Tuesday, September 15, 2015

ელექტრონული სასწავლო რესურსის რეფლექსიის კითხვარი

         ელექტრონული სასწავლო რესურსის რეფლექსიის  კითხვარი
    სწავლა-სწავლების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო რესურსების შექმნისას გათვალისწინებული უნდა იყოს ამ  რესურსების შესაბამისი კითხვარი.რა საჭიროებიდან გამომდინარეობს ესა თუ ის რესურსი და რას ისახავს მიზნად.
       ჩემს მიერ შექმნილი რესურსის, რომელიც გათვალისწინებულია შემაჯამებელი გეკვეთილისთვის და ითვალისწინებს მათემატიკის და ,,ჩვენი საქართველოს ‘’საგნების ინტეგრირებას, კითხვარი:
·         რამ განაპირობა რესურსის შექმნა ?

·         როგორ განისაზღვრა რესურსის თემა ?


·         რა საგანმანათლებლო მიზანს ისახავდა ამ რესურსის გამოყენება ?

·         რომელ სტანდარტებს აკმაყოფილებდა აღნიშნული რესურსი ?


·         რა აქტივობები იქნა გამოყენებული რესურსის შესაქმნელად?

·         მოხდა თუ არა საგანთა შორის ინტეგრირება ?

·         რამდენად დაძლევადი იყო ეს რესურსი ?

·         რა წვლილი შეიტანა სასწავლო რესურსმაშედეგების მირწევაში.

·         გაამართლა თუ არა მოლოდინები რესურსმა ?

·         როგორ მოახერხეს მოსწავლეებმა უნარების ინტეგრირება?


·         რას შევცვლიდი ?..

ინტეგრირებული გაკვეთილის (მათემატიკასა და ბუნებაში) შეფასებისა და თვითშეფასების სქემა

ინტეგრირებული გაკვეთილის შეფასებისა და თვითშეფასების სქემა
სკოლა: სსიპ ცაგერის რაიონის ,სოფელ ალპანის საჯარო სკოლა.
კლასი: მეექვსე
საგანი და თემა:  მათემატიკა და ბუნება.თემა: მოძრაობა და სიჩქარე.
გაკვეთილის დაგეგმვაში და ჩატარებაში მონაწილე პედაგოგები:ფატიმა ლეშკაშელი და მაკა ხვადაგიანი.
N
კრიტერიუმები
1
2
3
შენიშვნა
1
მოსწავლე გაეცნო გაკვეთილის სასწავლო მიზანს




2
გაკვეთილის მიზანში ჩანდა საგანთაშორისი ინტეგრაცია




3
აქტივობები მიზნის შესაბამისი იყო




4
მოსწავლეებს მიეცათ საშუალება ერთი საკითხი სხვადასხვა კუთხით შეესწავლათ და ისე მოეხდინათ სინთეზი




5
მოსწავლეებს მიეცათ  საკითხების შეჯამებაში წინარე ცოდნის გამოყენების საშუალება




6
მასწავლებელმა შეფასების კრიტერიუმები მიზნის და სტანდარტის მიხედვით შეადგინა







2015 წ.აპრილი

სასწავლო რესურსის ელექტრონული მისამართი

http://beqakesane.blogspot.com/2015/09/5_9.html

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა .ბუნებასა და მათემატიკაში.თემა,,მოძრაობა და სიჩქარე"

         ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა,, ბუნებასა და მათემატიკაში’’
თემა -,,მოძრაობა და სიჩქარე’’
საგანი/ინტეგრირებული საგნები--ბუნება,მათემატიკა
სწავლების საფეხური  ---I დაწყებითი საფეხური.    VI-კლასი.
მოსწავლეთა პროფილი--6 მოსწავლე
აქტუალობა-მოსწავლეებმა მოიძიონ  და მოიპოვონ ინფორმაცია სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმების გადაადგილების თავისებურებებზე.  მოძრაობებზე დაკვირვების შედეგად შეძლონ მონაცემების შეგროვება  და მათი ანალიზი და ინტერპრეტაცია. შეძლოს კომბინირება ბუნების საკითხებისა  და მათემატიკურ სიდიდეებს შორის  და გამოიყენოს პრაქტიკაში.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან რაზეა დამოკიდებული მოძრაობის დრო და სიჩქარე, შეძლებენ სიჩქარის  მათემატიკურ ფორმულირებას , მათ ირგვლივ მყოფი ცოცხალი ორგანიზმების სავარაუდო სიჩქარეზე მსჯელობას  და პრაქტიკულ გამოყენებას მათემატიკური ამოცანებისა და ტესტების ამოხსნისას,დიაგრამის წაკითხვას.შეძლოს ტექსტში  და დიაგრამაზე მოცემული ინფორმაციის ანალიზი  და შეფასება.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან;
ბუნება:VI.3.მოსწავლეს შეუძლია სხეულის მოძრაობის ტრაექტორიის დახასიათება,მის სიჩქარეზე მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
·         აღწერს  სხეულის  მოძრაობის  ტრაექტორიებს
(წრფივი,ტეხილი,მრუდწირული), ადარებს ერთმანეთს  და გამოხატავს  სქემატურად.
·         აკვირდება საკუთარ  მოძრაობას ,აგროვებს  მონაცემებს ( ზომავს განვლილ მანძილს  და დროის  შუალედს), აანალიზებს  მათ თანაფარდობას  და ახასიათებს  სიჩქარეს, როგორც  ფიზიკურ სიდიდე;
·         ატარებს მარტივ ცდებს  და ზომავს  სხვადასხვა სხეულის სიჩქარეს,შედეგებს  წარმოადგენს  სხვადასხვა  გამომსახველობითი  საშუალებით;
·         ადგენს სიჩქარის ერთეულებს   და მსჯელობს  მის ირგვლივ  არსებული სხეულების ( მაგ.ადამიანის ,ველოსიპედის ,ავტომობილის) სავარაუდო სიჩქარეებზე,ადარებს მათ.
მათემატიკა:VI.5.გამოსახავს ,განავრცობს და აღწერს სიდიდეებს შორის  დამოკიდებულებას.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
·         აღწერს რაიმე სიდიდის თანაბარ ადიციურ( მუდმივი სიდიდის მიმატებით/გამოკლებით მიღებულ) ცვლილებას( მათ შორის რეალურ  ვითარებაში)
·          მოცემული დამოკიდებულებისათვის  თვისებრივად  აღწერს ,თუ რა გავლენას ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება  მასზე დამოკიდებულ მეორე სიდიდეზე და სხვა  ატრიბუტებზე.
·         ერთი ცვლადის შემცველ მოცემულ ასოით გამოსახულებაში, სხვადასხვა რიცხვების  ჩასმით ავსებს ცვლადის  მნიშვნელობებსა  გამოსახულების  მნიშვნელობებს  შორის დამოკიდებულების  გამომსახველ ცხრილს, რომელშიც  ცვლადის  მნიშვნელობების  შესაბამისი სვეტი/სტრიქონი წინასწარაა შევსებული.
მათემატიკა:VI.6.პრობლემის გადასაჭრელად ადგენს ,ამარტივებს და იყენებს ალგებრულ გამოსახულებას.
შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე:
·         ადგენს რეალური ვითარების ან მისი სიტყვიერი აღწერის შესაბამის  ტოლობას ,უტოლობას ან განტოლებას.
მათემატიკა:VI.11.მოიპოვებს  დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო  თვისებრივ  და რაოდენობრივ მონაცემებს.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ირჩევს მონაცემთა შეგროვების  შესაფერის საშუალებას(დაკვირვება, გაზომვა, მონაცემთა  ამოკრება მოცემული ერთობლიობიდან)  და იყენებს  მას, ასაბუთებს  თავის არჩევანს.
საჭირო მასალა: სხვადასხვა ტრაექტორიის ამსახველი ფოტომასალა, სახელმძღვანელო, ფურცლები,წამზომი,სახაზავი,საათი,კომპიუტერი,პროექტორი,ავტოკალმები.
მოსწავლეთა  წინარე ცოდნა: მოსწავლეები არჩევენ ტრაექტორიის ტიპებს,იციან მანძილისა და დროის ერთეულები,გაზომვის საშუალებები,იცნობენ დიაგრამებს.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი:
v  მოსწავლეთა გამოწვევა: (10 წთ)
აქტივობა1.(მთელი კლასი)
  ,,გონებრივი  იერიშის’’ ფორმით მივმართავთ  განვლილი მასალის მონიტორინგს  და   ვსვამთ კითხვებს:
1.რა არის მოძრაობა  და ტრაექტორია?
2.როგორი ტრაექტორია არსებობს?(მოსწავლეებს ვთხოვთ დააკვირდნენ სურათებს და დააჯგუფონ და განსაზღვრონ  რომელი მოძრაობა რომელ ტრაექტორიას მიეკუთვნება?)
3.რას ნიშნავს განვლილი მანძილი? სიგრძის რომელ ერთეულებს იცნობენ და როგორი კავშირია მათ შორის? რა ასოთი აღინიშნება განვლილი მანძილი?
4.რომელი ასოთი აღინიშნება დრო ? ,დაასახელონ დროის ერთეულები და  განსაზღვრონ  დამოკიდებულება მათ შორის.
5.თითოეული სიდიდის-მანძილის ,დროის გასაზომად  რომელი ხელსაწყოები გამოიყენება?
v  ცოდნის კონსტრუირება/შინაარსის რეალიზება. (25წთ)
აქტივობა2.( წყვილებში)
   ახალი მასალის ახსნის დროს მოსწავლეებს ვთავაზობთ სურათებს  დააკვირდნენ მოცემული ობიექტებიდან რომელი უფრო სწრაფად მოძრაობს? რატომ? იმსჯელონ დამოკიდებულებაზე განვლილ მანძილსა და დროს შორის.აქვე განვსაზღვრავთ სიჩქარის მცნებას და მის მათემატიკურ ფორმულირებას .ვასრულებინებ სახელმძღვანელოში შემოთავაზებულ სამუშაოებს, სადაც  განსაზღვრავენ რომელი ცხოველი უფრო სწრაფად მოძრაობს და რომელი უფრო ნელა?
 აქტივობა 3 . ( მთელი კლასი)
    მოსწავლეებს ვთავაზობთ წინასწარ მომზადებულ სასწავლო რესურს სლაიდ შოუს სახით ,სადაც ამოცანები  შედგენილია კომბინირებული მასალის საფუძველზე. ბუნების საკითხი  მისადაგებულია მათემატიკურ ამოცანებს, რომელთა ამოხსნა  ითხოვს  კვლევა -ძიებას, მსჯელობას , ანალიზს  და  ხელს უწყობს შესაბამისი უნარების განვითარებას.
   
Ø  გამთლიანება/რეფლექსია. (10 წთ)
   აქტივობა 4.(ინდივიდუალურად)
    მასალის განმტკიცების მიზნით ბავშვებს ვთავაზობთ წინასწარ მომზადებულ ტესტურ დავალებას,რითაც გვინდოდა  გაგვეანალიზებინა როგორ აითვისეს მიწოდებული მასალა და როგორ გამოიყენებდნენ პრაქტიკულად,დავალების წარმატებით დაძლევა  მოგვცემს საფუძველს ვიფიქროთ,რომ გაკვეთილმა  ჩაიარა წამატებულად და ინტერგრირებულმა მეთოდმაც გაამართლა .
 საშინაო დავალება: თეორიული მასალა,,სიჩქარე“ .
 სავარჯიშოები ამოსახსნელად.




Wednesday, September 9, 2015

რესურსი შემაჯამებელი გაკვეთილისათვის .მათემატიკა და ,,ჩვენი საქართველო''მე-5 კლასი

რეფლექსია სასწავლო რესურსის.შემაჯამებელი გაკვეთილისათვის მათემატიკა და,, ჩვენი საქართველო'' მე-5 კლასი.

                  

                       რეფლექსია  რესურსის შემაჯამებელი გაკვეთილისათვის 5 კლასში.
                        მათემატიკა და ,,ჩვენი საქართველო’’
      რესურსის შედგენისას უნდა იქნეს გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები და ამოცანები.
    სხვადასხვა ტიპის უნარებზე აგებული სავარჯიშოების ინტეგრირებას სასწავლო მასალაში,რათა თანაბრად უზრუნველვყოთ თითეული მოსწავლის სწავლა მეტად მნიშვნელოვანია.სწავლების სხვადასხვა ეტაპზე მასწავლებელს სჭირდება გასცდეს სახელმძღვანელოს ჩარჩოებს,შექმნას სასწავლო რესურსი,გარკვეული სახის  დამატებითი მასალა,რომელიც მას დასჭირდება სწავლების ამა თუ იმ ეტაპზე.ის ემსახურება  ხელთ არსებული სახელმძღვანელოს გამდიდრებას.
         რესურსმა არ უნდა დაძაბოს მოსწავლე, ხელი შეუწყოს მის თვითრწმენას,სავარჯიშოები უნდა იყოს საინტერესო, გამომწვევი და დაძლევადი, რათა დაეხმაროს მოსწავლეს თვითშეფასებაში, უბიძგოს მათ, პასუხისმგებლობა აიღონ სწავლასა და პროგრესზე, განავითარონ და დახვეწონ სწავლის უნარები,მისი გამოყენებისას  ჩაუღრმავდნენ საკითხს. რესურსი იძლევა უნარების ინტეგრირების საშუალებას.მისი გამოყენებისას უნდა დაინტერესდეს მოსწავლე, გაუჩნდეს ინფორმაციის მოძიების სურვილი.
      ჩემ მიერ შემოთავაზებული რესურსის მიზანია განვლილი მასალის გამეორება,განმტკიცება.მიღებული ცოდნის გამოყენება,სწრაფი აზროვნების
ჩამოყალიბება,კავშირი საგნებს შორის.
           მათ.V.1..იყენებს რიცხვით სახელებს,პოზიციურ სისტემას   და ახდენს    ნატურალური რიცხვების კლასიფიკაციას.
Ø  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე : კითხულობს დიდ რიცხვებს  და განმარტავს ამ რიცხვის სახელს.
მათ.V.3 ასრულებს მოქმედებებს ნატურალურ რიცხვებზე
Ø  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
Ø  ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით ირჩევს და იყენებს ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებათა შესრულების ადექვატურ წესს.
           მათ. V.  6. ამოცანების ამოხსნისას შეადგენს და ამარტივებს ალგებრულ გამოსახულებებს.
v  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე ადგენს რეალური ვითარების  ან მისი სიტყვიერი აღწერის შესაბამის ტოლობას.
„ჩვენი საქართველო“   V.4
v  განმარტავს და იყენებს ქრონოლოგიურ
ერთეულებს.(წელიწადი,საუკუნე,ათასწლეული) და წელთაღრიცხვის სისტემას  (ძველი და ახალი  ერა ) 
ამ რესურსის შექმნა განაპირობა იდეამ, განლილი მასალის გამეორებისა და საგანთშორისი კავშირის მიზნით მომეძიებინა საკითხები „ ჩვენი საქართველოდან,“ სადაც იქნებოდა რიცხობრივი მონაცემი (თარიღის ან რაოდენობის ) და მათი გაანგარიშების მიზნით მიმესადაგებინა შესაბამისი მასალის ამოცანები,რომლებიც მოითხოვდნენ დამოუკიდებლად აზროვნებას, პრობლემის გადაწყვეტას.მეტი დაინტერესებისა და ხალისისათვის გავაფორმე ინტერნეტში მოძიებული შესაბამისი ისტორიული მასალის ფოტოებით. შევიმუშავეთ შეფასების  სქემა და პასუხების ფურცელი,სადაც  აფიქსირებდნენ პასუხებს  და შესაძლებლობა ეძლეოდათ თვითშეფასებისა.შევეცადე ,გამეტარებინა დამრიგებული ხასიათის მინიშნება,რომელიც დააფიქრებდათ.
ციფრული რესურსის ამ სახით მიწოდებამ  პოზიტიური განწყობა         შექმნა,განსაკუთრებით დაინტერესდნენ ისტორიული კადრებით და მასთან დაკავშირებული   ინფორმაციით,ამოცანებსაც მეტი ხალისით ასრულებდნენ,გაიმართა ჯანსაღი  მსჯელობა,იყო შემთხვევა, როცა ამოცანის ამოხსნამდე აფიქსირებდნენ პასუხს(,მასალა მათთვის ნაცნობი იყო,, ჩვენი საქართველოს“ გაკვეთილიდან.)
       შედეგად ხელი შეეწყო მსჯელობისა და ანალიზის უნარების განვითარებას,სწრაფი აზროვნებისა განვითარებას და პრაქტიკაში გამოყენებას,ურთიერთთანამშრომლობას.შეთავაზებულ დავალებებს კლასში 90%- მა თავი წარმატებით გაართვა.

Tuesday, September 8, 2015

შეფასების რუბრიკა-ინტეგრირებული გაკვეთილი- ბუნება +მათემატიკა.თემა:მოძრაობადა სიჩქარე

               ინტეგრირებული გაკვეთილი -ბუნებასა და მათემატიკაში-
                                  თემა ,,მოძრაობა და სიჩქარე’’ 
                                     შეფასების სქემა
კრიტერიუმები
1-3
4-5
6-7
8-10
მოსწავლე მსჯელობს ტრაექტორიის ტიპებზე და აჯგუფებს მათ
მოსწავლე არასწორად მსჯელობს რა არის ტრაექტორია და როგორი სახის არსებობს
მოსწავლე მსჯელობს
რა არის ტრაექტორია და როგორი სახის არსებობს,მაგრამ სჭირდება დახმარება
მოსწავლე მსჯელობს
რა არის ტრაექტორია და როგორი სახის არსებობს
მოსწავლე მსჯელობს
რა არის ტრაექტორია და როგორი სახის არსებობს და მოჰყავს შესაბამისი მაგალითები
მსჯელობს ირგვლივ მყოფ სხეულების სავარაუდო სიჩქარეზე
მოსწავლე არასწორად მსჯელობს ირგვლივ მყოფ სხეულების სავარაუდო სიჩქარეზე
მოსწავლე მსჯელობს ირგვლივ მყოფ სხეულების სავარაუდო სიჩქარეზე,მაგრამ
სჭირდება დახმარება
მოსწავლე მსჯელობს ირგვლივ მყოფ სხეულების სავარაუდო სიჩქარეზე
მოსწავლე მსჯელობს ირგვლივ მყოფ სხეულების სავარაუდო სიჩქარეზე და ასაბუთებს მოსაზრებას
ახერხებს კომბინირებას ბუნების საკითხებთან მათემატიკური ამოცანებისას და ხსნის მას
მოსწავლე ვერ ახერხებს კომბინირებას და ვერ ხსნის ამოცანებს
მოსწავლე ახერხებს კომბინირებას ,მაგრამ ამოცანების ამოხსნისას სჭირდება დახმარება
მოსწავლე ახერხებს კომბინირებას ,მაგრამ ამოცანებს ვერ ხსნის სრულყოფი
ლად
მოსწავლე ახერხებს კომბინირებას , ამოცანებს ხსნის სრულყოფილად
კითხულობს დიაგრამებს
ვერ კითხულობს
სჭირდება დახმარება
კითხულობს
კითხულობს და ასაბუთებს


ფოტომასალა ,,ბუნებაში მეფობს სიმეტრია-იგი ასოცირდება მშვენიერებასთან''








რეფლექსია -პროფესიული განვითარების განხორციელების გეგმის შესახებ

          პროფესიული განვითარების განხორციელებული გეგმის                       რეფლექსია
         პედაგოგობა  საპასუხისმგებლო პროფესიაა,რომელიც კვალიფიცირებულობასთან ერთად მოითხოვს აქტიურად ჩართვას პროფესიულად ზრდის პროცესში.თანამედროვე გამოწვევები გვკარნახობს მუხლჩაუხრელ და ერთგულ შრომას,რათა ფეხი ავუწყოთ და არ ჩამოვრჩეთ მას– ჩვენ ხომ მომავალს ვზრდით და ვუყრით საფუძველს კაცობრიობის განვითარებას.
   სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და  ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.(ე.ს.გ)
  პროფესიული საქმიანობისას პრაქტიკული მუშაობის დროს გამოვლინდება უამრავი საჭიროება ,რათა მუშაობა იყოს ეფექტური და  მისაღწევი შედეგი დაძლეული.მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება ითვალისწინებს მისაღწევ შედეგზე გასვლას.
   პრობლემის გადაჭრისას აუცილებელია მის არსში წვდომა, ადეკვატური მათემატიკური აპარატის შერჩევა, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში - მისი შემუშავება; შესასწავლი პროცესისა თუ ობიექტის გააზრებული მოდელის შექმნა, მიღებული მოდელის საშუალებით საჭირო დასკვნების გაკეთება და შემდეგ მათი ინტერპრეტაცია. პრაქტიკული თუ სამეცნიერო პრობლემები, თავის მხრივ მათემატიკას ამარაგებს მნიშვნელოვანი და საინტერესო ამოცანებით. აქედან გამომდინარე, სწავლებისას მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს მათემატიკური მეთოდების გამოყენებას გარემომცველი სამყაროს შემეცნებისას, სოციალურ-ეკონომიკური თუ ტექნიკური პროცესების მართვისას, საყოფაცხოვრებო თუ მეცნიერული პრობლემების გადაჭრისას და მათემატიკური ცოდნის, როგორც ლოგიკურად გამართული სისტემის ჩამოყალიბებას და გადაცემას. გარდა ამისა, მათემატიკის სწავლებისას, ძირითადი ფოკუსის გადატანა როგორც პრაქტიკული ასევე მეცნიერული ხასიათის პრობლემების გადაჭრაზე, აძლიერებს მოსწავლეთა მოტივაციას და აღძრავს მათემატიკისადმი ინტერესს.
 (ე.ს.გ)
   1.მოსწავლეთა შესაძლებლობების,მოსწავლეთა ემპათიის გათვალისწინებას,სწავლის მოტივაციის ამაღლებას,რომელიც შესაძლებელია სწავლებისა და სწავლის თეორიებიდან მიღებული ცოდნის დახმარებით.ამ თეორიების გაცნობისა და პრაქტიკული გამოყენებისათვის გავიარე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ლიბო–MNT’’მიერ ორგანიზებული ტრენინგი პროგრამაში ,,სწავლებისა და სწავლის თეორიები და მათი გამოყენება მოსწავლეთა სწავლის მოტივაციიისათვის’’.
        2.   ციფრული წიგნიერება (იგივეა, რაც კომპიუტერული წიგნიერება). თანამედროვე მსოფლიოში საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ წიგნიერების ცნება კიდევ უფრო გააფართოვა. იგი ამჟამად მოიცავს ქსელური ძიების, ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენების უნარსაც, რასაც მთლიანობაში ციფრული წიგნიერება ეწოდება. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში;(ესგ)
      შესასწავლი მასალის მიწოდებას გასაგებად მარტივიდან რთულისაკენ,რომელიც შეიძლება დამხმარე ლიტერატურებიდან თუ  ინტერნეტიდან მოძიებული მასალებით გავამდიდროთ.მოვამზადოთ პრეზენტაციები სლაიდების საშუალებით და თვალსაჩინოდ წარმოვადგინოთ ესა თუ ის მასალა.ეს ყველაფერი კი მოითხოვს თანამედროვე ტექნოლოგიების კარგ ფლობას..ამ მიზნით გავიარე  სსიპ ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგ კურსები,,ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი მასწავლებელთათვის’’ასევე ამავე ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგ კურსი ,,ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში’’.
      3. საგნობრივი სტანდარტი განსაზღვრავს კონკრეტულ საგნობრივ კომპეტენციებს, რომელთაც უნდა დაეუფლონ მოსწავლეები დასახული მიზნების მისაღწევად. საგნობრივ სტანდარტში აღწერილი კომპეტენციები მოიცავს სამი კატეგორიის ცოდნას: ა) დეკლარატიულს, ანუ  სტატიკური ხასიათის ცოდნას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ცოდნის პროცედურულად გამოყენებას. დეკლარატიულია მოსწავლის ცოდნა, თუ მან იცის კონკრეტული მათემატიკური ოპერაციის წარმოების წესი, თუმცა ვერ იყენებს მას; ბ) პროცედურულს ანუ დინამიურ ცოდნას, რომელიც ცოდნის გამოყენების, რეალიზების საშუალებას იძლევა; პროცედურულია მოსწავლის ცოდნა, თუ ის ასრულებს მათემატიკურ ოპერაციას. პროცედურული ცოდნის ათვისება მრავალჯერადი  გავარჯიშების გზით ხდება და გ) პირობისეულ ცოდნას, ანუ ფუნქციურ ცოდნას, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას. პირობისეულია მოსწავლის ცოდნა, თუ მას შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად შეარჩიოს სათანადო მათემატიკური ოპერაცია.(ესგ)
    საგნობრივი სწავლების დონის ამაღლებას , სიახლეების გაცნობას და დანერგვას,ამ მიზნით დარეგისრტირებული ვარ საგნობრივ ტრენინგზე 1–6 კლასების მათემატიკა.ველოდები გამოძახებას,ამ ტრენინგს ვთვლი მნიშვნელოვნად იმ მხრივაც ,რომ მაქვს 3 წლიანი გამოცდილება და მსურს პროფესიულად განვითარდე.
       აღნიშნულმა აქტივობებმა საშუალება მომცა გამეზიარებინა და პრაქტიკაში გამომეყენებინა სწავლების თეორიები,რომელიც მეხმარება მოსწავლეებთან ურთიერთობებსა და კომუნიკაციაში.გაკვეთილის პროცესის დაგეგმვისას განვსაზღვრო აქტივობები და ამ აქტივობების განხორციელების გზები და მეთოდები.განმეხორციელებინა რამდენიმე მოკრძალებული პროექტი.ასახსნელი მასალის უკეთ გაგებისათვის მოვამზადო პრეზენტაციები და გამოვიყენო საინფორმაცო ტექნოლოგიები გაკვეთილის მსვლელობისას.მოვიძიო სხვადასხვა სახის ინფორმაცია,ან კოლეგების გამოცდილების გაზიარების მიზნით ვისარგებლო მათი ნაშრომები.ტესტები,გეგმები თუ სხვა...რომელიც განთავსებულია ინტერნეტში.მაგ;მე–6 კლასის მოსწავლეებთან ღერძული სიმეტრიის გაკვეთილის ახსნისას გამოვიყენეთ ინტერნეტში მოძიებული სურათები კულტურის ნიმუშებისა ,რომელთაც საფუძვლად სიმეტრია ედო.განვახორციელეთ საინტერესო პროექტი ხელოვნებასთან და ისტ–თან კომბინირებულად.გავანაწილეთ თემები და მოსწავლეებმა თვითონ შექმნეს ,გააფორმესდა წარმოადგინეს წყვილებში სლაიდშოუს სახით პრეზენტაციები
    ვთვლი, რომ მიღებული ცოდნისა და გაზიარებული გამოცდილების შედეგად ავიმაღლე ცოდნა,საინტერესოდ დავტვირთე და გავაუმჯობესე გაკვეთილის ხარისხი ,თუმცა ვთვლი ,რომ მიღწეული თვითკმაყოფილების საშუალებას არ მაძლევს და ყურადღებთ ვადევნებ თვალს პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემოთავაზებულ საინტერესო აქტივობებს ,შევეცდები ჩავერთო მასში.ამის დასტურია ჩართულობა პროფესიული განვითარების სქემაში.


ფოტომასალა ბუნებისა და მათემატიკისათვის..(ტრაექტორიის სახეები)