Monday, May 6, 2019

რესურსის( 100-ზე მეტი რიცხვები ) ინსტრუქცია და რეფლექსია


ელექტრონული სასწავლო რესურსი
 ცაგერის რაიონის ალპანის საჯარო სკოლის მასწავლებელი ფატიმა ლეშკაშელი
პირადი ნომერი 49001006319
                                                        2018
 სასწავლო რესურსის ელექტრონული მისამართი
            https://learningapps.org/6146791
     
   ელექტრონული რესურსის ინსტრუქცია და რეფლექსია
გაიაზრე და მონიშნე სწორი პასუხი კურსორის დახმარებით,რაც შესაძლებლობას გაძლევს გადახვიდე მომდევნო საფეხურზე, შედარებით რთულ ამოცანაზე და მოაგროვო ,,მეტი თანხა’’არასწორი პასუხის შემთხვევაში -კარგავ თანხას ,ხოლო თამაში შეგიძლია თავიდან დაიწყო.
   ეფექტური სასწავლო  პროცესის   წარმართვისათვის მნიშვნელოვანია სასწავლო რესურსების მიზნობრივად მოძიება, შექმნა და გამოყენება. ეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა. სასწავლო რესურსი ნდა შეესაბამებოდეს გაკვეთილის მიზანს-დაგვეხმარება თუ არა სასურველი შედეგის მიღწევაში.რესურსი უნდა გამომდინარეობდეს მოსწავლეთა საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან,გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლეთა შესაძლებლობები.
   მიყვარს სხვადასხვა რესურსის შექმნა, გამოცდილება მაძლევს უფლებას, აღვნიშნო, რომ საკითხის უკეთ და საინტერესოდ განხილვის შესაძლებლობას მაძლევს.
    ჩემ მიერ შექმნილი რესურსი განკუთვნილია მესამე კლასის მოსწავლეებისათვის, შექმნილია learningapps.org ამოუწურავი ფანტაზიების ფორმატებიდან ერთ-ერთით. ესგ-ს მოთხოვნების შესაბამისად ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
    მიზანი და სტანდარტთან შესაბამისობა.
 მათ.III.1
    მოსწავლეს შეუძლია სამნიშნა რიცხვების გამოსახვა,ათობითი პოზიციური სისტემის დემონსტრირება პოზიციური სისტემის გამოყენებით.სამნიშნა რიცხვების წაკითხვის უნარების განვითარება, რიცხვების წარმოდგენა სათანრიგო შესაკრებების ჯამის სახით, შედარება ,მოქმედებები მათზე .
    რესურსის შექმნა გადავწყვიტე სამნიშნა რიცხვების შესწავლის შემდეგ შემაჯამებლის ფორმატით შესაძლებლობა მქონოდა  სახელმძღვანელოს სავარჯიშოები გამემდიდრებინა და ლამაზი , საინტერესო ფორმით შემეთავაზებინა პატარებისათვის. რესურსი შესაძლებლობას მაძლევს მოსწავლეებს ავუხსნა  რ, სურსის გამოყენების ინსტრუქცია, დავალებებიდან  გავარჩიოთ ერთობლივად  რამდენიმე და შესაძლებლობა მივცე დამოუკიდებლად დაასრულონ.         მოსწავლეები ხალისით ასრულებენ სავარჯიშოებს, ისინი აფიქსირებენ პასუხებს შესაბამის ადგილზე მონიშნით.
    აღნიშნული რესურსი ხელს უწყობს როგორც დამოუკიდებლად ინდივიდუალური მუშაობის , ასევე  კომპიუტერული უნარ-ჩვევების განვითარებას. უნდა აღვნიშნო, რომ ის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ,როგორც საკლასო აქტივობის სახით,  ასევე მოსწავლეებს მეხსიერების ბარათის საშუალებით    ,,ბუკებში’’   მივცეთ დავალებად განვლილი მასალის განმეორების მიზნით .
    დავალებების მრავალფეროვნება , ვფიქრობ , რესურსს  არ ხდის ერთგვაროვანს და მომაბეზრებელს,   ხოლო მრავალფეროვნება  ხელს უწყობს თავიდან სცადოს თამაში და დაშვებული შეცდომები გამოასწოროს - დამოუკიდებლად გაიაზროს .
    აღნიშნული რესურსის ბლოგზე ატვირთვა და ინტერნეტ სივრცეში განთავსება ხელმისაწვდომს გახდის მას დაინტერესებულ პირთათვის, რომლებიც გამოიყენებენ შეხედულებისა და საჭიროებისამებრ.
     შესაძლებელია რესურსის  შაბლონის გამოყენება და მისადაგება ნებისმიერ საკითხთან, დავალებების გამდიდრება ან შემცირება.
     უნდა აღვნიშნო, რომ მითითებული სასწავლო  რესურსი გაკვეთილზე გამოვიყენეთ ეფექტურად, გამოიკვეთა მოსწავლეთა დაინტერესება, ისინი მუშაობდნენ  ხალისით, სათანადო ინსტრუქციისა და მითითებების შემდეგ დავალებასაც წარმატებით გაართვეს თავი.
   მოსწავლეთა განწყობა მაძლევს სტიმულს არ მოვდუნდე და აქტიურად შევქმნა და მოვიძიო ესგ-ს მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო რესურსები.
   


No comments:

Post a Comment