Wednesday, September 8, 2021

გაკვეთილის გეგმა სავალდებულო.2020-21 სასწ.წელი.მათემატიკა მესამე კლასი.თემა: შესაბამისობა

 

გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში

N1

მასწავლებლის სახელი, გვარი: ფატიმა ლეშკაშელი

პირადი ნომერი: 49001006319

საგანი:    მათემატიკა

კლასი/საფეხური: კლაი მე-3 . საფეხური I .

მოსწავლეთა რაოდენობა : 2 ,  მათ შორის  სსსმ მოსწავლე არ არის

გაკვეთილის თემა: შესაბამისობა

გაკვეთილის მიზანი:

v  მოსწავლეები გაეცნობიან და გაიაზრებენ საგნებს შორის ან საგნებსა და მათ ატრიბუტებს შორის შესაბამისობას .

v  სიტყვიერად მოცემული შესაბამისობის მიხედვით  ცხრილის  შევსება.

v  შესაბამისობის აღწერის უნარების განვითარების ხელშეწყობა კონკრეტული მაგალითის ამოხსნისას.

 

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

v  მათ. III.6. მოსწავლეს შეუძლია საგნებს შორის ან საგნებსა და მათ ატრიბუტებს შორის მოცემული შესაბამისობის გავრცობა,გამოსახვა და გამოკვლევა.

შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:

§   ანალოგიის ან წინასწარ მოცემული წესის მიხედვით განავრცობს მოცემული მარტივი შესაბამისობის ფრაგმენტს (მაგ: მის ირგვლივ მდებარე საგნებისათვის მოცემული ასეთიშესაბამისობისათვის:ფურცელი---თეთრი, ჩანთა---ლურჯი,დაფა---?

§   სიტყვიერად მოცემული შესაბამისობის მიხედვით ავსებს ცხრილს.

§   ცხრილის საშუალებით გამოსახული შესაბამისობისათვის პოულობს მითითებული ელემენტის წინასახეს.(მაგ:მოცემულიცხრილისათვის,რომელიც გამოსახავს ,თუ რომელმა მოსწავლემ რა ნიშანი მიიღო,ე.ი შესაბამისობას:მოსწავლე---ნიშანი,ასახელებს ყველა იმ მოსწავლეს,რომელმაც მიიღო 6.)

                გაკვეთილის მიზანი შეესაბამება მესამე კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნებს.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგს.სასწავლო მიზანი და გაკვეთილის თემა შესაბამისობაშია სასწავლო წლის მოცემულ პერიოდთან.

 

.

 

 

 

 

 

 

 

#

აქტივობის მიზანი და აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა/ ფორმები

სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)

დრო (წთ)

1

 

 

 აქტივობა:

 საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.

აქტივობის მიზანი:

 მოსწავლე განეწყოს გაკვეთილისათვის,გაეცნოს გაკვეთილის თემას ,მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.

 აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს,აწესრიგებს საორგანიზაციო საკითხებს,აცნობს გაკვეთილის მიზანს,თემას,შეფასების რუბრიკებს.ახსენებს ქცევის წესებს და ყურადღებას ამახვილებს პანდემიის დროს საჭირო ქცევის წესებზე.

  მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს ცნებაზე ,,შესაბამისობა’’ და სახალისო უმარტივესი აქტივობით განაწყობს კლასს გაკვეთილისათვის.  მოსწავლეებს მიმართავს დაასახელონ თავიანთი სახელები,და დაუკავშირონ გვარებს.განუმარტავს, რომ თითოელ სახელის შემდეგ დასახელებული გვარი წარმოადგენს ამ სახელის შესაბამისს,ანუ გვექნება შესაბამისობა:

 სახელი                       გვარი.

ვერბალური

 

 

 

 

 

 

მთელი კლასი

ფლიფჩარტი,დაფა. პროექტორი.PowerPoint-ის საპრეზენტაციო მასალა.

გაკვეთილის თემა და მიზანი დაფაზე ან სლაიდით  თვალსაჩინოდ აღქმის მიზნით.

გააქტიურდება მოსწავლეთა ვიზუალური მეხსიერება და ყურადღების კონცენტრაცია.

სახალისო აქტივობა განაწყობს კლასს გაკვეთილისათვის და დაეხმარება ცნება ,,შესაბამისობის  ‘’გააზრებაში.

3 წთ

 

2

 

 

 

 აქტივობის მიზანი : წინარე ცოდნის გააქტიურება.

აქტივობის აღწერა: წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი მასწავლებელი ახსენებს მოსწავლებს ფიგურებს,ყურადღებას უთმობს მათ აღწერას, წარმოდგენას ასოების სახით.  დაფაზე ხაზავს რამდენიმე მონაკვეთს და აღნიშნავს მასზე რამდენიმე ასოს.  სვამს ცოდნაზე ორიენტირებულ კითხვებს:

-დაასახელეთ რომელ ფიგურებს იცნობთ.

-რით განსხვავდება გეომეტრიული ფიგურები სივრცულისაგან?

-დაასახელე ფიგურების კომპონენტები,

--- რიცხვებთან მიმართებაში გაახსენებს რიცხვის გაორმაგებას,განახევრებას,

-ით მეტი, -ით ნაკლები და ა.შ

   აქვე ახდენს საშინაო დავალების მონიტორინგს. მოსწავლეები კითხულობენ წერილობით შესრულებულ დავალებას,აანალიზებენ და საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი ეხმარება გაურკვეველი სავარჯიშოს შესრულებაში.  სახელძღვანელო- მათემატიკა

მესამე კლასი. (ავტორი-გ.გოგიშვილი და სხვები.)

მასწავლებელი აძლევს განმავითარებელ შეფასებას.

 

 

კითხვა პასუხი

მთელი კლასი

დაფა, ცარცი. მოსწავლის სამუშაო რვეული ,სახელმძღვანელო.

მოსწავლეები გაიხსენებენ მათთვის ნაცნობ საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს წინარე ცოდნის გააქტიურებას.

7წთ

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მონაკვეთის ასოებითა და რიცხვებით გამოსახვის დაკავშირება.  შეასაბამისობა მონაკვეთზე გამოსახულ ასოებსა და მონაკვეთის ნომრებს შორის.

აქტივობის აღწერა:

  მასწავლებელი მიუბრუნდება  დაფაზე დასაწყისში დახაზულ მინაკვეთებს და დანომრავს. მიმართავს მოსწავლეებს ამ კონკრეტულ მონაკვეთებზე გამოსახულ ასოებს შეუსაბამონ მონაკვეთის ნომრები. მაგ:AB მონაკვეთის ნომერია 1.   CD -სი 2. და ა.შ.

-რომელი ნომერია MNმონაკვეთი?

- რომელ მონაკვეთზეა L წერტილი?

-5    ნომერი რომელი მონაკვეთია?

და აჩვენებს შესაბამისობის ჩაწერის სიმბოლოს . AB            1.ანუ შესაბამისობის ჩასაწერად გამოიყენებენ ისარს,და აქვე განუმარტავს რომ ,შესაბამისობა უნდა მოცემული იქნას გარკვეული წესით.

  მოსწავლეები ასრულებენ სახელმძღვანელოში წარმოდგენილ მსგავს სავარჯიშოს ,წერენ რვეულში.

ინტერაქტიული მინი-ლექცია

მთელი კლასი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინდივიდუალური.

დაფა, ცარცი. სახელმძღვანელო.

დაფაზე შესრულება  თვალსაჩინო აღქმას უწყობს ხელს.

მოსწავლეებს ეხმარება მიზნობრივი სავარჯიშოებით აღიქვან შესაბამისობის ჩაწერის  სიმბოლო.

 

6

წთ

3

 აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მოცემული წესის მიხედვით ცხრილის შევსება,საგნებისა და მათ ატრიბუტებს შორის შესაბამისობის დადგენა.

აქტივობის აღწერა:  

      მასწავლებელი თვალსაჩინოებისათვის აჩვენებს სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურას,ასეხელებინებს მათ კომპონენტებს და ფლიფჩარტზე წარმოდგენილ ცხრილის შევსებას სთხოვს მოსწავლეს,კერძოდ: ცხრილის ერთ სვეტში დასახელებულია ფიგურები ,მეორეში კომპონენტი მაგ: წიბოთა რაოდენობა ან წვერო,ან წახნაგი.

სივრცული ფიგურა

წახნაგები

კუბი

 

სამკუთხა პირამიდა

 

ოთხკუთხა პირამიდა

 

მართკუთხა პარალელეპიპედი

 

სფერო

 

ხუთკუთხა პირამიდა

 

 მიმართავს მოსწავლეებს დაასახელონ ამ შესაბამისობის წესი და შეავსონ.

ნაბიჯ-ნაბიჯ კითხვებით,საჭირობის შემთხვევაში გეომეტრიული ფიგურის თვალსაჩინოების გამოყენებით მასწავლებლის დახმარებით,სკაფოლდინგით ასრულებს დავალებას.  მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ შეფასებას.

რამდენიმე შესაბამისობის მაგალითს წესის შერჩევის და გაწაფვის მიზნით მასწავლებელი გააჩევინებს მოსწავლეებს ზეპირად.მაგ:   ფერადოვან საწრუპავებით შესაბამისობას ფერებსა და რაოდენობას შორის და ა.შ.

კითხვა-პასუხი

მთელი კლასი

 

  დაფა, ცარცი. ფლიფჩარტი. გეომეტრიული ფიგურების მოდელები.თვალსაჩინოება ეხმარება მოსწავლეებს ვიზუალურ აღქმაში და ხელს უწყობს დამახსოვრებას.

8 წთ

4

აქტივობის მიზანი:

განტვირთვა

აქტივობის აღწერა: განწყობის ლექსის ფონზე მოსწავლეები ასრულებენ რიტმულ მოძრაობებს.

 

მიბაძვითი ცეკვა -სიმღე

რა

 

 

 

მთელი კლასი

ლექსი განწყობისთვის.

 მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შესვენება დაღლილობას განმუხტავს და გაახალისებს მოსწავლეებს.

1

წთ

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

.

აქტივობის მიზანი: მასალის განმტკიცება.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ფლიფჩარტზე ან სლაიდზე წინდაწინ გამზადებულ  დამოუკიდებელ დავალებას აცნობს  ,  ,,დაფიქრდი,იაზროვნე,გადაწყვიტე’’: ინსტრუქციას განუმარტავს , მასწავლებელი დისტანციით და კოვიდ ინფექციის მოთხოვნების გათვალისწინებით აკვირდება მოსწავლეების მუშაობას ,საჭიროების შემთხვევაში აძლევს გეზს და ადეკვატურ  უკუკავშირს.

    მასწავლებელი ჩაერთვება საჭიროებისამებრ და შეასრულებს ფასილიტატორის როლს, ყურადღება მახვილდება შესაბამისობის წესის გააზრებასა და პრაქტიკულ გამოყენებაზე,ამოცანა შერჩეულია კომპლექსური სახით სოციალურ და საყოფაცხოვრებო გარემოს გათვალისწინებით

მაგ:     დაეხმარე ვაკოს ,ის ეძებს მეგობრებს ნიკას და სალომეს.ზუსტად არ ახსოვს სახლის ნომრები,მხოლოდ ის ახსოვს რომ,ნიკას სახლის ნომერი სალომეს სახლის ნომრის მომდევნო რიცხვია,სალომეს სახლის ნომერი უმცირესი სამნიშნა რიცხვის განახევრებით მიიღება

v  შეუსაბამე სახლებს ნომრები და ვაკოს მეგობრის სახელები.

v  ვისი სახლის ნომერია ლუწი რიცხვით გამოსახული?

Ø  გაითვალისწინე გზის ერთ მხარეს სახლები ლუწი რიცხვებითაა დანომრილი მეორე მხარეს კენტით.

დავალება წარმოდგენილია ფლიფჩარტზე სქემატურად,დახაზულია გზა და მის ორივე მხარეზე სახლის სურათებია დაწებებული,რომ რეალურ სურათის დამსგავსების და მოსწავლეთა გააზრების გაადვილების მიზნით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დამოუკიდებელი სამუშაო

 

ინდივიდუალური

ფლიფჩარტი ან powerpoint-ის პროგრამა.

  ფლიფჩარტზე წინდაწინ გამზადებული

სავარჯიშოები განუმტკიცებს ბავშვებს ახალ მასალაზე მიღებულ ცოდნას და გამოავლენს პრობლემებს, რომელიც, გათვალისწინებული იქნება მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვაში.აქტივობა ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი მუშაობისა, მსჯელობის და აზროვნების უნარების განვითარებას.რეალურ სურათს დამსგავსებული დავალება მოსწავლეს გააზრებას აადვილებებს.

 

10

წთ

6

აქტივობის მიზანი:მიღებული ცოდნის გამოყენება-განმტკიცება

აქტივობის არწერა:  თემატურად შესაბამისი ელ.რესურსის გამოყენებ,ა პროექტორით აჩვენებს

განმტკიცების მიზნით წინასწარ მომზადებულ ელ.რესურს   ,სადაც მოსწავლეებმა მათემატიკურ გამოსახულებებს უნდა შეუსაბამონ პასუხები.კომპიუტერთან მუშაობს მასწავლებელი,კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით და აფიქსირებს მოსწავლეთა პასუხებს.

ვერბალური

მთელი კლასი

პროექტორი,კომპიუტერი.

http://bit.ly/3tGsBNc

 

5 წთ

7

აქტივობის მიზანი: შეჯამება

აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს,

   -რა გავაკეთეთ დღეს გაკვეთილზე?-ყველაზე ძალიან რომელი აქტივობა მოგეწონათ?

 -შეაფასეთ თქვენი მუშაობა დღევანდელ გაკვეთილზე თვითშეფასების რუბრიკის მიხედვით .

- სად გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას? 

 აფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასების რუბრიკით და აძლევს საშინაო დავალებას.

 

 

შეფასების რუბრიკა .ფლიფჩარტზე ან სლაიდით ,რომელიც დასაწყისში იყო შეთავაზებული.

 შეფასება ეხმარება მასწავლებელსაც და მოსწავლესაც გააალიზოს სუსტი და ძლიერი მხარეები.

5წთ

8

რეზერვი აქტივობა

...გამოტოვებულ ადგილზე დაასახელე/ჩასვი + ,- , =ნიშანი ისე ,რომ სწორი ტოლობა  მიიღო

9 4          45       48

გამოტოვებუ

ლი მოქმედების ნიშნის აღდგე

ნა

მთელი კლასი

იწერება ფლიფჩარტზე ან სლაიდით ეწოდება.

რეზერვი აქტივობა გათვალისწინებულია საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად.

 

 

      გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

 

      მოსწავლეები გაეცნენ და გაიაზრეს საგნებს შორის ან საგნებსა და მათ ატრიბუტებს შორის შესაბამისობა .

    შეძლეს სიტყვიერად მოცემული შესაბამისობის მიხედვით  ცხრილის  შევსება.

     გაკვეთილზე ხელი შეეწყო შესაბამისობის აღწერის უნარების განვითარებას კონკრეტული მაგალითის განხილვით.

 

 

      შეფასება: მასწავლებელი იყენებს სიტყვიერ განმავითარებელ შეფასებას, სიტყვიერ მოსწავლეთა თვითშეფასებას,შეფასების ზოგად სქემას .

              ხელმოწერა:

               თარიღი: 02.03.2021 წელი

 

 

                                                                 

 

 

 

 

 

 

 

 

 შეფასების რუბრიკა

შეფასების კრიტერიუმები

დაბალი

საშუალოზე დაბალი

საშუალო

საშუალოზე მაღალი

მაღალი

მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში

არ არის ჩართული

ცდილობს,მაგრამ უშედეგოდ

ცდილობს,მაგრამ ხარვეზებით

პერიოდულად ერთვება

აქტიურად არის ჩართული

მიღებული ცოდნის ტრანსფერი პრაქტიკულ სავარჯიშოებში

ვერ ახერხებს

ცდილობს,მაგრამ უშედეგოდ

ახერხებს,მაგრამ ხარვეზებით

ახერხებს უმნიშვნელო შეცდომებით

ახერხებს უშეცდომოდ

შესაბამისობის წესის

გააზრება

ვერ გაიაზრებს შეკრებისა და გამოკლების ურთიერთშებ-

რუნებულობას

ცდილობს ,მაგრამ უშედეგოდ

ახერხებს ხარვეზებით

ახერხებს უმნიშვნელო შეცდომებით

უშეცდომოდ ახერხებს

მოცემული შესაბამისობის მიხედვით  ცხრილის  შევსება.

ვერ ახერხებს

ცდილობს,მაგრამ უშედეგოდ

ახერხებს ხარვეზებით

ახერხებს  უმნიშვნელო შეცდომებით

სწორად და უშეცდომოდ ახერხებს

 

 

თვითშეფასების რუბრიკა

ემოცია

როგორ ვიაქტიურე დღეს

ვიყავი აქტიური და მონდომებული ყველა აქტივობაში

ზოგიერთი დავალების შესრულება გამიჭირდა

 

 

 

 


1 comment:

  1. Gambling in the Gambling Industry: A New World of Gambling
    The growth of online gambling in the 바카라 USA 대전광역 출장마사지 is expected to slow 화성 출장마사지 the 안동 출장샵 decline of the United States in a few years by 2030. The online 광주광역 출장안마 gambling

    ReplyDelete