Monday, December 18, 2017

პრეზენთაცია გაკვეთილისათვის თემა:საკოორდინატო ბადე

პრეზენტაცია გაკვეთილისათვის .თემა:,,საკოორდინატო ბადე''

ინტეგრირებული გაკვეთილის რეფელექსია

ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია  ,,მათემატიკასა და ბუნებაში’’
მასწავლებლები:   მათემატიკა- ფატიმა ლეშკაშელი და ბუნება- მაკა ხვადაგიანი
გაკვეთილი   ითვალისწინებდა კომბინირებას საგნებს შორის -მათემატიკა და ბუნება
სამიზნე ჯგუფი- მეხუთე კლასი ,თემა : ,,საკოორდინატო ბადე-საქართველო რუკაზე’’
    მოსწავლეებს გაკვეთილი ჩაუტარდათ კლასში ,სადაც იყო ხელსაყრელი გარემო შექმნილი კლასის უკეთ მართვისათვის. გაკვეთილი წარიმართა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. გაკვეთილი დავგეგმეთ და ჩავატარეთ  ერთობლივად. გაკვეთილზე განაწილებული გვქონდა ფუნქციები, ბუნების საკითხებზე საუბრობდა ბუნების მასწავლებელი, მათემატიკის საკითხებზე- მათემატიკის. აქტივობებს სამეულებში ვაკვირდებოდით და ვასრულებდით ფასილიტატორის როლს.  ერთი როცა მოსწავლეებთნ მუშობდა ,მეორე მასწავლებელი მუშაობდა კომპიუტერთან. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს შესძლებოდათ საკოორდინატო ბადეზე და რუკაზე ობიექტების მდებარეობისა და ურთიერთმიმართების განსაზღვრა და აღწერა.
     მოსწავლეთა გამოწვევისა და მოლოდინების განსაზღვრის ფაზაზე   წინარე ცოდნის გააქტიურებამ , გონებრივი იერიშისა და წერითი დავალების მონიტორინგის აქტივობების სახით, აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია   და შექმნა პოზიტიური განწყობა ახალი მასალის გასაცნობად. შემუშავებულმა შეფასების რუბრიკის გამოყენებამ და ასევე სიტყვიერმა ეფექტურმა და  კონსტრუქციულმა შეფასებებმა განაპირობა კლასში კომუნიკაციის დამყარება, მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული გარემო.
   ცოდნის კონსტრუირებისა ანუ სიღრმისეული წდომის ფაზაზე  შეთავაზებულმა მიზანმიმართულმა აქტივობებმა   , რომელშიც სახალისო და საინტერესო ელემენტები იყო გათვალისწინებული , მათემატიკისა და ბუნების საკითხებით შეზავებული და გაჯერებული აღნიშნულ თემაზე, განაპირობა მოსწავლეების ჩართვის ხარისხის გაუმჯობესება. აქტივობები განხორციელდა როგორც დამოუკიდებლად ანუ ინდივიდუალურად ,ისე სამეულებში და მთლიან ჯგუფში. მოსწავლეებმა გამოავლინეს შესაბამისი მასალის გააზრებისა და მსჯელობის უნარები. ასევე  ტრანსფერი პრაქტიკულ რეალობაში, მაგ : ბადის ასოციაციის დასახელებასა და საჭადრაკო დაფაზე ფიგურის ადგილმდებარეობის  განსაზღვრასა და სვლების აღწერაში, პოლიტიკურ რუკაზე საქართველოს და მისი მეზობლების ურთიერთმდებარეობის განსაზღვრასა და დასახელებაში, დანართის  სახით წარმოდგენილ რუკის ნაწილზე, სადაც  საქართველო და მისი მეზობლები იყო წარმოდგენილი, გამჭვირვალე სხვადასხვა  ზომის ბადის მისადაგებით და ქვეყნების კოორდინატებისა და ურთიერთმიმართებების დადგენაში.
    გამზადებულ საკოორდინატო ბადეზე ობიექტების ადგილმდებარეობის განსაზღვრა და მარშუტის შერჩევა თუ როგორ მოხვდებოდნენ ერთი ობიექტიდან მეორეში გამორჩეულად საინტერესო აქტივობად ჩაითვალა. მოსწავლეების მიერ დასახელდა ალტერნატიული მიმართულებებიც, რაც მასწავლებლებისათვის ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო. მასალის განმტკიცების მიზნით სლაიდზე წარმოდგენილ კითხვებზე  კი სრულყოფილად იქნა პასუხი გაცემული.
 განსაკუთრებით მინდა გამოვკვეთო სსსმ მოსწავლის ჩართულობა და მზაობა. მისთვის შემუშავებული გვქონდა სპეციალური აქტივობები ,(მოსწავლე გონებრივად კარგად განვითარებულია ,არ მეტყველებს სხვასთან ოჯახის გარდა)
   უნდა აღვნიშნო, რომ  გაკვეთილის გეგმით განსაზღვრული აქტივობების მოდიფიცირების  ან ცვლილება არ გამხდარა საჭირო, და თუ იქნებოდა აუცილებლობა- გათვალისწინებული და მომზადებული გვქონდა ,,რიცხვის დაშიფვრის’’ აქტივობა, რომელსაც მომდევნო გაკვეთილზე ვგეგმავ განვახორციელო.
   მოსწავლეები ინტერესით მოეკიდნენ მიწოდებულ დავალებებს, გამოიკვეთა აზრთა გაზიარების ,ურთიერთთანამშრომლობისა და პატივისცემის ნიშნები, მსჯელობისა და დაკვირვების შედეგად მოსწავლეებმა გამოიტანეს სათანადო დასკვნები:
   1.  რა არის საკოორდინატო ბადე, რა განსხვავებაა საკოორდინატო ბადესა და რიცხვით სხივს შორის.
   2. როგორ განვსაზღვროთ ობიექტის ადგილმდებარეობა და ურთიერთმიმართება სხვა ობიექტებთან ჰორიზონტის ძირითადი და შუალედური მიმართულებების მიხედვით, ერთი ობიექტიდან მეორეში მოსახვედრად რა მიმართულებით უნდა გადავაადგილდეთ და როგორ ჩაიწერება ეს გადაადგილებები მიმართულებებითა და კოორდინატებით.
   3.  დაასახელონ  საქართველოს მეზობელი ქვეყნები და შეძლონ გამჭვირვალე საკოორდინატო ბადის მისადაგებისას მიუთითონ ქვეყნების შესაბამისი კვადრატების კოორდინატები ,დაასახელონ ურთიერთმიმართებები და გამოიტანონ დასკვნა :სხვადასხვა ზომის ბადეების მისადაგებისას რითაა გამოწვეული კოორდინატთა ცვლილება.
    რაც შესაძლებელი გახდა მიზანზე ორიენტირებული სასწავლო რესურსების შექმნით და ეფექტური აქტივობების გათვალისწინებით, ორგანიზების ფორმისა და დროის მენეჯმენტის უზრუნველყოფით.
    მოსწავლეთა შევაფასეთ შემუშავებული სქემის მიხედვით როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი  ფორმით, თვითშეფასება კი რეფლექსიის სახით.
    მართალია, გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების შედეგად თამამად შეიძლება ითქვას,  რომ გაკვეთილის დასახულ მიზანს მივაღწიეთ, მაგრამ  ვთვლი, რომ გაკვეთილი უფრო საინტერესო და ეფექტური იქნებოდა თუ მოსწავლეთა თვითშეფასეზე მეტ ყურადღებას გავამახვილებდით ,  ვფიქრობ, აღნიშნული  მომავალში დაგეგმილ გაკვეთილებზე გავითვალისწინო.

     

სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა + ბუნება.თემა საკოორდინატო ბადე.გეგმა

გაკვეთილის თემა
ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა+ ბუნებისმეტყველება
-საკოორდინატო ბადე-საქართველო რუკაზე.
სწავლების საფეხური სტანდარტთან კავშირი
   პირველი საფეხური.  მათ .  მე-V.10
ორიენტირებს ბადით დაფარულ არეზე.
   შედეგი თვალსაჩინოა ,თუ მოსწავლე:
.კოორდინატების (სიმბოლოთა  წყვილის) გამოყენებით აღწერს მდებარეობას და იყენებს ამ ხერხს რეალურ ვითარებაში (მაგ. ჭადრაკის დაფა, რუკაზე ობიექტის მოძებნა).
.გადაადგილდება უჯრიან ფურცელზე ინსტრუქციების მიხედვით და აღწერს ,როგორ მიაღწევს მოცემული უჯრიდან სხვა უჯრამდე ( მაგ: ორი უჯრა მარცხნივ, შემდეგ ერთი უჯრა ზევით)
. აღწერს რუკაზე ორი ან მეტი პუნქტის ურთიერთმდებარეობას ოთხი მიმართულების გამოყენებით (მაგ. ჩრდილოეთით, დასავლეთით)
   ბუნება . მე-V.7   მოსწავლეს შეუძლია ობიექტების მდებარეობისა და ურთიერთმიმართების განსაზღვრა რუკაზე.
  შედეგი თვალსაჩინოა ,თუ
.მოსწავლე განსაზღვრავს ჰორიზონტის მხარეებს რუკასა და გეგმაზე.
.გამოარჩევს რუკაზე იმ გეოგრაფიულ ობიექტს ,რომლებიც უადვილებს საქართველოს ადგილმდებარეობის განსაზღვრას.
მოსწავლეთა პროფილი
მე-5 კლასი. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე  არის 1.
სასწავლო მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ საკოორდინატო ბადეზე და რუკაზე ობიექტების მდებარეობისა და ურთიერთმიმართების განსაზღვრას და აღწერას.
წინარე ცოდნა
   
    მათ: ბავშვებმა იციან რიცხვით სხივზე კოორდინატის ცნება და ასევე საჭადრაკო დაფაზე ფიგურის მდებარეობის განსაზღვრა (ასოსა და რიცხვის გადაკვეთით)
.მათემატიკური მოქმედებები რიცხვებზე.
    ბუნ: ჰორიზონტის ძირითადი და შუალედური მხარეების განსაზღვრა რუკასა და გეგმაზე. რუკის სახეობები, რუკის წაკითხვა-სარგებლობა.

შეფასების საგანი პროცედურე -ბი
    მასალაზე დაყრდნობით, მოსწავლეთა ჩართულობისა და მსჯელობის უნარების მონიტორინგისას გამოვიყენებ განმავითარებელ  (სიტყვიერ) და განმსაზღვრელ შეფასებას წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემის მიხედვით.
ტექნიკური საშუალებები
       სახელმძღვანელო, რვეული, დაფა. ცარცი. საჭადრაკო დაფა. ფურცლები ,რომლებზედაც საკოორდინატო ბადეებია წარმოდგენილი.  პლაკატი-თვალსაჩინოება. რუკა, ისტ-ი.
მსვლელობა
     
        A)   მოსწავლეთა გამოწვევა-მოლოდინის განსაზღვრა-10-12 წთ.
       
      აქტივობა 1.

აქტივობის მიზანი:
    წინარე ცოდნის გააქტიურება გონებრივი იერიშის გზით, კითხვა-პასუხის რეჟიმში მასწავლებელი -მოსწავლე. მოსწავლეები გააქტიურებენ საჭირო წინარე ცოდნას.
  

 აქტივობის აღწერა:     მისალმების    შემდეგ ვახდენთ  მოსწავლეთა მოტივაციას, განვაწყობთ მოსწავლეებს საკოორდინატო სისტემაზე სასაუბროდ მცირე დისკუსიით: მათემატიკის მასწავლებელი -ყურადღებას გაამახვილებინებს რიცხვით სხივზე, კოორდინატის ცნებაზე. რა წესით გამოისახება რიცხვები მასზე, რა არის კოორდინატი. როგორ ხდება გადასვლა ერთი კოორდინატიდან მეორეში?   მიმატებით სად გადაინაცვლებს რიცხვი?(მარჯვნივ-ანუ აღმოსავლეთით)
სად  გამოკლებით?( მარცხნივ ანუ დასავლეთით) .რა იციან, საჭადრაკო ფიგურების ადგილმდებარეობის განსაზღვრისა და ფიგურათა სვლების შესახებ.
   ბუნების მასწავლებელი სვამს კითხვებს-გაიხსენონ რა არის რუკის ლეგენდა? როგორ განისაზღვრება რუკაზე ჰორიზონტის მხარეები?  რა  ინფორმაციის მოძიება შეიძლება რუკიდან ,.როგორი რუკები არსებობს?
   ვახდენთ წერითი დავალების მონიტორინგს და შეფასების რუბრიკის მიხედვით საშინაო დავალების კრიტერიუმის მიხედვით განმსაზღვრელ შეფასებას .

    B) ცოდნის კონსტრუირება-შინაარსის რეალიზება-20
   აქტივობა 2 .
 აქტივობის მიზანი:
    მოსწავლის ჩართულობით კავშირის დამყარება რიცხვით სხივსა და საკოორდინატო ბადეს შორის, მსგავსებასა და განსხვავებაზე მსჯელობა და ტრანსფერი ბუნებისმეტყველებაში რუკაზე ორიენტირებისას
  მოსწავლეებს გავაცნობთ გაკვეთილის მიზანსა და შეფასების სქემას.
    აქტივობის აღწერა:
   მათემატიკის მასწავლებელი სთავაზობს დაფაზე რიცხვით სხივზე გამოსახონ რაიმე რიცხვი და მერე მის მარჯვნივ და მარცხნივ სხვა რიცხვები და გამოთვალონ რამდენი ერთეულითაა დაშორებული თითოეული მათგანი საწყისი წერტილიდან და როგორ მიიღებენ ამ რიცხვებს.  მიუთითებს, დაადგინონ რა მიმართებაა ამ რიცხვების ადგილმდებარეობას შორის.
   რიცხვითი სხივის სათავიდან გაავლებს ვერტიკალურად მეორე სხივს და მასზე   ერთეულის ტოლ მანძილებზე  ჰორიზონტალური სხივის პარალელურ  სხივებს, შექმნის ,,საკოორდინატო ბადეს’’. ამ სხივების განლაგება ემთხვევა ჰორიზონტის მხარეების აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის მიმართულებას. მოსწავლეების ჩართულობით განალაგებს მასზე სურათებს და განსაზღვრავს  მათ კოორდინატებს და ურთიერთმიმართებას და  იმავე აქტივობას გავაანალიზებთ თვალსაჩინოების მაგალითზე. ვამახვილებთ ყურადღებას,  რომ საკოორდინატო ბადეზე საქმე გვაქვს კოორდინატის განსაზღვრის დროს რიცხვთა წყვილთან ან შეიძლება წყვილი მოცემული იქნეს ასოთი და რიცხვით, განსხვავებით რიცხვითი სხივისაგან (იქ  ერთი რიცხვია კოორდინატი.)
   ამ დროს ბუნების მასწავლებელი კომპიუტერით  აჩვენებს შესაბამის აქტივობებს სლაიდებზე.
 
      ვმსჯელობთ, რა მოქმედება სრულდება მარჯვნივ გადაადგილებისას (მიმატება), მარცხნივ გადაადგილებისას (გამოკლება)აღვწერთ მას ,განვსაზღვრავთ სად რომელი ობიექტი მდებარეობს ,რომელ კვადრატში. როგორ მივიდეთ იქედან სხვა ობიექტთან, როგორი გადაადგილებით. რა ერთეულებითაა დაშორებული და მერე მისი კოორდინატები იპოვონ.
მაგ: ჩ-ჩ-ა-ა-ა-დ, და მივუთითებთ შესაბამის კოორდინატებს.
    ბუნების მასწავლებელი ყურადღებას გავამახვილებს  ოთხი მიმართულებით გადაადგილებაზე: აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. მივუთითებთ ობიექტების მდებარეობას.   რვეულში  ვასრულებთ შესაბამის ჩანაწერებს.
 
    აქტივობა 3.
   აქტივობის მიზანი:. კოორდინატების (სიმბოლოთა  წყვილის) გამოყენებით აღწერს მდებარეობას და იყენებს ამ ხერხს რეალურ ვითარებაში (მაგ. ჭადრაკის დაფა).
       აქტივობის აღწერა:
  საჭადრაკო დაფაზე მივუთითებთ  განსაზღვრონ რომელიმე ფიგურის ადგილმდებარეობა, შემდეგ განვახორციელებთ რამდენიმე სვლას და აღწერენ: რა ადგილზე დაისმება ფიგურა და როგორ მარშრუტს გაივლის იქ მისასვლელად.
          აქტივობა 4   
აქტივობის მიზანი: კოორდინატების (სიმბოლოთა  წყვილის) გამოყენებით აღწერს მდებარეობას და იყენებს ამ ხერხს რეალურ ვითარებაში (მაგ. საკოორდინატო ბადეზე ორიენტირება).

აქტივობის აღწერა:
   მოსწავლეებს ვამუშავებთ  ჯგუფებში ,

ვურიგებთ  გამზადებულ დავალებებს მზაობის მიხედვით.
   ერთ სამეულს აკვირდება მათემატიკის მასწავლებელი, მეორეს ბუნების .ისინი აკვირდებიან მოსწავლეთა მუშაობას ჯგუფებში, განსაკუთრებით სსსმ მოსწავლის ჩართულობას და ვასრულებთ ფასილიტატორის როლს.
     აქტივობა 5.
   კოორდინატების (სიმბოლოთა  წყვილის) გამოყენებით აღწერს მდებარეობას და იყენებს ამ ხერხს რეალურ ვითარებაში (მაგ.  რუკაზე ობიექტის მოძებნა და ორიენტირება).
აქტივობია აღწერა:


 მოსწავლეები  რუკაზე პოულობენ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს და   საზღვრავენ ურთიერთმიმართებას და მსჯელობენ რატომ უწოდებენ საქართველოზე გამავალ გზას ,,ძველი აბრეშუმის გზას“. რა როლს ასრულებს ჩვენი ქვეყანა დღესაც ,ცივილიზებულ მსოფლიოში.

       
     C) გამთლიანება- რეფლექსია   15  წთ.
         აქტივობა 6.
   კოორდინატების (სიმბოლოთა  წყვილის) გამოყენებით აღწერს მდებარეობას და იყენებს ამ ხერხს რეალურ ვითარებაში (მაგ. საკოორდინატო ბადეზე ორიენტირება, რუკაზე ობიექტის მოძებნა).

აქტივობის აღწერა:



     ვაჯამებთ მიწოდებული მასალას  და ცოდნის განმტკიცების მიზნით  ვთავაზობთ ჯგუფურ სამუშაოს.
   


    ვაკვირდებით  ჯგუფის მუშაობას ,ლიდერი აკეთებს პრეზენტაციას რუკაზე აჩვენებს საქართველოს მეზობელ ქვეყნებს და ასახელებს ურთიერთმიმართებებს. 
  თუ გაკვეთილის მსვლელობისას გახდა საჭიროება  რომელიმე აქტივობის შეცვლა , სათადარიგო აქტივობად გათვალისწინებულია ,,რიცხვის დაშიფრვა’’,ან აქტივობა განხორციელდება მომდევნო გაკვეთილზე.

აქტივობა 7.
    ,, ავუხსნი ბავშვებს რომელიმე ციფრის მაგალითზე როგორ ხდება ციფრის ,,დაშიფვრა’’.(ციფრი წინდაწინ წარმოდგენილია საკოორდინატო ბადის ფურცელზე)
    და ვთავაზობთსამუშაოს მთელ ჯგუფს,   
   .დავალებები წინდაწინ გამზადებულია დაშტრიხულ ბადეზე. პირველ დავალებაში უნდა დაშიფრონ ციფრი ,ხოლო მეორე დავალებაში უნდა
აღადგინონ ციფრი. გადამოწმების თვალსაზრისით აღმოჩნდება ,რომ ერთიდაიგივე ციფრზეა საუბარი.  
მასალის განმტკიცების მიზნით
  განვიხილავთ სახელმძღვანელოში შემოთავაზებულ სავარჯიშოებს 1– 9.(არჩევით). მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად...
 ამ დროს სსსმ მოსწავლე ასრულებს ინდივიდუალურად მისთვის მომზადებულ დავალებას
  მოსწავლეები პასუხობენ სლაიდზე განთავსებულ კითხვებს.
      მეორე გაკვეთილისათვის ვაძლევთ დავალებას 1-8 ,სახელმძღვანელოდან გ.  გოგიშვილი. თ. ვეფხვაძე და სხვ..გვ.76.
   მოსწავლეებს მივმართავთ ,შეაფასონ საკუთარი თავი ,შემდეგ  მოვახდენთ მათ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას.












შეფასების სქემა

კრიტერიუმები
1-3
4-5-6
7-8
9-10
საშინაო დავალების შესრულება
არ აქვს დავალება შესრულებული
არაა სრულყოფილი
დავალება, ვერ ასაბუთებს.
შესრულებუ-ლია მცირე ხარვეზით
 დავალება
სრულყოფილია
მოსწავლის ჩართულობა საკლასო აქტივობებში
 ვერ აქტიურობს, ვერ მსჯელობს
ნაკლებად აქტიურია
 აქტიურია, მსჯელობისას უშვებს შეცდომებს

აქტიურად ჩართულია, სწორად მსჯელობს
შეუძლია ობიექტების ურთიერთმიმართების განსაზღვრა რუკასა და ბადეზე
ვერ განსაზღვრავს
ახერხებს  ხარვეზებით
განსაზღვრავს მცირეოდენი შეცდომებით
ურთიერთმიმართე-
ბებს განსაზღვრავს
უშეცდომოდ
საკოორდინატო ბადის
გამოყენება -ორიენტირება
ვერ  ახერხებს
ორიენტირებას ბადეზე
ნაწილობრივ
ახერხებს
ახერხებს მაგრამ, არა სრულყოფილად
საკოორდინატო
ბადეზე ახერხებს ორიენტირებას სრულყოფილად