Thursday, June 22, 2017

ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი პროგრამის რეფლექსია

          ალპანის საჯარო სკოლის დ/კლასების მათემატიკის მასწავლებლის, ფატიმა ლეშკაშელის დამატებითი გაკვეთილების ,რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მომზადებას სასწავლო  ოლიმპიადებისათვის
                            რეფლექსია
    რეფლექსიის გამოყენება და მისი ანალიზი მასწავლებელს ეხმარება, უფრო ეფექტიანად დაგეგმოს ახალი სამუშაო; მუშაობის პროცესში გამოვლენილი სუსტი მხარეები კი, შეუძლია გამოასწოროს ახალ სასწავლო წელს, ახალ თემასა თუ პროექტზე მუშაობისას, ხოლო ძლიერი, კიდევ  უფრო გააძლიეროს და დანერგოს.
    რეფლექსია ეხმარება მასწავლებელს, გაზომოს საკუთარი წინსვლა, მოაგვაროს არა მარტო ხილული პრობლემები, არამედ ის პრობლემებიც აღმოაჩინოს და გადაჭრას, რომელთა არსებობა არც კი ჰქონდა გათვითცნობიერებული რეფლექსიის გაკეთებამდე.
      აზრი იმის შესახებ ,რომ დამეგეგმა დამატებითი გაკვეთილები მოსწავლეთა მოსამზადებლად სასკოლო ოლიმპიადებისათვის გამიჩნდა იმის შემდეგ ,როცა ჩემი მოსწავლეების უნარები და შესაძლებლობები შევაფასე. მოტივაცია იყო მათთვისაც, დაინტერესება და მხარდაჭერა მშობლებისგანაც ,რისთვისაც მადლობელი ვარ მათი,
   მას ასე, შევთანხმდით დიდი ინტერესით და მონდომებით გამოვნახავდით დროს გაკვეთილების შემდეგ და დამატებით, ღრმად ჩავწვდებოდით და გავაფართოებდით გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას საინტერესო აქტივობებითა და სააზროვნო ამოცანებით.
    შევიმუშავე  პროგრამა,(რომელიც თან ერთვის რეფლექსიას) როგორ და რა ვადებში, რა რესურსებითა და სწავლების ორგანიზების ფორმატში ვიმუშავებდი პატარებთან . შევიმუშავეთ ქცევის წესები, რომელთა დაცვა უზრუნველყოფდა ეფექტურ მუშაობას და საკლასო გარემოს ორგანიზებას. მოსწავლეები ხომ განსაკუთრებული მოწიწებით ასრულებენ მათი ჩართულობით შექმნილ აქტივობებს. ვმუშაობდით გუნდურად, ჯგუფურად, ინდივიდუალურად. მოვიძიე რესურსები ,სახელმძღვანელოები ,დამხმარე ლიტერატურა. გასული წლების სხვადასხვა ოლიმპიადების ნიმუშები. დავგეგმეთ როგორი აქტივობებით ჩავატარებდით თითოეულ შეხვედრას.
    საინტერესო და შემოქმედებითი იყო შეხვედრები განსაკუთრებით სახალისო და ლოგიკურ ამოცანებზე მუშაობა მოსწონდათ. გამოიკვეთა სუსტი და ძლიერი მხარეები. უფრო ადვილად მუშაობდნენ ერთმოქმედებიანი ამოცანების ამოხსნისას და  მაგალითებზე მოქმედებების შესრულებას რომ გულისხმობდა.  შედარებით სირთულეს წავაწყდით რთული და სააზროვნო  ამოცანების ამოხსნისას, რომელიც დამატებით ახსნას და ჩართულობას მოითხოვდა. აქ კი ინტერნეტი გვიწევდა ეფექტურ დახმარებას. კინგსის, ევერესტის, კენგურუს გასული წლების ოლიმპიადების  მრავალფეროვანი  ტესტების ნიმუშები. ხანის აკადემიის ვიდეო ჩართვები, ჩვენს მიერ  შექმნილი რესურსები საშუალებას გვაძლევდა პრობლემები დაგვეძლია.
  ბოლო შემაჯამებელ  მეცადინეობაზე კი დროის გათვალისწინებით შევეცადე შემექმნა იმიტაცია ოლიმპიადისა ,მოსწავლეებს დაურიგდათ შერჩეული ამოცანების ანალოგიური სამუშაო და დამოუკიდებლად მუშაობის შემდეგ მოსინჯეს შესაძლებლობები.
შედეგი იყო საკმაოდ მაღალი და უნდა ავღნიშნო სიამაყით და კმაყოფილებით, რომ მათ ანალოგიური მაღალი შედეგები აჩვენეს პირველ ტურზე. სამი მოსწავლიდან ქეთი ფრუიძემ  მაქსიმალური ქულა დააგროვა, და ხოლო დანარჩენებმა კი 40 დან 30-30.ვუნდერკინგსის ტურიც წარმატებით გადალახეს.
  მეორე ტურზე არანაკლებ დამაჯერებელი იყო შედეგები და ფინალშიდაც გავედით. ოქტომბერში შესაბამის დიპლომებს ველოდებით.
  ამ დამატებითი მეცადინეობის წყალობით მე, როგორც მასწავლებელმა შევიძინე გარკვეული გამოცდილება და ჩემმა პატარა მეგობრებმა შეძლეს სოციალური ადაპტაცია, ხელი შეეწყოთ დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებაში, კომუნიკაციის, მეგობრობის ,გულშემატკივრობის  თვისებების გამოვლენას და განვითარებას. გამოიკვეთა მათი შემოქმედებითი უნარები. მომავალში ასეთი მეცადინეობებისას გავითვალისწინებ ისეთ აქტივობებს, სადაც მათი შემოქმედებით უნარებს წარმოვაჩენ.(ხატვას, შლილების დამზადებას, ძერწვას, აგებას და  ა. შ.)
     ფინალურმა ტურმა კიდე ერთხელ დამაჯერა დამატებითი მუშაობის ეფექტურობაში, გამოიკვეთა  ისეთი საკითხები, რომლებზედაც  კიდე მეტ ყურადღებას გავამახვილებდი თავიდან რომ ვიწყებდე მუშაობას. თუმცა აუცილებლად გავითვალისწინებ მომავალში.
    ვთვლი, რომ გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები შევასრულე. ჩემი მერცხლების წარმატება და სიხარული ჩემი სიხარულია. გაიზარდა მათი ინტერესები და მოტივაცია. მიზნად დაისახეს მომავალში უკვე გამოცდილებით(უნდა ავღნიშნო რომ პირველად მიიღეს მონაწილეობა და გასცდნენ საკუთარი  კლასის გარემოს) და მეტი ცოდნით შეიარაღებულები აქტიურად ჩაერთვებიან მომავალ სასწავლო წლიდან დაგეგმილ ოლიმპიადებში .
    რეფლექსური უნარები მასწავლებელს საშუალებას აძლევს, საკუთარი თავი გამოიყენოს როგორც რესურსი პროფესიული განვითარებისთვის.  როგორც ზიგმუნდ ფროიდი  წერდა:  „ერთადერთი ადამიანი, ვისაც თავი უნდა შეადაროთ, არის ის, ვინც იყავით ადრე და ერთადერთი ადამიანი, ვისზე უკეთესიც უნდა იყოთ, ეს არის ის, ვინც ხართ ახლა“.



პროგრამა ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი





კონკურსებისათვის/ოლიმპიადებისათვის/
შეჯიბრებებისათვის
მოსწავლეების მომზადება




სკოლის  დასახელება
სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლა
პროგრამის დასახელება
მათემატიკა -კლასგარეშე საქმიანობა-
კონკურსებისათვის/ოლიმპიადებისათვის/
შეჯიბრებებისათვის
მოსწავლეების მომზადება
პროგრამის ტიპი
კლასგარეშე დამატებითი საქმიანობა მოსწავლეების (მე-3 კლასი)  ჯგუფთან
პროგრამის ხანგრძლივობა
3  -4 თვე (იანვარი-აპრილი)
სწავლების ენა
ქართული
პროგრამის შემუშავების თარიღი და განახლების საკითხი
პროგრამა შემუშავებულია 2017 წელს. განახლებადია ყოველ სასწავლო წელს მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად.
პროგრამაზე დაშვების მოთხოვნები, წინაპირობები
v  მოსწავლეების მოთხოვნილებები, ინტერესები და ინდივიდუალური შესაძლებლობები;
v  კონკურსებისათვის/ოლიმპიადებისათვის/შეჯიბრებებისათვის მოსწავლეების მომზადება;
პროგრამის  მიზნები და ამოცანები
·         მოსწავლეთა აკადემიური და ინტელექტუალური უნარების  განვითარების ხელშეწყობა;
·         მოსწავლეთა სოციალური ურთიერთობების განვითარების გაუმჯობესება.
·         ტექნოლოგიური შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი:
·         საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების განვითარება და მათი  რეალიზება;
·         მოსწავლეებისათვის აზროვნების უნარის განვითარება;
·         დამოუკიდებელი უნარების განვითარების ხელშეწყობა;
·         ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარის განვითარება.
·         დროის მართვა ეფექტურად.
·         მოტივაციის ამაღლება.




ძირითადი უნარ-ჩვევები, რომელთა გამომუშავებასაც ხელს უწყობს პროგრამა:

1.    მსჯელობა-დასაბუთების უნარი
·           ვარაუდის გამოთქმა;
·           პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა.
·           არჩეული სტრატეგიის უპირატესობის და გამოყენების  განხილვა;
·           მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიანობის დადგენა;

2. კომუნიკაცია
·           ტერმინების, აღნიშვნებისა და სიმბოლოების კორექტულად გამოყენება;
·           სხვადასხვა გზით წარმოდგენილი ინფორმაცის ერთმანეთთან დაკავშირება, მსჯელობა სხვასთან ერთად დასკვნების გამოტანა.

3. მოდელირება
·         ფიგურების და ობიექტების ზომების, აგრეთვე მათ შორის მანძილების, მასის, ტემპერატურის და დროის გასაზომად გზებისა და მეთოდების პოვნა და გამოყენება;
·         ყოველდღიურ ცხოვრებაში მათემატიკური ობიექტებისა და პროცესების შემჩნევა და მათი თვისებების გამოყენება პრაქტიკული (ყოფითი) ამოცანების გადაჭრისას;
·         ამოცანის შინაარსის აღქმა, ამოცანის მონაცემებისა და საძიებელი სიდიდეების გააზრება-გამიჯვნა;
·         კომპლექსური (რთული) პრობლემის საფეხურებად, მარტივ ამოცანებად დაყოფა და ეტაპობრივად გადაჭრა (ამოხსნა);
·         დამხმარე ტექნიკური საშუალებებისა და ტექნოლოგიების  გამოყენება.


4. დამოკიდებულება
·                  თანამშრომლობა ჯგუფური  თუ წყვილებში სამუშაოების შესრულებისას;
·                  კორექტულობა მასწავლებელთან და მეგობრებთან მიმართებაში;
·                  დროის ფასის რეგულირება.
·                  სამუშაოს ორგანიზებისა ,დაგეგმვის ხერხებისა და მეთოდების ფლობა.

პროგრამაში გამოყოფილი მიმართულებები
·         1.რიცხვები და მოქმედებები;
·         2.გეომეტრია და სივრცის აღქმა;
·         3.მონაცემთა ანალიზი, სტატისტიკა და ალბათობა;
·         4.კანონზომიერებები და ალგებრა.საგნობრივ პროგრამაში გამოყოფილია ოთხი მიმართულება
მიმართულების ძირითადი მიზნები
·         მიმართულების 1.1
·          
·         1. რიცხვები და მოქმედებები;
·         ,,რიცხვის შეგრძნების განვითარება
·        არითმეტიკული მოქმედებების ადეკვატურად გამოყენების უნარის ჩამოყალიბება; არითმეტიკული მოქმედებების თვისებებისა და მათ შორის კავშირების გააზრება; არითმეტიკული მოქმედებების თვისებების, შედეგისა და რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასების უნარის განვითარება.
·        ათობითი პოზიციური სისტემის სრულყოფილად  გაგება;
·        სამნიშნა რიცხვებზე მოქმედებების შესრულების გამოყენების უნარი;

მოყალი
ბ2.2.  გეომეტრია და სივრცის აღქმა;
·         გეომეტრიული ობიექტების ურთიერთგანლაგების აღწერისა და დემონსტრირების უნარის განვითარება;
·         გეომეტრიულ ობიექტთა კომპონენტების ამოცნობისა და მათი ურთიერთმიმართების აღწერის უნარის განვითარება;
·         ფიგურათა დაჯგუფების, სიტყვიერი აღწერილობის მიხედვით ფიგურის ამოცნობისა და მისი მოდელის შექმნის უნარის განვითარება.

3. კანონზომიერებები და ალგებრა
·         მარტივი კანონზომიერებებისა და სიდიდეებს შორის დამოკიდებულების ამოცნობის უნარის განვითარება;
·         არითმეტიკული ოპერაციების თვისებების და ასოითი აღნიშვნების გამოყენების შესწავლა.

·         4. მონაცემთა ანალიზი, სტატისტიკა და ალბათობა;

·        აღწერითი სტატისტიკის ელემენტებს – თვისობრივ და დისკრეტულ რაოდენობრივ მონაცემთა შეგროვების, მოწესრიგების, წარმოდგენისა და ინტერპრეტაციის საშუალებებს გაცნობა შესწავლა;
იზნები
სწავლების მეთოდები და სტრატეგიები

·            ინდივიდუალური მუშაობა;
·            წყვილებში მუშაობა;
·            ჯგუფური მუშაობა;
·            ურთიერთსწავლება.
·            ინფორმაციის მოპოვება ორგანიზება.
·            შეჯამება და დასკვნების გამოტანა,
·            ჩანაწერების გაკეთება,
·            ტესტირება (როგორც ცოდნის შემოწმების მეთოდი);
·            თანატოლთა შეფასება;
·            გონებრივი იერიში
·            ბარათებით მუშაობა;

პროგრამის შინაარსი მიმართულებების მიხედვით:
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები  შეძლებენ:

      1. რიცხვები და მოქმედებები:
ü  ნატურალური  რიცხვების პოზიციური სისტემის გამოყენებით წაკითხვას,გამოსახვას ,შედარებას და დალაგებას ზრდადობა -კლებადობის მიხედვით.
ü  მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვების დასახელებას გარკვეული ბიჯით.
ü  შეკრება-გამოკლების ადეკვატური ხერხის გამოყენებას.( გადახტომით ,თანრიგების შესაბამისი ბიჯით_ზეპირი ანგარიშისას).
ü  შეკრების, გამოკლების ან გამრავლების შემცველი გამოსახულებები და მათი თვისებებს;
ü  უცნობი კომპონენტის პოვნას სხვადასხვა მაგალითებში.
შინაარსი:
1.ნატურალური რიცხვები.
2.ათობითი პოზიციური სისტემის დემონსტრირება და გამოყენება
3.არითმეტიკული მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზე.
4.რიცხვების გამოყენება.

2.გეომეტრია და სივრცის აღქმა.
ü  გეომეტრიულ ფიგურებს ამოიცნობენ და აღწერენ ირგვლივ,არქიტექტურულ ნიმუშებში.
ü  შექმნიან ბრტყელი ფიგურების გრაფიკულ გამოსახულებებს და მოდელებს.
ü  იპოვიან საგანთა და ფიგურათა წრფივ ზომებს.
ü  აფიქსირებს გაზომვის სედეგებს სხვადასხვა სტანდარტულ ერთეულებში.
შინაარსი:
1.სივრცული ფიგურები კუბი,პარალელეპიპედი,პირამიდა,სფერო.
2.სივრცული ფიგურების ელემენნტები:წვერო,წიბო.წახნაგი.
3.ფიგურის წრფივი ზომები,საზომი ხელსაწყოები და სიგრძის საზომი ერთეულები:მეტრი,დეციმეტრი,სანტიმეტრი.

  .3. კანონზომიერება და ალგებრა.
ü  წარმოადგენს ,ადარებს და იკვლევს საგნების  და ნახატების /ფიგურების პერიოდულ განლაგებებს.(მიმდევრობებს)
ü  გამოყოფს მიმდევრობის პერიოდს,ქმნის მსგავსს.
ü  განავრცობს ,გამოსახავს და იკვლევს საგნებს შორის მოცემულ შესაბამისობას.
ü  მოცემული სესაბამისობის მიხედვით ავსებს ცხრილს.
ü  ადგენს და ხსნის პრობლებლემის გადასაჭრელად გამოსახულებას.
შინაარსი:
1.საგნების ,ნახატების ან ფიგურების საშუალებიტ წარმოდგენილი პერიოდული მიმდევრობები და მათი პერიოდი.
2.შესაბამისობები საგნებს შორის,საგნებსა და მათ ატრიბუტებს შორის.შესაბამისობის გამოსახვა ცხრილების საშუალებით.მოცემული შესაბამისობისათვის წინა სახე.
3.შეკრებისა და გამოკლების სმცველიმთელრიცხოვანიგამოსახულებები და მათი ეკვივალენტობა.
4.ერთი უცნობი კომპონენტისა და შეკრების/გამოკლების,გამრავლება/გაყოფის მოქმედების შემცველი მთელრიცხოვანი ტოლობები.
4.მონაცემთა ანალიზი ,ალბათობა და სტატისტიკა.
ü  აგროვებს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან დაკავშირებით
ü  ირჩევს მონაცემთა შეგროვების შესაბამის საშუალებას და იყენებს მას.
ü  აჯგუფებს მონაცემებს არაუმეტეს ორი ნიშნით და ასახელებს ამ ნიშნებს.
ü  ახასიათებს დაჯგუფებულ თვისობრივ მონაცემთა ერთობლიობას.
შინაარსი


1 .თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა სეგროვების საშუალებანი
გაზომვა ,დაკვირვება ,გამოკითხვა.
მონაცემთა ამოკრება წაკითხული ტექსტიდან.
2.თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ორგანიზაცია.
3.მონაცემთა მოწესრიგებული ერთობლიობების რაოდენობრივი და თვისებრივი ნიშნები.
4.მონაცემთა წარმოდგენის საშუალებები რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემებისატვის(ცხრილი,პიქტოგრამა)


განსახორციელებელი აქტივობები

N
თემა
მიზანი
აქტივობა
რესურსი
დრო
1.
რიცხვები და მოქმედებები
მათ.III.1.გამოსახავს ადარებს და ალაგებს ნატურალურ რიცხვებს პოზიციური სისტემის გამოყენებით.
მათ.III.2.იყენებს შეკრება-გამოკლების მოქმედებათა შესრულების რომელიმე ხერხს.
მათ.III.3.ასრულებს გამრავლება გაყოფის მოქმედებებს და აკავშირებს მათ შეკრება- გამოკლებასთან და ერთმანეთთან.
მათ. III.4.წყვეტს გამოთვლებთან ,თვლასთან და შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
აქტივობა1.
გასული წლების ოლიმპიადის ნიმუშების შესაბამისი თემის ტიპური სავარჯიშოების განხილვა.
აქტივობა.2.
ინტერნეტ რესურსით მოძიება და მსჯელობა შესაბამის თეორიულ მასალასთან დაკავშირებით.ხანის აკადემია.skoool.com.google.com..
აქტივობა 3.
მასალის განმტკიცების მიზნით მრავალფეროვანი მაგალითების,ამოცანების და სავარჯიშოების ამოხსნა.ინდივიდუალურად,წყვილებსა თუ ჯგუფში დავალების ტიპიდან გამომდინარე,საჭირო სკაფოლდინგის გათვალისწინებით.
 აქტივობა 4.
საშინაო დავალება.
დაფა,ცარცი,ისტი,G-preid-ის ფოკუსირებული ტესტები შესაბამის თემაზე.გასული წლების ნიმუშები სხვადასხვა ოლიმპიადებიდან:kings.ge.everest.ge.
skoool.com.
რუხაძის დახმარე სავარჯიშოები.
გოგიშვილი ....სახელმძღვანე
ლო.
17.01.207




24.01.2017




31.01.2017
2.
კანონზომიერება და ალგებრა
მათ.III.5.წარმოადგენს ,ადარებს და იკვლევს საგნების და ნახატების /ფიგურების პერიოდულ განლაგებებს.(მიმდევრობებს)
მათ.III.6. განავრცობს ,გამოსახავს და იკვლევს საგნებს სორის ან საგნებსა და მათ ატრიბუტებს შორის მოცემულ შესაბამისობას.
მათ.III.7.პრობლემის გადასაჭრელად ადგენ და იყენებს რიცხვით გამოსახულების შემცველ ტოლობას.

აქტივობა1.
გასული წლების ოლიმპიადის ნიმუშების შესაბამისი თემის ტიპური სავარჯიშოების განხილვა.
აქტივობა.2.
ინტერნეტ რესურსით მოძიება და მსჯელობა შესაბამის თეორიულ მასალასთან დაკავშირებით.ხანის აკადემია.skoool.com.google.com..
აქტივობა 3.
მასალის განმტკიცების მიზნით მრავალფეროვანი მაგალითების,ამოცანების და სავარჯიშოების ამოხსნა.ინდივიდუალურად,წყვილებსა თუ ჯგუფში დავალების ტიპიდან გამომდინარე,საჭირო სკაფოლდინგის გათვალისწინებით.
 აქტივობა 4.
საშინაო დავალება.
დაფა,ცარცი,ისტი,G-preid-ის ფოკუსირებული ტესტები შესაბამის თემაზე.გასული წლების ნიმუშები სხვადასხვა ოლიმპიადებიდან:kings.ge.everest.ge.
skoool.com.
რუხაძის დახმარე სავარჯიშოები.
გოგიშვილი ....სახელმძღვანე
ლო. მსგავსი საგნები,ფიგურები.

4.04.2017


10.04.2017



17.02.2017
3.
გეომეტრია და სივრცის აღქმა

მათ.III.8.ამოიცნოს და აღწერს გეომეტრიულ ფიგურებს.
მათ.III.9.ქმნის ბრტყელი ფიგურების გრაფიკულ გამოსახულებებს და მოდელებს.
მათ.III.10. პოულობს საგანთა და ფიგურათა წრფივ ზომებს და ობიექთა შორის მანძილებს.

აქტივობა1.
გასული წლების ოლიმპიადის ნიმუშების შესაბამისი თემის ტიპური სავარჯიშოების განხილვა.
აქტივობა.2.
ინტერნეტ რესურსით მოძიება და მსჯელობა შესაბამის თეორიულ მასალასთან დაკავშირებით.ხანის აკადემია.skoool.com.google.com..
აქტივობა 3.
მასალის განმტკიცების მიზნით მრავალფეროვანი მაგალითების,ამოცანების და სავარჯიშოების ამოხსნა.ინდივიდუალურად,წყვილებსა თუ ჯგუფში დავალების ტიპიდან გამომდინარე,საჭირო სკაფოლდინგის გათვალისწინებით.
 აქტივობა 4.
საშინაო დავალება.
დაფა,ცარცი,ისტი,G-preid-ის ფოკუსირებული ტესტები შესაბამის თემაზე.გასული წლების ნიმუშები სხვადასხვა ოლიმპიადებიდან:kings.ge.everest.ge.
skoool.com.
რუხაძის დახმარე სავარჯიშოები.გეომეტრიული ფიგურები,შლილები, მანიპულატივები.

გოგიშვილი ....სახელმძღვანე
ლო.
22.02.2017






28.02.2017







7.03.2017
4.
მონაცემთა ანალიზი ,ალბათობა და სტატისტიკა.
მათ.III.11. აგროვებს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექთან დაკავშირებით.
მათ.III.12.აწესრიგებს და წარმოადგენს დისკრეტულ როდენობრივ და თვისებღივ მონაცემებს.
მათ.III.13. აკეთებს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაციას.

აქტივობა1.
გასული წლების ოლიმპიადის ნიმუშების შესაბამისი თემის ტიპური სავარჯიშოების განხილვა.
აქტივობა.2.
ინტერნეტ რესურსით მოძიება და მსჯელობა შესაბამის თეორიულ მასალასთან დაკავშირებით.ხანის აკადემია.skoool.com.google.com..
აქტივობა 3.
მასალის განმტკიცების მიზნით მრავალფეროვანი მაგალითების,ამოცანების და სავარჯიშოების ამოხსნა.ინდივიდუალურად,წყვილებსა თუ ჯგუფში დავალების ტიპიდან გამომდინარე,საჭირო სკაფოლდინგის გათვალისწინებით.
 აქტივობა 4.
საშინაო დავალება.
დაფა,ცარცი,ისტი,G-preid-ის ფოკუსირებული ტესტები შესაბამის თემაზე.გასული წლების ნიმუშები სხვადასხვა ოლიმპიადებიდან:kings.ge.everest.ge.
skoool.com.
რუხაძის დახმარე სავარჯიშოები.
გოგიშვილი ....სახელმძღვანე
ლო.
15.03.2017




23.03.2017



30,03.2017




10.04.2017.
5.
შემაჯამებელი შეხვედრა
შევაფასოთ საბოლოოდ გარკვეული პერიოდის მუშაობის შედეგი.
შემუშავებული ანალოგიური ვარიანტის შესრულება დამოუკიდებლად, დროის ლიმიტის დაცვით
სამუშაო ტესტები. საწერი საშუალება.
24.04.2017