Tuesday, October 15, 2019

მათემატიკის თემატური.პირველი კლასი


  სსიპ ცაგერის რაიონის სოფ.ალპანის საჯარო სკოლა
  თემატური კალენდარული სასწავლო გეგმა
  პედაგოგი: ფატიმა ლეშკაშელი საგანი: მათემატიკა კლასი: პირველიკლასი
  სწავლების შინაარსი, თემა სწავლების მიზანი სასწავლო დროის მოცულობა შესაბამისობა ესგ-ს შედეგებთან (მიუთითეთ ინდიკატორი) ვადები ანგარიში (ივსება თემის დასრულების შემდეგ)
1 დიაგნოსტიკური გაკვეთილი წლის დასაწყისისთვის მთელი კლასის მოსწავლეთა მომზადების საერთო დონის განსაზღვრა  1სთ. მათ.I.1.2    
  თავი 1                                                  რიცხვები 1-დან 5-მდე მოსწავლეებმა შეძლონ სივრცეში ორიენტაცია ანუ ისეთი ცნებების სწორად გამოყენება პრაქტიკულ სიტუაციებში, როგორებიცაა: ზევით, ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ და შუაში; რაოდენობის შედარება. ისეთი რაოდენობებისაც კი, რომლებიც ჯერ არ უსწავლიათ. სხვადასხვა რაოდენობების შედარებისას დაწყვილების პროცედურის გამოყენება და შემდეგ დასკვნის გაკეთება, რომელია მეტი და რომელი-ნაკლები. მეტ-ნაკლებობისა და ტოლობის ნიშნების სწორად გამოყენება როგორც საგანთა გროვებს შორის, ასევე რაოდენობების სიმბოლოებს-ციფრებს-შორის სწორად ჩასმით. ერთიდან ხუთამდე რაოდენობების, მათი სახელების და შესაბამისი სიმბოლოების-ციფრების სწორად გამოყენება, სახელის მიხედვით ციფრის დაწერა; ციფრით გამოხატული რაოდენობის შესაბამისი გროვის შექმნა; კონკრეტული საგნებით მოცემული რაოდენობის სახელდება და ციფრებით ჩაწერა. მარტივი გეომეტრიული ცნებების სწორად გამოყენება: შიგნით, გარეთ, წირი.ცხრილებთან დაკავშირებული ცნებების სწორად გამოყენება: ცხრილის სტრიქონი, სვეტი, უჯრა. 25სთ. მათ. I.1.1.1; 1.1.2; 1.1.3;  1.4.1; 1.4.3;1.7.3.    
3 თავი 2                                                  ვივარჯიშოთ 5-მდე ანგარიშში მოსწავლეებმა შეძლონ 5-მდე რაოდენობების შეკრება საგნებზე მოქმედების შესრულებით; შეკრების ჩაწერა სიმბოლოებით; ფულის ისეთი ნომინალების ცნობა, რომლებზედაც გამოსახულია რიცხვები 5-ის ფარგლებში; საგანთა გროვებიდან სამეულების, ოთხეულებისა და ხუთეულების გამოყოფა; 5-მდე რიგობითი რიცხვითი სახელების სწორად გამოყენება; ცხრილის სვეტის, სტრიქონის და უჯრის იდენტიფიცირება, როდესაც ცხრილის უჯრებში საგნების ნაცვლად ციფრები წერია. 11სთ. მათ. I.1.1.4; 1.2.2; 1.2.3;  1.2.5; 1.3.1; 1.3.2;               1.7.3; 1.7.4    

თავი 3                                                  რიცხვები 6-დან 10-მდე 6-დან 10-მდე რაოდენობის, მათი სახელების და შესაბამისი სიმბოლოების-ციფრების სწორად გამოყენება, სახელის მიხედვით ციფრის დაწერა; ციფრით გამოხატული რაოდენობის შესაბამისი გროვის შექმნა; კონკრეტული საგნებით მოცემული რაოდენობის სახელდება და ციფრებით ჩაწერა; გამოკლების მოქმედების შესრულება და გამოკლების ნიშნის სწორად გამოყენება; რაოდენობების არა მხოლოდ შედარება, არამედ უკვე იმის დადგენაც, რამდენით მეტია თუ ნაკლებია ესა თუ ის რაოდენობა მეორეზე; შედარებით რთული წირების არეების იდენტიფიცირება და ამ არეების საზღვრების დადგენა. 20სთ. მათ.I.1.1.1; 1.1.2; 1.1.3;    1.3.1; 1.3.2; 1.7.4; 1.4.2;   1.4.3; 1.3.4.    
  თავი 4                                                  ვივარჯიშოთ 10-მდე ანგარიშში 10-მდე რაოდენობების შეკრება და გამოკლება საგნებზე მოქმედების შესრულებით; შეკრების ჩაწერა და გამოკლების ჩაწერა სიმბოლოებით; ცნებების "შესაკრები", "ჯამი", "საკლები", "მაკლები", "სხვაობა" სწორად გამოყენება; წირის გზაჯვარედინების იდენტიფიცირება; გროვის პატარა ტოლ გროვებად მოწესრიგება და ჩაწერა სიმბოლოებით გამოსახულების სახით; რამდენიმე რიცხვის ზრდადობის და კლებადობის მიხედვით დალაგება. 18სთ. მათ.I.1.1.4; 1.2.4; 1.3.3;    1.4.2; 1.4.3; 1.7.4.    
  თავი 5                                                  რიცხვები 11-დან 15-მდე 10-დან 15-მდე რაოდენობების, მათი სახელების და შესაბამისი სიმბოლოების-ციფრების სწორად გამოყენება, სახელის მიხედვით ციფრების დაწერა; ციფრებით ჩაწერილი რაოდენობის შესაბამისი გროვის შექმნა; კონკრეტული საგნებით მოცემული რაოდენობის სახელდება და ციფრებით ჩაწერა; 10-დან 15-მდე რაოდენობების შეკრება და გამოკლება საგნებზე მოქმედების შესრულებით; შეკრების და გამოკლების ჩაწერა სიმბოლოებით; გახსნილი წირების იდენტიფიცირება; ცნებების "მონაკვეთი" და "ტეხილი" დაუფლება. 22სთ. მათ.I.1.1.4; 1.2.4; 1.3.3;    1.4.2; 1.4.3; 1.7.4.    
  თავი 6                                                  ვივარჯიშოთ 15-მდე ანგარიშში 15-მდე რაოდენობების შეკრება და გამოკლება საგნებზე მოქმედების შესრულებით; შეკრების და გამოკლების ჩაწერა სიმბოლოებით; ისეთი ორი რაოდენობის შეკრება, როდესაც შეკრებისას ათეული წარმოიქმნება; შეკრებისა და გამოკლების ცხრილების სწორად შევსება; გამოსახულებებად ჩაწერილი ორი რაოდენობის შედარება საგნებად დაწყობითა და დაწყვილებით; შეკრული ტეხილების და, კერძოდ, სხვადასხვა მრავალკუთხედების იდენტიფიცირება; სრული საათების ცნობა. 20სთ. მათ.I.1.3.1; 1.3.2; 1.3.3;    1.3.4; 1.4.3; 1.6.1; 1.6.2;   1.6.3; 1.7.2.    
  თავი 7                                                  რიცხვები 16-დან 20-მდე 16-დან 20-მდე რიცხვების, მათი სახელების და შესაბამისი სიმბოლოების-ციფრების სწორად გამოყენება, სახელის მიხედვით ციფრების დაწერა; ციფრებით ჩაწერილი რაოდენობის შესაბამისი გროვის შექმნა; კონკრეტული საგნებით მოცემული რაოდენობის სახელდება და ციფრებით ჩაწერა; რიცხვის დაშლა-წარმოდგენა ორ შესაკრებად; მართკუთხედის ცნების გააზრება და სხვადასხვა ფიგურებს შორის მართკუთხედების იდენტიფიცირება; ცნებების "წრე" და "წრეწირი" დაუფლება. 18სთ. მათ.I.1.2.1; 1.2.2; 1.3.1;    1.6.1; 1.6.2; 1.6.3.    
  თავი 8                                                  ვივარჯიშოთ 20-მდე ანგარიშში 20-ის ფარგლებში შეკრება-გამოკლება, საგნების გამოყენებიტ; შეკრება-გამოკლების ჩაწერა სიმბოლოებით, მათ შორის, შეკრება-გამოკლება ათეულის წარმოქმნით და ათეულის დაშლით; რიცხვების გაორმაგება-განახევრება 20-ის ფარგალში; რიცხვთა ღერძზე სათანადო რიცხვის მოძებნა და შეკრება-გამოკლებების მოქმედებების შესრულება; ტოლობებსა და უტოლობებზე იმის დადგენა, სწორია თუ მცდარი; მარტივი მონაცემების მოძიება და ცხრილში შეტანა. 18სთ. მათ.I.1.2.5; 1.3.4; 1.4.2.    
  შემაჯამებელი გაკვეთილები შესწავლილი მასალის გამეორება. 6სთ.      

           
   


         

No comments:

Post a Comment