გაკვეთილის რეფლექსია მათემატიკაში.
მასწავლებელი
- ფატიმა ლეშკაშელი .
სამიზნე ჯგუფი- მეექვსე კლასი .
ჩატარების თარიღი: 24.04.2019 წელი.
თემა
: პრობლემის მოძიება-სიდიდეებს შორის დამოკიდებულება.
რეფლექსიის გამოყენება და მისი ანალიზი გვეხმარება, უფრო ეფექტიანად დავგეგმოთ ახალი სამუშაო;
მუშაობის პროცესში გამოვლენილი სუსტი მხარეები კი, შესაძლებელია გამოვასწოროთ , ძლიერი
კი ახალ თემასა თუ პროექტზე მუშაობისას დანერგოს.
რეფლექსია ეხმარება მასწავლებელს, გაზომოს საკუთარი
წინსვლა, მოაგვაროს არა მარტო ხილული პრობლემები, არამედ ის პრობლემებიც აღმოაჩინოს
და გადაჭრას, რომელთა არსებობა არც კი ჰქონდა გათვითცნობიერებული რეფლექსიის გაკეთებამდე.
მოსწავლეებს გაკვეთილი ჩაუტარდათ საინფორმაციო ტექნიკით უზრუნველყოფილ კლასში ,სადაც იყო მოსწავლეებისათვის
ნაცნობი და ხელსაყრელი გარემო შექმნილი კლასის უკეთ მართვისათვის. გაკვეთილი წარიმართა
წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. გეგმა წარვუდგინე სკოლის შეფასების ჯგუფს განსახილველად
,გავითვალისწინე კოლეგების კორექტული შენიშვნები.
გაკვეთილის
მიზანი: პრობლემის გადასაჭრელად
სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღმოჩენის ,მათი აღწერის, გამოსახვისა და პრაქტიკულ
ამოცანებში გამოყენების უნარის განვითარების
ხელშეწყობა.
ჩვენი, განათლების
მესვეურების, მთავარი საზრუნავია ,რომ მოსწავლეებმა შეძლონ სკოლაში შეძენილი ცოდნის
და უნარ-ჩვევების ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად გამოყენება, ამიტომ მნიშვნელოვანია
,რომ საგნობრივ ცოდნასთან ერთად განუვითაროს
პრობლემების გადაჭრის უნარი.
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის მიდგომას ახასიათებს
სამი ასპექტი:
Ø სწავლა ეყრდნობა ღიად დასმულ
პრობლემურ შეკითხვებს.
Ø მოსწავლეები მუშაობენ მცირე ჯგუფებში,
Ø მასწავლებელი არის ფასილიტატორის როლში, რის შედეგად მოსწავლე იღებს მეტ
პიროვნულ პასუხისმგებლობას
საკუთარ სწავლაზე, ხდება აქტიური შემმეცნებელი.
მოსწავლეთა გამოწვევისა და
მოლოდინების განსაზღვრის ფაზაზე წინარე ცოდნის
გააქტიურებამ , გონებრივი იერიშისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით
შეთავაზებულმა მომზადებულმა რესურსმა( თემაზე-პროპორცია.
თამაშმა-,,ვის უნდა 1 მილიონი“ (პირობითად მასწავლებელი კლასის ,,წინააღმდეგ’’) და წერითი დავალების მონიტორინგის აქტივობებმა , აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია და შექმნა პოზიტიური განწყობა . შემუშავებულმა შეფასების
რუბრიკის გამოყენებამ და ასევე სიტყვიერმა ეფექტურმა და კონსტრუქციულმა შეფასებებმა განაპირობა კლასში კომუნიკაციის
დამყარება, მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული გარემო.
ცოდნის კონსტრუირებისა ანუ სიღრმისეული
წვდომის ფაზაზე შეთავაზებულმა მიზანმიმართულმა
აქტივობებმა , რომელშიც პრაქტიკული ,ყოფითი
და საინტერესო ელემენტები იყო გათვალისწინებული, სწავლების პროცესში მიწოდებული პრობლემური
ამოცანები ერთგვარი გამოწვევაა მოსწავლისათვის, სადაც საჭიროა
Ø
არჩევანის გაკეთება.
Ø
გადაწყვეტილების მიღება
Ø
შედარება-შეპირისპირება
Ø
დაკავშირება-კანონზომიერების
აღმოჩენა
Ø
გადაწყვეტილების ორიგინალური
გზის ძიება
მოვახდინე დაწყვილება შემთხვევითი შერჩევის გზით , 2 წყვილი და სსსმ (სსსმ
მოსწავლე ნაკლებად კონტაქტურია, კარგად აქვს განვითარებული წერისა და მოსმენის კულტურა)
მოსწავლისათვის შემუშავებულ სამუშაო ბარათებზე
სავარჯიშოები. ჯიგსოუს მეთოდის გამოყენებით-წყვილებმა ჯერ ცალკ-ცალკე შეასრულეს
თავიანთი დავალება, შემდეგ გაცვალეს მეწყვილეებთან, სსსმ მოსწავლის მიერ შესრულებულ
დავალების განხილვის შემდეგ ,ერთობლივად უპასუხეს დასმულ შეკითხვებს. დაადგინეს მონაცემების
საფუძველზე კანონზომიერება შესაძენ წიგნთა
რაოდენობასა და ღირებულებას შორის, შეადგინეს ასოითი გამოსახულება და შეავსეს შესაბამისი ცხრილები, შეადარეს, მსჯელობისა
და გაანალიზების შემდეგ გადაჭრეს პრობლემა: შეარჩიეს განსაზღვრული რაოდენობის წიგნებისათვის
რომელი გამომცემლობიდან იყო უმჯობესი -ოპტიმალური წიგნების შეძენა. შუქნიშნის საშუალებთ
მომმართეს საჭირო დახმარებისათვის, მინიშნების შემდეგ მათ შეძლეს საკითხის გადაჭრა.
ახალი ჯგუფური
აქტივობისას მოსწავლეებს რამდენიმე სიტყვით შევახსენე ჯგუფური აქტივობის შესაბამისი
წესები (მართალია ამ წესებს ისინი იცნობდნენ) ,გავაცანი დავალების შესახებ ინსტრუქცია და განვსაზღვრე დროის რეგლამენტი.
მოსწავლეები ხალისით ასრულებდნენ
შეთავაზებულ დავალებას ,გაინაწილეს ფუნქციები, აირჩიეს ლიდერი, რომელმაც წარმოადგინა
პრეზენტაცია .კერძოდ, შეთავაზებული პირობის მიხედვით ადვილად დაადგინეს თითოეულ თვეში მოხმარებული ელექტრო ენერგია, მისი სიდიდის
მიხედვით შეარჩიეს შესაბამისი დამოკიდებულება 1 კვტ-ის ფასის გათვალისწინებით ,შეადგინეს
თითოეული თვისათვის ასოითი გამოსახულება და იანგარიშეს სამივე თვის გადასახადი.
მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით
მოეწონათ პრაქტიკული პრობლემური ამოცანა , შეფასების რუბრიკის საშუალებით განახორციელეს
თვითშეფასება. მე კი ვითავსებდი ფასილიტატორის როლს და ვაწარმოებდი დაკვირვების რუბრიკას.
აქაც შუქნიშნით მომმართავდნენ საჭიროების დროს.
მათი
აქტიური ჩართულობით პრობლემის სიღრმისეულად გაგება -გააზრებამ განაპირობა მოსწავლეების ჩართვის
ხარისხის გაუმჯობესება. საინტერესო იყო მოსწავლეთა
თვითშეფასება, გამოიკვეთა მოკრძალებული შენიშვნები და მცირეოდენი განცდები, აზრი, რომ
ერთეულებმა ვერ შეძლეს ბოლომდე თავიანთი შესაძლებლობების
რეალიზება.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია განმავითარებელ შეფასება, ამიტომ ადეკვატურად ვაძლევდი კონსტრუქციულ უკუკავშირს.
განვიხილეთ
საკმაოდ სააზროვნო პრობლემური ამოცანები, ამოხსნის
ხერხები და მათ შორის შევარჩიეთ უმჯობესი.
მაგ. როგორ განვალაგოთ საკლასო ოთახში 15 სკამი, ისე რომ ყოველ მომდევნო მწკრივში
ერთით მეტი სკამი იყოს ,და ა. შ.
გაკვეთილის მიმდინარეობისას დაგეგმილი
აქტივობები განხორციელდა როგორც დამოუკიდებლად ანუ ინდივიდუალურად ,ისე წყვილებში და
მთლიან ჯგუფში. მოსწავლეებმა გამოავლინეს შესაბამისი მასალის გააზრებისა და მსჯელობის
უნარები.
შეავსეს გასვლითი ბარათები ,რომლის
გაცნობა დამეხმარა მომდევნო გაკვეთილების დაგეგმვაში.
განსაკუთრებით მინდა გამოვკვეთო
სსსმ მოსწავლის ჩართულობა და მზაობა. მისთვის შემუშავებული გვქონდა სპეციალური აქტივობები
,მოსწავლე ჩავრთე ინდივიდუალურად, ჯგუფში-ასრულებდა
ჩანაწერებს, რაზედაც ჯგუფი მიიღებდა გადაწყვეტილებას. ასევე დაფაზე წარმოადგინა დასახელებული
წილადის ტოლი წილადის და ,,ჯვარედინი წესის“ ჩანაწერი. (მოსწავლე გონებრივად
კარგად განვითარებულია ,მეტყველებს მისთვის სასურველი ადამიანებთან) განმტკიცების ფაზაში
გასასვლელ ბარათის შევსების გაცნობის შემდეგ
დავრწმუნდი ,რომ მისთვის განკუთვნილი დაგეგმილი აქტივობები სწორად მქონდა შერჩეული.
გამოხატული ჰქონდა ინტერესი კიდე გაცნობოდა პრობლემური ამოცანების ტიპებს, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ,
უნდა აღვნიშნო, რომ გაკვეთილის გეგმით განსაზღვრული აქტივობების მოდიფიცირება
ან ცვლილება საჭირო არ გამხდარა , თუმცა ვთვლი, ერთ გაკვეთილზე შეუძლებელია საფუძვლიანად გავეცნოთ მრავალფეროვან
პრობლემურ ამოცანებს , ვფიქრობ, შესაბამის სავარჯიშოებს მომდევნო გაკვეთილზე განვიხილავ.
მოსწავლეები ინტერესით მოეკიდნენ
მიწოდებულ დავალებებს, გამოიკვეთა აზრთა გაზიარების ,ურთიერთთანამშრომლობის ნიშნები,
მსჯელობისა და დაკვირვების შედეგად მოსწავლეებმა
სათანადო დასკვნები:
Ø თუ როგორი ამოცანები მიეკუთვნებიან პრობლემურს.
Ø
პრობლემური ამოცანის კონტექსტის
გათვალისწინებით არსებობს პრობლემის გადაჭრის გზის რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი,
საიდანაც უნდა გააკეთოს არჩევანი.
Ø სიდიდის ცვლილების შემთხვევაში როგორ შეადგინონ ასოითი გამოსახულება დაადგინონ
კანონზომიერება,
Ø კანონზომიერების საფუძველზე შეავსონ შესაბამისი ცხრილები...
ეს კი შესაძლებელი გახდა მიზანზე ორიენტირებული სასწავლო რესურსების შექმნით
და ეფექტური აქტივობების გათვალისწინებით, ორგანიზების ფორმისა და დროის მენეჯმენტის
უზრუნველყოფით.
მოსწავლეები შევაფასე შემუშავებული სქემის მიხედვით როგორც განმავითარებელი,
ასევე განმსაზღვრელი ფორმით, თვითშეფასება კი - რეფლექსიის სახით.
მართალია, გეგმით გათვალისწინებული აქტივობების
განხორციელების შედეგად თამამად შეიძლება ითქვას,
რომ გაკვეთილის დასახულ მიზანს მივაღწიე, მაგრამ ვთვლი, რომ საკითხის ღრმად და საფუძვლიანი ათვისებისათვის
ერთი გაკვეთილი საკმარისი არა არის ,გაკვეთილზე აქტივობების მრავალფეროვნების მიუხედავად
, ვფიქრობ, საჭიროა შევარჩიო განსხვავებული ტიპის პრაქტიკული სავარჯიშოები, მოსწავლეთა
ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, მომდევნო გაკვეთილზე განსახილველად.
იმის გათვალისწინებით ,რომ
ბავშვებმა შეცდომა ათწილადებზე გამრავლების
შემთხვევაში დაუშვეს ,ამ გაკვეთილის ხელმეორედ
ჩატარებისას აღნიშნულს გავითვალისწინებდი და წინასწარ ათწილადებზე მოქმედებებს განვამტკიცებდი.
No comments:
Post a Comment