Wednesday, September 8, 2021

გაკვეთილის გეგმა სავალდებულო.მესამე კლასი /თემა:მონაცემთა დაჯგუფება.2020-2021 სასწ.წელი

 

გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში

N2

მასწავლებლის სახელი, გვარი: ფატიმა ლეშკაშელი

პირადი ნომერი: 49001006319

საგანი:    მათემატიკა

კლასი/საფეხური: კლაი მე-3 . საფეხური I .

მოსწავლეთა რაოდენობა : 2 ,  მათ შორის  სსსმ მოსწავლე არ არის

გაკვეთილის თემა: მონაცემთა შეგროვება

გაკვეთილის მიზანი:

             მონაცემთა დაჯგუფება,რაოდენობრივ მონაცემთა დალაგება,დაჯგუფებისას გამოყენებული ნიშნების დასახელება-

            მონაცემთა ანალიზის საწყისების გაცნობა.

 

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

      მათ.III.12.მოსწავლეს შეუძლია რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა.

 

       ბუნ.III.1   მოსწავლეს შეუძლია განარჩიოს სიცოცხლის ზირითადი გამოვლინებები.

 

შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:

v  .აჯგუფებს მონაცემებს არაუმეტეს ორი ნიშნით და ასახელებს ნიშნებს,რომელთა მიხედვით მოახდინა დაჯდუფება.

ალაგებს რამდენიმე რაოდენობრივ მონაცემს ზრდადობა კლებადობით.სიტყვიერად მოცემული შესაბამისობის მიხედვით ავსებს ცხრილს.

v  აჯგუფებს ცოცხალ და არაცოცხალ ობიექტებს და განმარტავს დაჯგუფების პრინციპს.

       გაკვეთილის მიზანი შეესაბამება მესამე კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნებს.ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგს.

               სასწავლო მიზანი და გაკვეთილის თემა შესაბამისობაშია სასწავლო წლის მოცემულ პერიოდთან.

 

.

 

 

 

#

აქტივობის მიზანი და აღწერა

გამოყენებული მეთოდი/მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა/ ფორმები

სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)

დრო (წთ)

1

 

 

 აქტივობა:

 საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.

აქტივობის მიზანი:

 მოსწავლე განეწყოს გაკვეთილისათვის,გაეცნოს გაკვეთილის თემას ,მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.

 აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს,აწესრიგებს საორგანიზაციო საკითხებს,აცნობს გაკვეთილის მიზანს,თემას,შეფასების რუბრიკებს.ახსენებს ქცევის წესებს და ყურადღებას ამახვილებს პანდემიის დროს საჭირო ქცევის წესებზე.

 

 

ვერბალური

 

 

 

 

 

 

მთელი კლასი

ფლიფჩარტი,დაფა. პროექტორი.PowerPoint-ის საპრეზენტაციო მასალა.

გაკვეთილის თემა და მიზანი დაფაზე ან სლაიდით  თვალსაჩინოდ აღქმის მიზნით.

გააქტიურდება მოსწავლეთა ვიზუალური მეხსიერება და ყურადღების კონცენტრაცია.

 

3 წთ

 

2

 

 

 

 აქტივობის მიზანი : წინარე ცოდნის გააქტიურება.

აქტივობის აღწერა: წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით ნაცნობი  მასალის შეხსენების მიზნით,  ვახდენ მოსწავლეთა მოტივაციას, წინარე ცოდნის გააქტიურებას კითხვებით:

.რას ვუწოდებთ ზოგადად მონაცემს? როგორ  შეიძლება იყოს ის მოცემული?

.ყოველდღიური გამოცდილებიდან რომელი მონაცემების დასახელება შეგვიძლია? (მაგ. თანასოფლელი გოგონებისა და ვაჟების, მეზობლების, შინაური ფრინველების და ცხოველების. სხვადასხვანიშნა რიცხვების და სხვ,)

.ბუნებაში როგორ ორგანიზმებს იცნობენ? (ცოცხალი და არაცოცხალი)

.რის მიხედვით ხდება მათი განსხვავება?

.დაასახელე რამდენიმე მაგალითი თითოეული ჯგუფიდან.

   აქვე ახდენს საშინაო დავალების მონიტორინგს. მოსწავლეები კითხულობენ წერილობით შესრულებულ დავალებას,აანალიზებენ და საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი ეხმარება გაურკვეველი სავარჯიშოს შესრულებაში.  სახელძღვანელო- მათემატიკა

მესამე კლასი. (ავტორი-გ.გოგიშვილი და სხვები.)

მასწავლებელი აძლევს განმავითარებელ შეფასებას.

 

 

კითხვა პასუხი

მთელი კლასი

დაფა, ცარცი. მოსწავლის სამუშაო რვეული ,სახელმძღვანელო.

მოსწავლეები გაიხსენებენ მათთვის ნაცნობ საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს წინარე ცოდნის გააქტიურებას.

7წთ

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს გააზრება,რომ ერთი და იგივე მონაცემი შეიძლება დაჯგუფებული იყოს,როგორც ერთი ისე მეტი საერთო ნიშნით.

აქტივობის აღწერა:

კითხვებზე პასუხისას მოსწავლეთა აქტივობის მიხედვით მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს  გამზადებულ ინდივიდუალურ დავალებას და აძლევს ინსტრუქციას: შეასრულონ მითითებული მოქმედებები.

1.

     მასწავლებელი აწვდის ყუთში მოთავსებულ მარცვლეულს და სთხოვს დააჯგუფოს რაიმე ნიშნით ერთნაირი მარცვლები და ახსნას რა ნიშნით დააჯგუფა.

2. 

   დაჭრილ ფურცლებზე დაწერილია  სხვადასხვანიშნა რიცხვები,ზოგი ლუწია ზოგი კენტი , ზოგი ორნიშნაა,ზოგი სამნიშნა,ზოგიც ერთნიშნა .მოსწავლემ უნდა დაალაგოს რაიმე ნიშნით და აღწეროს, კერძოდ რომელი ნიშნით დაალაგა(მოლოდინი-დაინახოს შესაძლებლობა ,რომ ერთზე მეტი ნიშნითაა შესაძლებელი დაჯგუფება,)

.რომელ ჯგუფშია მეტი რაოდენობის რიცხვი?

.რომელში ნაკლები?

 

3.

 დაფარული ტომსიკიდან იღებს გეომეტრიულ ფიგურებს და აჯგუფებს რაიმე ნიშნით(მოლოდინი-ბრტყელი და სივრცული, პარალელეპიპედები და პირამიდები,ერთნაირი წვეროების ან წიბოების მიხედვით ,ან ფერების მიხედვით...და სხვ).

.რომელ ჯგუფშია ყველაზე მეტი რაოდენობა?

.რამდენია სხვაობა მეტ და ნაკლებ რაოდენობებს შორის?

  

    გააზრების შემდეგ კი გააკეთებენ დასკვნას: რომ ერთი და იგივე მონაცემი შეიძლება დაჯგუფებული იყოს, როგორც ერთი ,ასევე მეტი საერთო ნიშნის მიხედვით.  , ამ დროს სარგებლობენ  ,,შუქნიშნებით ‘’ რამდენად  ეთანხმებიან მეგობრის აზრს.

   

ინტერაქტიული დიალოგი

მთელი კლასი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინდივიდუალური.

ყუთი,მარცვლეული,. დაჭრილ ფურცლებზე დაწერილი რიცხვები. გაუმჭვირვალე ტომსიკა,მცირე ზომის გეომეტრიული ფიგურები.

კეთებით სწავლება  თვალსაჩინო აღქმას უწყობს ხელს.

მოსწავლეებს ეხმარება მიზნობრივი სავარჯიშოები აღიქვან მონაცემთა რაობა და რაიმე ნიშნით განსხვავება ან მსგავსება.

 

6

წთ

4

 აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მოცემული წესის მიხედვით ცხრილის შევსება,მონაცემთ დაჯგუფება.

აქტივობის აღწერა:  

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს  სამუშაოს, ასეთი დავალებები ხელს უწყობს ურთიერთდახმარების, კომუნიკაციისა და აზრთა გაზიარების უნარების განვითარებას.

  მასწავლებელი აწვდის  ფურცელზე დახაზულ ცხრილს

 

 

 

 

 

 

 

 შემდეგ აძლევს კონვერტს, რომელშიც ჩაწყობილია მართკუთხედის ფორმის ფურცლები. ფურცლის ნაწილზე წერია ძუძუმწოვრების, ფრინველების ,მწერების სახელები, ნაწილზე დატანილია ფოტოები. მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას: დააჯგუფონ ბარათები რაიმე ნიშნით ,მოიფიქრონ ჯგუფის სახელი და ჩაწერონ ცხრილში შესაბამის ადგილზე. პატარა მართკუთხედებიდან თითოეული მოათავსონ  ჯგუფის სახელის შესაბამის სვეტში და მიღებული ცხრილი დაახასიათონ.

 დავალების შესრულებისას მასწავლებელი აკეთებს ჩანიშვნებს  და აკვირდება მოსწავლეტა მუშაობას, საჭიროების შემთხვევაშიერთვება და აზევს გეზს-( სკაფოლდინგი).

  დავალების შესრულების შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციას

პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელი მთელ კლასს უსვამს შეკითხვას :

.რა ნიშნით დააჯგუფეთ მონაცემები?

.რატომ შეიყვანეთ მაგ, ცხენი, ვეფხვი ძუძუმწოვრების ჯგუფში?

.იხვი, წერო, ფრინველების რიგში?

.რატომ არ შეიყვანეთ თხა მწერების ჯგუფში?

.რომელ ჯგუფშია ყველაზე მეტი? ნაკლები?

.რამდენია ფრინველი?

 მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს შეაფასონ თავიანთი და მეგობრის აქტივობა,

  

 

 

კითხვა-პასუხი

მთელი კლასი

 

  ფურცელზე დახაზული ცხრილები,კალმები. ცხოველებისა და ფრინველებით დასურეთებული ბარათები.

  თვალსაჩინოება ეხმარება მოსწავლეებს ვიზუალურ აღქმაში და ხელს უწყობს დამახსოვრებას.

8 წთ

4

აქტივობის მიზანი:

განტვირთვა

აქტივობის აღწერა: განწყობის ლექსის ფონზე მოსწავლეები ასრულებენ რიტმულ მოძრაობებს.

 

მიბაძვითი ცეკვა -სიმღე

რა

 

 

 

მთელი კლასი

ლექსი განწყობისთვის.

 მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შესვენება დაღლილობას განმუხტავს და გაახალისებს მოსწავლეებს.

1

წთ

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

.

 

 

აქტივობის მიზანი: მასალის განმტკიცება.

აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს სახელმძღვანელოში (გ. გოგიშვილი, ვეფხვაძე და სხვ,გვ.46-47)  დამოუკიდებლად შეასრულონ საკლასო სამუშაო N 7,რომელიც  მესამე კლასელი მოსწავლეების სიმაღლის მონაცემების დალაგებას გულისხმობს ზრდადობის მიხედვით (ეს დავალება შესაძლებელია სლაიდითაც ვაჩვენოთ)

 მონაცემები:

142 სმ,139 სმ,145 სმ,137 სმ,140 სმ,15 დმ,154 სმ,17 დმ,157 სმ.

.დაალაგე ეს მონაცემები ზრდის მიხედვით.

.რა სიმაღლისაა ყველაზე მაღალი ბიჭი?

.რა სიმაღლისაა ყველაზე დაბალი.

.რამდენი სმ-ით მეტია ყველაზე მაღალი ყველაზე დაბალზე?

ეს დავალება ხელს უწყობს აზროვნების დაკვირვების და დამოუკიდებელი მუშაობის უნარების განვითარებას.

მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეების მუშაობას და საჭიროების შემთხვევაში აწვდის მიზანმიმართულ სკაფოლდინგს.

მოსწავლეებს მიმართავს და ცდილობს მათ გამოიცნონ,საჭიროების შემთხვევაში მიმანიშნებელი კითხვებით მიიყვანოს  შედეგამდე. მოსწავლეები შესრულებულ დავალებას ცვლიან და ან ეთანხმებიან მეგობრის აზრს ან უარყოფენ შუქნიშნების დახმარებით.

           მასწავლებელი ხაზს უსვამს საგანთაშორის კავშირს ბუნებასა და მათემატიკას შორის,იყენებს განმავითარებელ შეფასებას საჭირო მომენტებში.

       მოსწავლეები დამოუკიდებლად ასრულებენ სახელმძღვანელოს სავარჯიშოებს. რომელთა შესრულებითაც ფასდებიან .

შესწავლილი მასალის განმტკიცება ხდება აქტივობით--

    -ვიცოდი.. .ვისწავლე,მინდა ვიცოდე..

დამოუკიდებელი სამუშაო

 

ინდივიდუალური

სახელმძღვანელო,რვეული,საწერი საშუალება.

სავარჯიშოები განუმტკიცებს ბავშვებს ახალ მასალაზე მიღებულ ცოდნას და გამოავლენს პრობლემებს, რომელიც, გათვალისწინებული იქნება მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვაში.აქტივობა ხელს შეუწყობს სახელმძღვანელოზე მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას,დამოუკიდებელი მუშაობისა, მსჯელობის და აზროვნების უნარების განვითარებას.

 

10

წთ

6

აქტივობის მიზანი: შეჯამება

აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს,

   -რა გავაკეთეთ დღეს გაკვეთილზე?-ყველაზე ძალიან რომელი აქტივობა მოგეწონათ?

 -შეაფასეთ თქვენი მუშაობა დღევანდელ გაკვეთილზე თვითშეფასების რუბრიკის მიხედვით .

- სად გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას? 

 აფასებს მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასების რუბრიკით და აძლევს საშინაო დავალებას.

დანართი 3.

 

 

შეფასების რუბრიკა .ფლიფჩარტზე ან სლაიდით ,რომელიც დასაწყისში იყო შეთავაზებული.

 შეფასება ეხმარება მასწავლებელსაც და მოსწავლესაც გააალიზოს სუსტი და ძლიერი მხარეები.

5წთ

7

რეზერვი აქტივობა

...გამოტოვებულ ადგილზე დაასახელე/ჩასვი + ,- , =ნიშანი ისე ,რომ სწორი ტოლობა  მიიღო

9 4          45       48

გამოტოვებუ

ლი მოქმედების ნიშნის აღდგე

ნა

მთელი კლასი

იწერება ფლიფჩარტზე ან სლაიდით ეწოდება.

რეზერვი აქტივობა გათვალისწინებულია საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად.

 

 

      გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

Ø  მოსწავლეებმა დააჯგუფეს  მონაცემები არაუმეტეს ორი ნიშნით და დაასახელეს ნიშნები,რომელთა მიხედვით მოახდინეს დაჯგუფება.

Ø  დაალაგეს რამდენიმე რაოდენობრივი მონაცემი ზრდადობა კლებადობით.

Ø  სიტყვიერად მოცემული შესაბამისობის მიხედვით შეავსეს ცხრილი.

Ø  დააჯგუფება ცოცხალი და არაცოცხალი ობიექტები და განმარტა დაჯგუფების პრინციპი.

 

 

      შეფასება: მასწავლებელი იყენებს სიტყვიერ განმავითარებელ შეფასებას, სიტყვიერ მოსწავლეთა თვითშეფასებას,შეფასების ზოგად სქემას .

              ხელმოწერა:

               თარიღი: 06.04.2021 წელი

 

 

                                                                 

 

 

 

 

 შეფასების რუბრიკა

შეფასების კრიტერიუმები

დაბალი

საშუალოზე დაბალი

საშუალო

საშუალოზე მაღალი

მაღალი

მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში

არ არის ჩართული

ცდილობს,მაგრამ უშედეგოდ

ცდილობს,მაგრამ ხარვეზებით

პერიოდულად ერთვება

აქტიურად არის ჩართული

მიღებული ცოდნის ტრანსფერი პრაქტიკულ სავარჯიშოებში

ვერ ახერხებს

ცდილობს,მაგრამ უშედეგოდ

ახერხებს,მაგრამ ხარვეზებით

ახერხებს უმნიშვნელო შეცდომებით

ახერხებს უშეცდომოდ

მონაცემების დაჯგუფება არაუმეტეს ორი ნიშნით

ვერ გაიაზრებს მონაცემების დაჯგუფებას რაიმე ნიშნით

ცდილობს ,მაგრამ უშედეგოდ

ახერხებს ხარვეზებით

ახერხებს უმნიშვნელო შეცდომებით

უშეცდომოდ ახერხებს

სიტყვიერად მოცემული შესაბამისობის მიხედვით  ცხრილის  შევსება.

ვერ ახერხებს

ცდილობს,მაგრამ უშედეგოდ

ახერხებს ხარვეზებით

ახერხებს  უმნიშვნელო შეცდომებით

სწორად და უშეცდომოდ ახერხებს

 

 

თვითშეფასების რუბრიკა

ემოცია

როგორ ვიაქტიურე დღეს

ვიყავი აქტიური და მონდომებული ყველა აქტივობაში

ზოგიერთი დავალების შესრულება გამიჭირდა

 

 

 

 

 

დანართი  1.

საშინაო დავალება (ფაზა წინასწარ)

 

1.ჩამოთვალე  ცხოველები და ფრინველები, თითოეული 10-10.

 

2.  ჩაწერე ორნიშნა და სამნიშნა რიცხვები . თითოეული 10-10

3. ხეხილის ბაღში 200 ძირი ალუბალია,100-ით მეტი ვაშლი და 50-ით ნაკლები მსხალი,ვიდრე ვაშლი.

რამდენი ვაშლია ბაღში? მსხალი? სულ რამდენი ძირი ხეხილია?

 დაალაგე ეს რაოდენობები კლების მიხედვით, რომელი ხილია ყველაზე მეტი?, ნაკლები? რამდენით?

4. დასახელებული რიცხვებიდან რამდენია კენტი? ლუწი?

  454,324,677,544,598.123,432,567,788,998,342,444,535,100.44.13,18.

5.   ნინი  მაღალია ვიდრე ნიკა,ნიკა კი თავს მხრივ კატოზე მაღალია,ვინაა ყველაზე დაბალი?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი.2

               დავალება( ფაზა შემდეგ)

1.მოიფიქრე და გარკვეული წესით დააჯგუფე რიცხვები

34,345,23,55,32,567,887,234,123,797,445,900

.რა ნიშნით დაყავი?

.რომელ ჯგუფშია მეტი რიცხვი?

.თითოეული ჯგუფი კიდე ხომ არ შეიძლება რაიმე ნიშნით დაიყოს?

2.  შენი ოჯახის წევრები დააჯგუფე რაიმე ნიშნით და დაახასიათე.

3. მაგალითები

   34+765        678-34      766+345     123-45       567-76      345+234

  345-32         456+37        231-45      765+34       900-23      234+43

დააჯგუფე რაიმე  ნიშნით

4.    დააალაგე სიდიდეები  ზრდადობის მიხედვით

   234 სმ.453 სმ.231 სმ,55 სმ,534 სმ,23 დმ,45 დმ,543 სმ

5.   რა ჯგუფებად შეიძლება დაყოთ ყველა ნივთი, რომელიც სკოლაში დაგაქვს? მიუთითე მათი რაოდენობები.

6.  ციფრებით 4,7,8,5 ჩაწერე ყველა სამნიშნა რიცხვი დაალაგე კლებადობის მიხედვით და  მიუთითე რომელია უდიდესი,უმცირესი.

No comments:

Post a Comment