Sunday, January 31, 2016

ღერძული სიმეტრია.პრეზენტაცია.6 კლასი.

გაკვეთილის გეგმა.5 კლასი .თემა:წილადი,როგორც ერთობლიობის ნაწილი.

გაკვეთილის თემა
ილადი როგორც ერთობლიობის ნაწილი
სწავლების საფეხური სტანდარტთან კავშირი
პირველი საფეხური.  მათ .  მე-V.2
.კითხულობს და გამოსახავს ჩვეულებრივ/შერეულ  წილადებს: უთითებს მათ ჩანაწერში წილადის მრიცხველსა და მნიშვნელს.
.ადარებს ზოგიერთ წილადებს,რომლებიც წარმოდგენილია ტოლ ნაწილებად დაყოფილი ფიგურის სახით.
მოსწავლეთა პროფილი
მე-5 კლასი. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.
სასწავლო მიზნები
წილადის ,როგორც ერთობლიობის ნაწილის აღქმა.ერთობლიობის რაიმე ნაწილის წილადის სახით გამოსახვის უნარის განვითარება,ერთობლიობის ნაწილის პოვნაში გაწაფვა.
წინარე ცოდნა
.იციან ტოლ ნაწილებად დაყოფა .
.წარმოდგენა აქვთ წილადებზე.
.გაყოფას უკავშირებს განაწილებას.
შეფასების საგანი ,პროცედურები
მასალაზე დაყრდნობით,მოსწავლეთა ჩართულობისა და მსჯელობის უნარების მონიტორინგისას გამოვიყენებ განმსაზღვრელ შეფასებას წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემის მიხედვით.
ტექნიკური საშუალებები
სახელმძღვანელო,რვეული,დაფა.ცარცი.თვალსაჩინოება.
ფურცლები,ფანქრები,საშლელი.
მსვლელობა
A)მოსწავლეთა გამოწვევა-მოლოდინის განსაზღვრა-8 წთ.
    აქტივობა 1.
    მისალმების  შემდეგ ვახდენ მოსწავლეთა მოტივაციას,განვიხილავთ საშინაო დავალებას.არდადეგებზე
დავალებად მიცემული მქონდა შედგენილი სამუშაოები,სულ 24 დავალება.განხილვის და შეჯამების შემდეგ ,როცა უკვე  მათ ეცოდინებათ რამდენი გააკეთეს სწორად.(რისი   დადგენა ხდება სწორი  პასუხების შედარების საფუძველზე .ისინი აფიქსირებენ + სწორი ვარიანტის დროს ,- არასწორისას.და თვლიან + ებს)დავუსვამ ასეთ შეკითხვას .როგორ შეასრულეს დავალება? მთლიანად ამოხსნეს? ნახევარზე მეტი თუ ნახევარზე ნაკლები...ჩაწერონ ნახევარი წილადის სახით.მოკლედ დისკუსიის სახით გავიხსენებთ წილადს,,თუ რას გამოხატავს მნიშვნელი და მრიცხველი..და ა.შ,
B) ცოდნის კონსტრუირება-შინაარსის რეალიზება-20 წთ
   აქტივობა 2.
     გავუსვამთ ხაზს, რომ ჩვენ განვიხილავდით წილადს, როგორც მთელის ნაწილს მოვაყვანინებ რამდენიმე მაგალითს ცხოვრებისეული პრაქტიკიდან..ხოლო ჩემს მიერ შეთავაზებული დავალებები განვიხილოთ როგორც ამოცანათა ერთობლიობა,და დავაფიქსიროთ სწორად შესრულებული დავალებების რაოდენობა ,და ჩავწეროთ მრიცხველში,ხოლო მნიშვნელში სულ რამდენი დავალება გვქონდა ანუ 24. და გავაკეთოთ დასკვნა..რას გამოხატავს ეს წილადი..(სავარაუდო პასუხი თითეული მოსწავლის მიერ შესრულებული დავალებების ნაწილს ერთობლიობიდან).
 
   აქტივობა 3.
      ვსვამ პროვოკაციულ კითხვებს: რა იციან ერთობლიობის შესახებ? ვისმენ მათეულ  შეფასებებს და იქვე ვთხოვ დამისახელონ რაიმე ნიმუში..
    აქტივობა 4.
მოსწავლეებს  ვთხოვ დაწყვილებას (ვაწყვილებ მზაობის დონის მიხედვით , შასაბამისად ვურჩევ დავალებას) და ვურიგებ ფურცლებს ,რომლებზედაც ჩანიშნულია შესასრულებელი დავალებები. .    
    პირველ წყვილს მაგ:დახატონ  12 ყვავილი და გააფერადონ 4. ერთობლიობის რა ნაწილი გააფერადეს ჩაწერონ წილადის სახით.
     მეორე წყვილი დახატავს ბურთებს, მათი სურვილით და მათი სურვილითვე გააფერადებენ რამდენიმეს და ჩაწერენ წილადის სახით.
   მონიტორინგის მიზნით თუ როგორ ერკვევიან ერთობლიობაში,როგორ გამოყოფენ მათგან სასურველ რაოდენობას და ბოლოს როგორ შეძლებენ გამოსახონ წილადი სახით ვაკეთებ მათი მუშაობის პარალელურად ჩანაწერებს დაკვირვების ფურცელზე.
       აქტივობა 5. ჯგუფურ სამუშაოს სახით
       განვიხილავთ ასეთ ამოცანას:
  თაიგულში სულ 15 ყვავილია ,მათ შორის 8 ვარდია.ვარდებიდან 3 თეთრია.ერთობლიობის რა ნაწილია ვარდი?ვარდების რა ნაწილია თეთრი? ვაძლევ შესაბამის ცხრილს და ვთხოვ გაიზრონ დავალება  შეავსონ
ყვავილების რაოდენობა

ვარდების რაოდენობა

თეთრი ვარდების რაოდენობა


   განვიხილავ სახელმძღვანელოში წარმოდგენილ ცხრილს და ვთხოვ გააკეთონ შესაბამისი ჩანაწერები რვეულში.
   აქვე ვთავაზობ G-PRIED დავალების ფურცელს,რომელზედაც გამოსახულია T ფორმით კუბების ერთობლიობა,მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ რამდენს ექნება ამ ერთობლიობიდან შეღებილი  5 წახნაგი, 4 წახნაგი,3 წახნაგი და ჩაწერონ წილადის სახით თვისუფალ ფურცელზე.
  დავალება ხელს უწყობს  აზროვნების ,მსჯელობის უნარების  გაუმჯობესებას.
    ჯგუფური მუშაობის მსვლელობისას ყურადღებით ვაკვირდები მოსწავლეთა ჩართულობას და ვინიშნავ დაკვირვების ფურცელზე.
    აქტივობა 6.
  (5 წთ) ვასრულებთ რამდენიმე  ამოცანას სახელმძღვანელოდან.
    
C) გამთლიანება- რეფლექსია   7 წთ.
     

 აქტივობა 7

 მოსწავლეებთან ერთად ვაჯამებთ  მიწოდებული მასალას კითხვა-პასუხის რეჟიმში  და ვავსებთ აქტივობის ფურცლებს
v  ..3-2-1

Ø  3.  რამ რაც დღეს ვისწავლე..
Ø  2.  რამ ,რაც საინტერესო იყო
Ø  შეკითხვა ,რომელიც მაქვს..
  ვახდენთ  აქტივობის პრეზენტაციას
    
   აქტივობა 8.(5 წთ)
    ვახდენ მოსწავლეთა თვითშეფასებას და მეც ვაფასებ მათ.შემუშავებული შეფასების რუბრიკის მიხედვით.
 მომდევნო გაკვეთილისათვის ვაძლევ დავალებას.







             
შეფასების სქემა

კრიტერიუმები
1-3
4-5-6
7-8
9-10
დავალების შესრულება
ვერ ასრულებს დავალებას
სუსტად ასრულებს,ვერ ასაბუთებს
არაა სრულყოფილი
სრულყოფილია
მოსწავლის ჩართულობა საკლასო აქტივობებში
 ვერ აქტიურობს,ვერ მსჯელობს
ნაკლებად აქტიურია
მეტნაკლებად ჩართულია
აქტიურად ჩართულია,სწორად მსჯელობს
წილადში მრიცხველისა და მნიშვნელის გარჩევა
ვერ არჩევს
არჩევს ნაწილობრივ
უშვებს გარკვეულ შეცდომებს
ადეკვატურად  ახერხებს
ერთობლიობის განსაზღვრა
ვერ ახერხებს
ნაკლებად ახერხებს
ნაწილიბრივ ახერხებს
ახერხებს სრულყოფილად


Sunday, January 17, 2016

                            ჯგუფური სამუშაო
1..............,,დაშიფრეთ’’    ციფრი  -----    9




























































































































































































































































2....გააფერადეთ უჯრები,რომელთა კოორდინატებია :
(5;5);   (5;4)   (6;4)   (7;4)   ,(8;4)  (9;4).  (9;5)   (9,6)   (9;7)    (9;8)   (9,9)  
 (9;10);  (9;11) ,(9;12) ,  (9;13)  ,(9;14)    (9;15).   (8;15)     (7;15)  (6;15)
(5;15);  (5;14)  ,(5;13), (5;12)   ,(5;11),     (5;10)   (6;10)     (7;10)  ,(8:10)