Monday, June 27, 2016

სივრცული ფიგურები

სასწავლო რესურსის ,,სიგრძის ერთეულები''რეფლექსია

                      რესურსი მათემატიკის გაკვეთილისათვის 5 კლასში.
                                             სიგრძის ერთეულები
      რესურსის შედგენისას უნდა იქნეს გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები და ამოცანები.
    სხვადასხვა ტიპის უნარებზე აგებული სავარჯიშოების ინტეგრირებას სასწავლო მასალაში,რათა თანაბრად უზრუნველვყოთ თითეული მოსწავლის სწავლა მეტად მნიშვნელოვანია.სწავლების სხვადასხვა ეტაპზე მასწავლებელს სჭირდება გასცდეს სახელმძღვანელოს ჩარჩოებს,შექმნას სასწავლო რესურსი,გარკვეული სახის  დამატებითი მასალა,რომელიც მას დასჭირდება სწავლების ამა თუ იმ ეტაპზე.ის ემსახურება მის ხელთ არსებული სახელმძღვანელოს გამდიდრებას.
         რესურსმა არ უნდა დაძაბოს მოსწავლე,უნდა შეუწყოს ხელი მის თვითრწმენას,სავარჯიშოები უნდა იყოს საინტერესო გამომწვევი და დაძლევადი.ის უნდა დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი თავის შეფასებაში და ასევე უბიძგებდეს მათ პასუხისმგებლობა აიღონ თავიანთ სწავლაზე და პროგრესზე.,უნდა უბიძგოს მოსწავლეებს განავითარონ და დახვეწონ სწავლის უნარები,მისი გამოყენებისას უნდა ჩაუღრმავდნენ საკითხს,ის იძლევა უნარების ინტეგრირების საშუალებას.რასურსის გამოყენებისას უნდა დაინტერესდეს მოსწავლე,ინფორმაციის მოძიების სურვილი გაუჩნდეს.
      ჩემს მიერ შემოთავაზებული რესურსის მიზანია განვლილი მასალის გამეორება,განმტკიცება.მიღებული ცოდნის გამოყენება ,წინარე ცოდნის გააქტიურება და ახალის აღმოჩენა -კონსტრუირება.ანიმაციებით კი შევეცადე საინტერესო და მიმზიდველი,ლამაზად აღსაქმელი გამეხადა.
                      მიზანი და სტანდარტთან შესაბამისობა
                                       მათ .  მე-V.4
        იყენებს და ერთმანეთთან აკავშირებს სიგრძის
                             სხვადასხვა ერთეულებს.
  (მეტრი,დეციმეტრი,სანტიმეტრი,მილიმეტრი,კილომეტრი)
  . მოსწავლემ გაიხსენოს და გაიწაფოს სიგრძის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირებაში;გამოიყენოს დამოკიდებულება სიგრძის  საზომ ერთეულებს შორის პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.
 . განივითაროს სხვადასხვა ობიექტის გასაზომად სიგრძის ხელსაყრელი ერთეულების შერჩევის უნარი.ობიექტის ზომის შეფასებისა და თავისი ვარაუდის ხელსაწყოებით შემოწმების უნარი.
     ამ რესურსის შექმნა განაპირობა იდეამ, რომ კიდევ ერთხელ შემეხსენებინა მოსწავლეებისათვის სხვადასხვა ერთეულები(გამოსაკითხ ამოცანებში მასის და ფულის ერთეულებზეა ამოცანები) განსაკუთრებული ყურადღება კი გამემახვილებინა სიგრძის ერთეულებზე.
  მართალია მასალა მათთვის კარგად ნაცნობია წინა კლასებიდან,სწორედ მათი გახსენების და გააქტიურების შემდეგ ,მათ უნდა აღმოეჩინათ რა კავშირია ზომის ერთეულებს შორის და აღექვათ ახალი ფორმით,წილადის სახით .კერძოდ როგორ გამოისახებოდა მცირე ზომის ერთეული მასზე დიდი ერთეულით,(მაგ.რომ 1სმ=1/10 მ) და რომ ყოველი მომდევნო თანრიგის ერთეული 10-ჯერ მეტი იყო წინაზე და პირიქით.ყოველი წინა 10-ჯერ ნაკლები მომდევნოზე.ვფიქრობ,ეს დამოკიდებულება ლამაზად გამოიხატა ანიმაციის საშუალებით.
    ციფრული რესურსის ამ სახით მიწოდებამ ძალიან პოზიტიური განწყობა შექმნა,,ამოცანებსაც მეტი ხალისით ასრულებდნენ,გაიმართა ჯანსაღი  მსჯელობა,მათ ირგვლივ არსებულ საგანთა შესაძლო ზომის სიდიდეების ვარაუდებისა და გაზომვის შედეგების დადარებისას. ტეხილის სიგრძის პოვნაზე კი გამოიკვეთა სხვადასხვა საინტერესო ვერსია. ხოლო უდიდესი მანძილის განსაზღვის  გადამოწმების შესაძლებლობაც მიეცათ აღნიშნული რესურსით.
   შედეგად ხელი შეეწყო მსჯელობისა და ანალიზის უნარების განვითარებას,სწრაფი აზროვნებისა განვითარებას და პრაქტიკაში გამოყენებას,ურთიერთთანამშრომლობას.
  შეთავაზებულ დავალებებს კლასში 90% მა თავი წარმატებით გაართვა.

 ვფიქრობ, დაიტერესების შემთხვევაში აღნიშნული რესურსის ხელმისაწვდომობისა და მრავალჯერადი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა მისი ბლოგზე ატვირთვა და ინტერნეტ სივრცეში განთავსება.

სასწავლო რესურსი ,,სიგრძის ერთეულები"