შერეული რიცხვების შედარება.

გაკვეთილის გეგმა თემაზე..წილადებისა და შერეული რიცხვების შედარება''

     გაკვეთილის თემა
წილადებისა და  შერეული რიცხვების შედარება
სწავლების საფეხური სტან-
დარტთან კავშირი
   პირველი საფეხური.  მათ .  მე-V.2
კითხულობს, გამოსახავს, აფასებს, ადარებს და ალაგებს წილადებს.
   შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე:
.კითხულობს და გამოსახავს ჩვეულებრივ/შერეულ წილადებს; უთითებს მათ ჩანაწერში წილადის მრიცხველს და მნიშვნელს/მთელ და წილად ნაწილებს.
.გამოსახავს ერთეულის ნაწილებს რიცხვით სხივზე და აღნიშნავს ტოლ ნაწილებს; ითვლის ასეთ ნაწილებს შესაბამისი  ბიჯით.
.ადარებს ორ წილადს, მათ შორის წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით.
.წერს შერეულ წილადს ,,არაწესიერი’’ წილადის სახით და პირიქით; ახდენს  წილადის ცნების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას და მსჯელობს მათ შორის კავშირზე. (წილადი ,როგორც ორი ნატურალური რიცხვის გაყოფის შედეგის ჩანაწერი ,ერთეულის ნაწილი, მთლიანი ჯგუფის ქვეჯგუფი და როგორც ,,რიცხვით ხაზზე’’ გარკვეული ნაწილი.
მოსწავლეთა პროფილი
მე-5 კლასი. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე  არის 1.
სასწავლო მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ წილადებისა და შერეული რიცხვების შედარების წესის   აღწერას-გაივარჯიშებენ მათ შედარებაში   გაერთმნიშვნელიანებისა და რიცხვითი სხივის საშუალებით, შეძლებენ ამ ცოდნისა და უნარების გამოყენებას პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.
წინარე ცოდნა
   
 . ბავშვებმა იციან წილადის არსი ,განსაზღვრავენ მრიცხველსა და მნიშვნელს.
.განასხვავებენ წესიერ და არაწესიერ წილადებს.
.არაწესიერ წილადებს ჩაწერენ შერეული წილადის სახით, გამოყოფენ მთელ და წილად ნაწილს.
.იცნობენ წილადის ძირითად თვისებას., ,ჯვარედინი წესი’’
.შეუძლიათ დაასახელონ წილადის ტოლი წილადები.
 .შეუძლიათ შეადარონ ნატურალური რიცხვები.
.იცნობენ რიცხვით სხივს.


შეფასების საგანი პროცედურე -ბი
    მასალაზე დაყრდნობით, მოსწავლეთა ჩართულობისა და მსჯელობის უნარების მონიტორინგისას გამოვიყენებ განმავითარებელ  (სიტყვიერ) და განმსაზღვრელ შეფასებას წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემის მიხედვით.
ტექნიკური საშუალებები
       სახელმძღვანელო, რვეული, დაფა. ცარცი.  ფურცლები ,რომლებზედაც წინდაწინ მომზადებული დავალებებია წარმოდგენილი.  პლაკატი-თვალსაჩინოება. მანიპულატივები. ისტ-ი.
მსვლელობა
     
        A)   მოსწავლეთა გამოწვევა-მოლოდინის განსაზღვრა-10-12 წთ.
       
      აქტივობა 1. დრო -10 წთ
      აქტივობის მიზანი:
    წინარე ცოდნის გააქტიურება გონებრივი იერიშის გზით, კითხვა-პასუხის რეჟიმში მასწავლებელი -მოსწავლე. მოსწავლეები გააქტიურებენ საჭირო წინარე ცოდნას.
  

   აქტივობის აღწერა:  
     მისალმების    შემდეგ ვახდენ  მოსწავლეთა მოტივაციას- განვაწყობ მოსწავლეებს წილადებსა და შერეულ  რიცხვებზე სასაუბროდ მცირე დისკუსიით: ყურადღებას გავამახვილებ წილადის კომპონენტებზე, წესიერ და არაწესიერი წილადების ცნებაზე. შერეულ რიცხვებზე, მის შემადგენელ კომპონენტებზე. გავიხსენებთ წილადის ძირითად თვისებას: რა მოუვა წილადს ,თუ მრიცხველსა და მნიშვნელს გავამრავლეთ ან გავყოფთ ერთსა და იმავე რიცხვზე. ,,ჯვარედინ წესს’’- რამდენიმე ტოლი წილადის მაგალითის დაფაზე განხილვით.
  მოსწავლეთა განწყობის შესაქმნელად , მოტივაციის ამაღლების მიზნით შევთავაზებ მომზადებულ რესურსს თემაზე-ტოლი წილადები, შერეული რიცხვები. თამაშს-,,ვის უნდა 1 მილიონი“  ( ინტერნეტ მისამართი-  "https://learningapps.org/watch?app=2037989
    ჩავრთავ სსსმ მოსწავლეს. ასევე გავიხსენებთ   რიცხვით სხივს-რა წესით გამოისახება რიცხვები მასზე, ორი რიცხვიდან რომელი მდებარეობს მარჯვნივ და რომელი მარცხნივ.
  
     ვახდენ წერითი დავალების( დანართი 1.) მონიტორინგს და შეფასების რუბრიკის მიხედვით საშინაო დავალების კომპონენტში  განმსაზღვრელ შეფასებას.
   N 1.კაფეში 5  ტოლ ნაწილად დაჭრილ ნამცხვარს  ყიდიან. თამარმა  8 ნაჭერი იყიდა. მარიამმა - 6.
  ა) ხაჭაპურის რა ნაწილია 1 ნაჭერი?
  ბ) ხაჭაპურის რა ნაწილი იყიდა თამარმა? მარიამმა?
  გ) რა ნაწილი იყიდა ორივემ ერთად?
გამოსახე წილადები შერეული რიცხვების სახით .
N 2. მონიშნე წერტილები რიცხვით სხივზე შესაბამისი კოორდინატებით A (15), B (19). რომელია უფრო მარჯვნივ? მარცხნივ?
N 3. ჩაწერე განაყოფი წილადის სახით. წილადი შერეული რიცხვის სახით.
  75: 24   ,      220:21 ,   45:14.
N4. რამდენი   წუთია 1 მთელი1/2 საათი, 2 მთელი 2/3 საათი? 3 მთელი 1/6 საათი? რამდენი საათია 2 მთელი და ¼ დღე-ღამე ?
N 5. გიგის რამდენიმე ათლარიანი აქვს, ნინოს ამდენივე ხუთლარიანი აქვს,    კესოს კი-ამდენივე ორლარიანი .გიორგის თანხის რა ნაწილს შეადგენს გოგონების ერთობლივი თანხა?          
  .

    B) ცოდნის კონსტრუირება-შინაარსის რეალიზება-20 წთ.
   აქტივობა 2 .  დრო-5-7 წთ

     აქტივობის მიზანი:
    მოსწავლის ჩართულობით წინარე ცოდნის უნარების გამოყენება წილადების ცოდნის წინასწარი შეფასების და დიფერენცირების მიზნით.
  მოსწავლეებს გავაცნობთ გაკვეთილის მიზანსა და შეფასების სქემას.
  
      აქტივობის აღწერა:
   
     ვთავაზობ წინდაწინ გამზადებულ რესურსს ,ვაძლევ დავალების შესასრულებლად სათანადო მითითებებს, რომლის მიხედვითაც მოვახდენ მოსწავლეთა დიფერენცირებას მზაობის მიხედვით დავაჯგუფებ სამეულებად.

     დანართი 2.

    მოსწავლეები შეფასდებიან  და სამეულებად შემთხვევითი შერჩევის გზით დაჯგუფდებიან ,კერძოდ,  პირველი სამეული  უფრო დაბალი შედეგებით,  მეორე სამეული კი მაღალი შედეგებით.
   აქტივობა 3. დრო-8-წთ
   აქტივობის მიზანი:
   წინარე ცოდნის გათვალისწინებით  წილადებისა და შერეული რიცხვების დემონსტრირება შედარების მიზნით.
   აქტივობის აღწერა: 
    სამეულებს ვთავაზობ შესაბამისი დონის დავალებებს,
          პირველი სამეული:
     დაჭრილ ფურცლებზე წარმოდგენილია სურათები, რომლებზედაც  სხვადასხვა ნაწილებია გაფერადებული. ცალკე  კი დაჭრილ ფურცლებზე წარმოდგენილია წილადები. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ  სურათს შეუსაბამონ შესაბამისი წილადი.
    უპასუხონ კითხვებს: რომელ სურათზეა გამოსახული მეტი ოდენობა?
   . გააკეთე შესაბამისი ჩანაწერი წილადების სახით.
  . გააკეთე დასკვნა:   ტოლმნიშვნელიანი წილადებიდან  რომელია მეტი?
    ნაკლები?
       მეორე სამეული:
   დაჭრილ ფურცლებზე გამოსახულია არაწესიერი წილადების შესაბამისი  გაფერადებული სურათები,  სხვა ფურცლებზე კი წარმოდგენილია არაწესიერი წილადები. მოსწავლეებმა სურათებს უნდა შეუსაბამონ არაწესიერი წილადები, რომლებიც ამავდროულად უნდა წარმოადგინონ შერეული რიცხვების სახით.
   უნდა უპასუხონ კითხვებს:
   . რომელ სურათზეა გამოსახული მეტი ოდენობა?
   . გააკეთე შესაბამისი ჩანაწერი წილადების სახით.
  . გააკეთე დასკვნა: შერეული  რიცხვებიდან რომელია მეტი?.
  ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას , აფასებენ ერთმანეთს და აკეთებენ თვითშეფასებას.
   აქტივობა 4.   დრო- 5 წთ
 აქტივობის მიზანი:
    რიცხვითი სხივის საშუალებით წილადების შედარების უნარების გამომუშავება.
 აქტივობის აღწერა:
     დაფაზე  თვალსაჩინოდ ვაჩვენებ რიცხვით სხივს, მოსწავლეთა ჩართულობით მასზე შევარჩევთ ერთეულ მონაკვეთს, რომელსაც დავყოფთ შეთანხმებით ტოლ ნაწილებად, მაგ:3 ტოლ ნაწილად და სხივზე გადავზომავთ რამდენჯერმე  მესამედის ტოლ ნაწილებს და გამოვსახავთ  წერტილების  შესაბამის  კოორდინატებს წილადების სახით.
     ვმსჯელობთ ,რომელი წერტილია სათავესთან ახლოს ,რომელი წილადია მისი შესაბამისი და ვადარებთ სხვა წერტილის კოორდინატს. ვაკეთებთ დასკვნას:
  რიცხვით სხივზე სად მდებარეობს ორი წილადიდან უფრო მეტი წილადი? და პირიქით ,თუ წილადის შესაბამისი წერტილი მარჯვნივაა, მეორე წერტილის შესაბამის წილადზე ,მაშინ რომელია მეტი? ნაკლები?
    აქტივობა 5.   დრო 3 წთ
    აქტივობის მიზანი:
      მანიპულატივების საშუალებით სხვადასხვამნიშვნელიანი  წილადების შედარების უნარის განვითარების ხელშეწყობა.
   აქტივობის აღწერა:
     მოსწავლეებს ვაწვდი მანიპულატივებს ,,თვალსაჩინოებას’’ რომელზედაც გამოსახულია მთელი დაყოფილი  სხვადასხვა ნაწილებად ჰორიზონტალურ მართკუთხედებში - ნახევრებად, მესამედებად, მეოთხედებად და ა, შ ,მოსწავლეებმა უნდა ისარგებლონ მანიპულატივები ადარებენ სხვადასხვამნიშვნელიან წილადებს .მაგ: 1/2 და 1/4,   2/3 და 6/9 .8/9 და 11/12.  ვამახვილებთ განსაკუთრებულ ყურადღებას ბოლო წილადების მსგავს წილადების შედარებაზე თვალსაჩინოების -პლაკატის გამოყენებით.
  მოსწავლეები  რვეულში ასრულებენ შესაბამის ჩანაწერებს.


     C) გამთლიანება- რეფლექსია   10 წ თ.
         აქტივობა 6. დრო 7 წ თ
    აქტივობის მიზანი:
    მონიტორინგი როგორ მოახერხებენ მოსწავლეები შეძენილი ცოდნის გამოყენებას პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.
    აქტივობის აღწერა:
  მასალის განმტკიცების მიზნით განვიხილავთ სახელმძღვანელოში შემოთავაზებულ სავარჯიშოებს. მაგ:
.შეადარე რიცხვები: 2/5  და  4/5,  1/2  და  5/10. რიცხვით სხივზე რომელია მარჯვნივ?
. თუ a ნატურალური რიცხვია და a/9>2/9 მაშინ რისი   ტოლია a ?
. დაალაგე ზრდის მიხედვით  წილადები 2/3, 1/3, 12/4.
.გიოს სახლიდან სკოლამდე 8 კმ-ია. მან გაიარა 3  კმ .გზის რა ნაწილი გაიარა გიომ?

.შეიძლება თუ არა  დავასახელოთ წილადი ,რომელიც მეტია 1/4  -ზე და ნაკლებია 2/4 -ზე?
     სსსმ მოსწავლე ასრულებს ინდივიდუალურად მისთვის მომზადებულ დავალებას .
    .შეადარე: 3/4 და 2/4,   5/7და 8/7,  1/3 და 2/6.
    .რიცხვით სხივზე  2 მთელი 4/5 -ია მარჯვნივ თუ 2 მთელი 2/5? რომელია სათავესთან უფრო ახლოს 3 მთელი 1/3    თუ 5 მთელი 4/7 ?
 .  რიცხვით სხივზე მონიშნე წერტილები, რომლებიც შეესაბამება 1/5, 3/5,   7/5.  რომელია ყველაზე მეტი?( ერთეულის ტოლი მონაკვეთად ჩათვალე რვეულის 5 უჯრა.)
     მოსწავლეები პასუხობენ სლაიდზე განთავსებულ კითხვებს  ,,გონებრივი იერიშის ფორმით“.
  . ტოლმნიშვნელიანი წილადებიდან რომელია მეტი?
  .თუ შერეული რიცხვების მთელი ნაწილები ტოლია, როგორ გავიგოთ რომელია მეტი?
. შერეული წილადებიდან რომელია მეტი?
 .რიცხვით სხივზე სათავესთან ახლოს ნაკლები წილადია თუ მეტი?
     ვაფასებ მოსწავლეებს შემუშავებული შეფასების სქემის მიხედვით და ვაძლევ საშინაო დავალებას.
   სახელმძღვანელოდან -მათემატიკა V კლასი. გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე და სხვები.  გვ. 180-181 .N_N  1,2,5,7,8,10.






შეფასების სქემა
კრიტერიუმები
1-3
4-5-6
7-8
9-10
საშინაო დავალების შესრულება
არ აქვს დავალება შესრულებული
არაა სრულყოფილი
დავალება, ვერ ასაბუთებს.
შესრულებუ-ლია მცირე ხარვეზით
 დავალება
სრულყოფილია
მოსწავლის ჩართულობა საკლასო აქტივობებში ,მსჯელობისა და დასკვნების უნარების გამოყენება პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტისას.
 ვერ აქტიურობს, ვერ მსჯელობს
ნაკლებად აქტიურია
 აქტიურია, მსჯელობისას უშვებს შეცდომებს

აქტიურად ჩართულია, სწორად მსჯელობს
ერთმნიშვნელიანი წილადებისა და შერეული რიცხვების შედარების წესის განსაზღვრა სურათების გამოყენებით
ვერ განსაზღვრავს
ახერხებს  ხარვეზებით
განსაზღვრავს მცირეოდენი შეცდომებით
 განსაზღვრავს
უშეცდომოდ
რიცხვით სხივის საშუალებით  წილადებისა და შერეული რიცხვების გამოსახვა და შედარება.
ვერ  ახერხებს
ორიენტირებას
რიცხვით სხივზე
ნაწილობრივ
ახერხებს წილადებისა და შერეული რიცხვების გამოსახვას და შედარებას.
ახერხებს მაგრამ, არა სრულყოფილად
რიცხვით სხვზე  ახერხებს წილადებისა და შერეული რიცხვების გამოსახვას და ორიენტირებას სრულყოფილად.