Monday, February 29, 2016

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
წილადებისა  და  შერეული რიცხვების შედარება
სწავლების საფეხური სტანდარტთან კავშირი
პირველი საფეხური.  მათ .  მე-V.3
იყენებს მოქმედებათა თვისებებს და მათ სორის კავშირებს შერეულ რიცხვებზე გამოთვლების შესრულებისა/მათ გასამარტივებლად( შერეული რიცხვების შეკრება ,გამოკლება.წილადის ნატურალურ რიცხვზე გამრავლება)
მოსწავლეთა პროფილი
მე-5 კლასი. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.
სასწავლო მიზნები
სურათების მიხედვით შეძლონ ერთნაირ მნიშვნელიანი წილადებისა და შერეული რიცხვების შედარების წესის აღწერა.შემდეგ კი გავარჯიშდნენ წილადი და შერეული რიცხვების შედარებაში გაერთმნიშვნელიანების ან რიცხვითი სხივის საშუალებით;რიცხვით სხივზე რიცხვის სავარაუდო მდებარეობის დადგენაში,შეძლონ ამ ცოდნისა და უნარების გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.
წინარე ცოდნა
.წარმოდგენა აქვთ წილადებზე და შერეულ რიცხვებზე
.გაყოფას უკავშირებს განაწილებას და შეუძლიათ გამოსახონ სქემებისა და სურათების მიხედვით.
შეფასების საგანი ,პროცედურები
მასალაზე დაყრდნობით,მოსწავლეთა ჩართულობისა და მსჯელობის უნარების მონიტორინგისას გამოვიყენებ განმსაზღვრელ შეფასებას წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემის მიხედვით.
ტექნიკური საშუალებები
სახელმძღვანელო,რვეული,დაფა.ცარცი.თვალსაჩინოება.
მსვლელობა
A)მოსწავლეთა გამოწვევა-მოლოდინის განსაზღვრა-15წთ.
აქტივობა 1.მისალმებისა  შემდეგ ვახდენ მოსწავლეთა მოტივაციას,განვიხილავთ საშინაო დავალებას...

B) ცოდნის კონსტრუირება-შინაარსის რეალიზება-20
აქტივობა 2. განვიხილავთ შემთხვევებს თვალსაჩინოების მაგალითზე,როცა წარმოდგენილი იქნება წრის სხვადასხვა ნაწილები  ; მაგ:5/4 და 3/4.  მოსწავლეები აკვირდებიან და აკეთებენ დასკვნას –რომელი მეტია .კერზოდ 5/4>3/4.
    ერთნაირმნიშვნელიანი წილადებიდან მეტია ის,რომლის მრიცხველიც მეტია.
   განვიხილავთ ანალოგიურ შემთხვევებს.მაგ:ვადარებთ  7/5 და 4/5.4/9 და 7/9 და ა.შ.
   აქტივობა 3.მოსწავლეებს ვთხოვ– ყურადღებას შერეული რიცხვების შედარებისას.განვიხილავთ თვალსაჩინოებებს..მოსწავლეები ადვილად დაასკვნიან
    შერეული რიცხვებიდან მეტია ის,რომლის მთელი ნაწილია მეტი.ხოლო თუ მთელი ნაწილები ტოლია,შემდეგ ვადარებთ წილად ნაწილებს–მეტია ის .რომლის წილადი ნაწილია მეტი.
  მაგ: 5მთ 3/8 >5 მთ 1/8,      7 მთ 4/9 >5მთ7/9.
 აქტივობა 4.განვიხილავ, როგორ შეიძლება შევადაროთ მაგალითად ,   2/5 და 3/10.    5/7 და 9/14.
   სხვადასხვა მნიშვნელიანი წილადების შედარებისას გადავაქცევთ ერთმნიშვნელიან წილადებად და შემდეგ შევადარებთ.

    მაგ: 5/7 =10/14..10/14> 9/14   ანუ 5/7 >9/14.
  აქტივობა 5.ვვარჯიშობთ როგორ შევადაროთ და გამოვსახოთ შერეული რიცხვები და წილადები რიცხვით სხივზე.სათავიდან უფრო  მარჯვნივ მეტი რიცხვია .

           C) გამთლიანება- რეფლექსია   15  წთ.
აქტივობა  6.განვიხილავთ მოსწავლეებთან ერთად მიწოდებულ მასალას  და ცოდნის განმტკიცების მიზნით
განვიხილავთ სახელმძღვანელოში შემოთავაზებულ სავარჯიშოებს 1– 6, მოისაზრე 1.
მეორე გაკვეთილისათვის ვაძლევ დავალებას 1–7.მოისაზრე 2
მეორე გაკვეთილზე–7–12,მოისაზრე –3
 დავალებად 8–12,    მოისაზრე 4
მესამე გაკვეთილისათვის  13–21
დავალებად 13–18







               მე–6 კლასი    მათემატიკა
კრიტერიუმები
1-3
4-5-6
7-8
9-10
დავალების შესრულება
ვერ ასრულებს დავალებას
სუსტად ასრულებს,ვერ ასაბუთებს
არაა სრულყოფილი
სრულყოფილია
მოსწავლის ჩართულობა
 ვერ აქტიურობს,ვერ მსჯელობს
ნაკლებად აქტიურია
მეტნაკლებად ჩართულია
აქტიურად ჩართულია,სწორად მსჯელობს
შერეული რიცხვების შედარება
ვერ ახერხებს
ახერხებს
ნაწილობრივ
უშვებს გარკვეულ შეცდომებს
ადეკვატურად  ახერხებს
შერეული რიცხვის გამოსახვა და შედარება რიცხვით სხივზე
ვერ ახერხებს
ნაკლებად ახერხებს
ნაწილიბრივ ახერხებს
ახერხებს სრულყოფილად


შეფასების სქემა

ისევ 5 კლასი

5 კლასი

შემაჯამებელი გაკვეთილი წილადებზე....5 კლასი

Saturday, February 20, 2016

გაკვეთილის თემა..ღერძული სიმეტრია.6 კლასი.....

გაკვეთილის თემა
                ღერძული სიმეტრია
სწავლების საფეხური სტანდარტთან კავშირი
VI.8
.ახდენს გეომეტრიული გარდაქმნების დემონსტრირებას.
აგებს ბრტყელი ფიგურის სიმეტრიულლ ფიგურას მითითებული სიმეტრიის ღერძის მიმართ უჯრიან ფურცელზე.
  .პოულობს ფიგურათა სიმეტრიული კონფიგურაციის სიმეტრიის ღერძს
VI.9
 . ადგენს ფიგურებსა და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებებს.
.  იყენებს გეომეტრიულ გარდაქმნებს ფიგურათა კონგრუენტულობისა და სიმეტრიულობის დასადგენად.
მოსწავლეთა პროფილი
მე-6 კლასი. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.
სასწავლო მიზნები
მოსწავლე გაეცნოს სიმეტრიის ცნებას.მან შეძლოს ბრტყელი ფიგურის სიმეტრიული ფიგურის აგება მითითებული სიმეტრიის ღერძის მიმართ უჯრიან ფურცელზე.სიმეტრიული ფიგურების მიხედვით სიმეტრიის ღერძის აღდგენა,სიმეტრიული ფიგურების სიმეტრიის ღერძების გამოსახვა.პრაქტიკული ამოცანების შესრულების შემდეგ გაუმყარდეს წარმოდგენა,რომ სიმეტრიული ფიგურები ტოლია.სიმეტრია შენიშნოს ბუნებაში,ბგერებში ,ხელოვნაბაში.
წინარე ცოდნა
. მოსწავლეებმა იციან ბრტყელი ფიგურები.
.არჩევენ ტოლ ფიგურებს.
.იციან წრფე და მართობული წრფეეები.

შეფასების საგანი ,პროცედურები
მასალაზე დაყრდნობით,მოსწავლეთა ჩართულობისა და მსჯელობის უნარების მონიტორინგისას გამოვიყენებ განმსაზღვრელ ,ასევე განმავითარებელ, შეფასებას წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემის მიხედვით
ტექნიკური საშუალებები
სახელმძღვანელო, თვალსაჩინოება,რვეული,დაფა.ცარცი.                                         საწერი საშუალებები.ისტ–ი.სამუშაო ფურცლები.ჯიპრაიდის დავალების ფურცლები,საღებავი,სარკე,...

მსვლელობა
A)  ფაზა ,,წინასწარ“
გამოწვევა-მოლოდინის განსაზღვრა-10 წთ.
აქტივობა 1.
  მისალმებისა და ნაცნობი  მასალის შეხსენების მიზნით,  ვახდენ მოსწავლეთა მოტივაციას,მოსწავლეებს სლაიდების საშუალებით ვთავაზობ წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით შერჩეულ საკვანძო საკითხებს,განვიხილავთ წრეწირის კომპონენტებს შორის კავშირს და წრეწირების ურთიერთგანლაგების შემთხვევებს. საშინაო დავალების მონიტორინგს.
  
 
.დისკუსიის სახით მოსწავლეებს ვუსვამ კითხვებს: რომელ ფიგურებს იცნობენ? პასუხებიდან გამომდინარე დავაჯგუფებინებ რომელია ბრტყელი და რომელი სივრცული.რა არის წრფე? მართობი წრფე? როგორი წარმოდგენა აქვთ ტოლ ფიგურებზე?  ყურადღებას გავამახვილებინებ წრეწირზე და დიამეტრზე,როგორც მის ორ ტოლ ნაწილად გამყოფზე.მოვახდენინებ დემონსტრირებას.
გაკვეთილის განმავლობაში ვავსებთ აქტივობას დაფაზე,სადაც მასწავლებელი ვასრულებ ,,კალმის’“ როლს.


·         რა ვიცი.....
·         რა მინდა ვიცოდე....
·         რა ვისწავლე....

B)    ფაზა გნმავლობაში:
ცოდნის კონსტრუირება-შინაარსის რეალიზება-25


აქტივობა 2.
 მოსწავლეებს ვაწვდი კვადრატისა და მართკუთხედის ფორმის ფურცლებს და ვთხოვ დაყონ ორ თანაბარ ნაწილად,და თან რამდენნაირად შეძლებენ მას.გაავლონ ხაზი გადაკეცვის ხაზზე და განვუმარტავ, რომ ეს ხაზი სიმეტრიის ღერძია და ის თანაბარ ნაწილებად ყოფს ფიგურას.მაინტერესებს მათი აზრი, ყველა ფიგურას ექნება თუ არა სიმეტრიის ღერძი.მიმოიხედონ ან გაიხსენონ საგნები ,რომლების სიმეტრიულია.
  დამხმარე ლიტერატურისა და სურათების გამოყენებით ვახდენთ დაკვირვებას და აღმოჩენას ,რომ სიმეტრიული ფიგურები ტოლია. ღერძული სიმეტრიის დროს ორ წერტილს   შორის მანძილი შენარჩუნებულია.(უფრო დაწვრილებით მაღალ კლასებში შეისწავლიან)
აქტივობა 3.
  წარმოვადგენთ    შესაბამის მაგალითს,აღვწერთ სიმეტრიულ ფიგურათა   აგების  ალგორითმს:   რაიმე   A  წერტილის
სიმეტრიული A1 მოცემული L ღერძის მიმართ ამ წერტილიდან L ღერძისადმი გავლებულ მართობულ წრფეზეა, ამასთან მოცემული  A    წერტილი   და   A1   წერტილი  L–დან ტოლი მანძილებითაა დაშორებული.(სიმეტრია ბერძნული სიტყვაა და რაიმე მთელის ნაწილების თანაზომიერ განლაგებას ნიშნავს)
    აქტივობა 5.შემდეგ კი პირიქით,სიმეტრიული წერტილების მიხედვით  სიმეტრიის ღერძის აგების ალგორითმს ვთავაზობთ:
სიმეტრიის ღერძი არის იმ მონაკვეთის შუამართობი,რომლის ბოლოები სიმეტრიული წერტილებია.ვასრულებთ შესაბამის ნახაზს.ვთხოვ შესაბამისი დადასტურება მოიძიონ სახელმძღვანელოში.
   აქტივობა 6.განვიხილავთ პარაგრაფში წარმოდგენილ სიმეტრიულ ფიგურებს  და დაკვირვების  საფუძველზე ვასკვნით,რომელ ფიგურას რამდენი სიმეტრიის ღერძი აქვს  და საერთოდაც–აქვს თუ არა.
    აქტივობა  7.მოსწავლეებს მზაობის   მიხედვით  ვაწვდი შესაბამის დავალებას და განვუმარტავ დავალების მიზანს . ვაგებთ  მოცემული ფიგურის სიმეტრიულ ფიგურას მოცემული ღერძის მიმართ. აქტივობა.8.მოსწავლეებს ვაჯგუფებ და ვთავაზობ სამუშაო ფურცელზე ჯგუფურ დავალებას.სადაც მოცემულია რამდენიმე ფიგურა,მათ უნდა განსაზღვრონ რამდენი სიმეტრიის ღერძი აქვს თითეულს და გაავლონ.
      ამ აქტივობით ხელი შეეწყობა ჯგუფური მუშაობის უნარებს, ურთიერთპატივისცემას,აზრთა გაზიარება... დაკვირვების რვეულში ჩავინიშნავ მოსწავლეთა ძლიერ და სუსტ მხარეებს,შემდგომში პრობლემის აღმოფხვრის მიზნით.
 აქტივობა 9. მოსწავლეებს ვთავაზობ გადაკეცონ ფურცელი შუაზე და ერთ მხარეზე ვასხამთ საღებავს(ლაკს)ან საწერი საშუალების გულის სითხეს ,დავადოთ მას მეორე მხარე.მოსწავლეებს გამოაქვთ დასკვნა, როგორი ფიგურები მიიღება (ტოლი).აქვე დავამატებ აქტივობას სარკის გამოყენებით.სარკის წინ მოვათავსებ რაიმე საგანს,და დავაკვირვებ მოსწავლეებს ,როგორი საგანი მიიღება სარკეში. დავძენ:ღერძული სიმეტრია გეომეტრიული გარდაქმნაა...


           ფაზა შემდგომ
 C) გამთლიანება- რეფლექსია   10  წთ.
აქტივობა 10.

  მოსწავლეებს მათი ცნობიერების ასამაღლებლად, თუ სად და როგორ გვხვდება სიმეტრია და რასთან ასოცირდება იგი- ბუნებაში ,ხელოვნებაში ,ბგერათა ჰარმონიაში ვთავაზობ მომზადებულ პრეზენტაციას.


    მუშაობის შეჯამების მიზნით  ვთხოვ შეასრულონ ჯიპრაიდის დავალების ფურცლებზე შესაბამისი დავალებები. სახელმძღვანელოში შემოთავაზებული     ტესტები,სავარჯიშოები..
 აქტივობა 5.მოვახდენ მოსწავლეთა შეფასებას წინასწარ შედგენილი კრიტერიუმებით და ვაძლევ საშინაო დავალებას.
 









შეფასების სქემა
კრიტერიუმები
1-3
4-5-6
7-8
9-10
დავალების შესრულება
ვერ ასრულებს დავალებას
სუსტად ასრულებს,ვერ ასაბუთებს
არაა სრულყოფილი
სრულყოფილია
მოსწავლის ჩართულობა
 ვერ აქტიურობს,ვერ მსჯელობს
ნაკლებად აქტიურია
მეტნაკლებად ჩართულია
აქტიურად ჩართულია,სწორად მსჯელობს
L წრფის მიმართ სიმერტიული ფიგურის აგება
ვერ ახერხებს
ახერხებს ნაკლებად
ნაწილობრივ ახერხებს
ახერხებს სრულყოფილად
სიმეტრიულ ფიგურებში სიმეტრიის ღერძის დადგენა.
ვერ ახერხებს
ნაკლებად ახერხებს
ნაწილიბრივ ახერხებს
ახერხებს სრულყოფილად