რეფლექსია რესურსის შემაჯამებელი
გაკვეთილისათვის 5 კლასში.
მათემატიკა და ,,ჩვენი საქართველო’’
რესურსის შედგენისას უნდა იქნეს გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის
მიზნები და ამოცანები.
სხვადასხვა
ტიპის უნარებზე აგებული სავარჯიშოების ინტეგრირებას სასწავლო მასალაში,რათა თანაბრად
უზრუნველვყოთ თითეული მოსწავლის სწავლა მეტად მნიშვნელოვანია.სწავლების სხვადასხვა
ეტაპზე მასწავლებელს სჭირდება გასცდეს სახელმძღვანელოს ჩარჩოებს,შექმნას სასწავლო რესურსი,გარკვეული
სახის დამატებითი მასალა,რომელიც მას დასჭირდება
სწავლების ამა თუ იმ ეტაპზე.ის ემსახურება
ხელთ არსებული სახელმძღვანელოს გამდიდრებას.
რესურსმა არ უნდა დაძაბოს მოსწავლე, ხელი
შეუწყოს მის თვითრწმენას,სავარჯიშოები უნდა იყოს საინტერესო, გამომწვევი და დაძლევადი,
რათა დაეხმაროს
მოსწავლეს თვითშეფასებაში, უბიძგოს მათ, პასუხისმგებლობა აიღონ სწავლასა და პროგრესზე,
განავითარონ და დახვეწონ სწავლის უნარები,მისი გამოყენებისას ჩაუღრმავდნენ საკითხს. რესურსი იძლევა უნარების
ინტეგრირების საშუალებას.მისი გამოყენებისას უნდა დაინტერესდეს მოსწავლე, გაუჩნდეს
ინფორმაციის მოძიების სურვილი.
ჩემ მიერ შემოთავაზებული რესურსის მიზანია განვლილი მასალის გამეორება,განმტკიცება.მიღებული
ცოდნის გამოყენება,სწრაფი აზროვნების
ჩამოყალიბება,კავშირი საგნებს შორის.
ჩამოყალიბება,კავშირი საგნებს შორის.
მათ.V.1..იყენებს რიცხვით სახელებს,პოზიციურ
სისტემას და ახდენს ნატურალური რიცხვების კლასიფიკაციას.
Ø შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე : კითხულობს დიდ რიცხვებს და განმარტავს
ამ რიცხვის სახელს.
მათ.V.3 ასრულებს მოქმედებებს ნატურალურ რიცხვებზე
Ø შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე
Ø ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით
ირჩევს და იყენებს ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებათა შესრულების ადექვატურ წესს.
მათ. V.
6. ამოცანების ამოხსნისას შეადგენს და ამარტივებს ალგებრულ გამოსახულებებს.
v შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე ადგენს რეალური ვითარების ან მისი
სიტყვიერი აღწერის შესაბამის ტოლობას.
„ჩვენი საქართველო“ V.4
„ჩვენი საქართველო“ V.4
v განმარტავს და იყენებს ქრონოლოგიურ
ერთეულებს.(წელიწადი,საუკუნე,ათასწლეული) და წელთაღრიცხვის სისტემას (ძველი და ახალი ერა )
ამ რესურსის შექმნა განაპირობა იდეამ, განლილი მასალის გამეორებისა და საგანთშორისი
კავშირის მიზნით მომეძიებინა საკითხები „ ჩვენი საქართველოდან,“ სადაც იქნებოდა რიცხობრივი
მონაცემი (თარიღის ან რაოდენობის ) და მათი გაანგარიშების მიზნით მიმესადაგებინა შესაბამისი
მასალის ამოცანები,რომლებიც მოითხოვდნენ დამოუკიდებლად აზროვნებას, პრობლემის გადაწყვეტას.მეტი
დაინტერესებისა და ხალისისათვის გავაფორმე ინტერნეტში მოძიებული შესაბამისი ისტორიული
მასალის ფოტოებით. შევიმუშავეთ შეფასების სქემა
და პასუხების ფურცელი,სადაც აფიქსირებდნენ
პასუხებს და შესაძლებლობა ეძლეოდათ თვითშეფასებისა.შევეცადე
,გამეტარებინა დამრიგებული ხასიათის მინიშნება,რომელიც დააფიქრებდათ.
ციფრული რესურსის ამ სახით მიწოდებამ პოზიტიური განწყობა შექმნა,განსაკუთრებით დაინტერესდნენ ისტორიული
კადრებით და მასთან დაკავშირებული ინფორმაციით,ამოცანებსაც
მეტი ხალისით ასრულებდნენ,გაიმართა ჯანსაღი
მსჯელობა,იყო შემთხვევა, როცა ამოცანის ამოხსნამდე აფიქსირებდნენ პასუხს(,მასალა
მათთვის ნაცნობი იყო,, ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილიდან.)
შედეგად ხელი შეეწყო მსჯელობისა და ანალიზის უნარების განვითარებას,სწრაფი აზროვნებისა
განვითარებას და პრაქტიკაში გამოყენებას,ურთიერთთანამშრომლობას.შეთავაზებულ დავალებებს
კლასში 90%- მა თავი წარმატებით გაართვა.
No comments:
Post a Comment