Tuesday, June 6, 2017

რეფლექსია დამატებითი გაკვეთილის

          ალპანის საჯარო სკოლის დ/კლასების მათემატიკის მასწავლებლის, ფატიმა ლეშკაშელის დამატებითი გაკვეთილების ,რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მომზადებას სასწავლო  ოლიმპიადებისათვის
                            რეფლექსია
    რეფლექსიის გამოყენება და მისი ანალიზი მასწავლებელს ეხმარება, უფრო ეფექტიანად დაგეგმოს ახალი სამუშაო; მუშაობის პროცესში გამოვლენილი სუსტი მხარეები კი, შეუძლია გამოასწოროს ახალ სასწავლო წელს, ახალ თემასა თუ პროექტზე მუშაობისას, ხოლო ძლიერი, კიდევ  უფრო გააძლიეროს და დანერგოს.
    რეფლექსია ეხმარება მასწავლებელს, გაზომოს საკუთარი წინსვლა, მოაგვაროს არა მარტო ხილული პრობლემები, არამედ ის პრობლემებიც აღმოაჩინოს და გადაჭრას, რომელთა არსებობა არც კი ჰქონდა გათვითცნობიერებული რეფლექსიის გაკეთებამდე.
      აზრი იმის შესახებ ,რომ დამეგეგმა დამატებითი გაკვეთილები მოსწავლეთა მოსამზადებლად სასკოლო ოლიმპიადებისათვის გამიჩნდა იმის შემდეგ ,როცა ჩემი მოსწავლეების უნარები და შესაძლებლობები შევაფასე. მოტივაცია იყო მათთვისაც, დაინტერესება და მხარდაჭერა მშობლებისგანაც ,რისთვისაც მადლობელი ვარ მათი,
   მას ასე, შევთანხმდით დიდი ინტერესით და მონდომებით გამოვნახავდით დროს გაკვეთილების შემდეგ და დამატებით, ღრმად ჩავწვდებოდით და გავაფართოებდით გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას საინტერესო აქტივობებითა და სააზროვნო ამოცანებით.
    შევიმუშავე  პროგრამა,(რომელიც თან ერთვის რეფლექსიას) როგორ და რა ვადებში, რა რესურსებითა და სწავლების ორგანიზების ფორმატში ვიმუშავებდი პატარებთან . შევიმუშავეთ ქცევის წესები, რომელთა დაცვა უზრუნველყოფდა ეფექტურ მუშაობას და საკლასო გარემოს ორგანიზებას. მოსწავლეები ხომ განსაკუთრებული მოწიწებით ასრულებენ მათი ჩართულობით შექმნილ აქტივობებს. ვმუშაობდით გუნდურად, ჯგუფურად, ინდივიდუალურად. მოვიძიე რესურსები ,სახელმძღვანელოები ,დამხმარე ლიტერატურა. გასული წლების სხვადასხვა ოლიმპიადების ნიმუშები. დავგეგმეთ როგორი აქტივობებით ჩავატარებდით თითოეულ შეხვედრას.

    საინტერესო და შემოქმედებითი იყო შეხვედრები განსაკუთრებით სახალისო და ლოგიკურ ამოცანებზე მუშაობა მოსწონდათ. გამოიკვეთა სუსტი და ძლიერი მხარეები. უფრო ადვილად მუშაობდნენ ერთმოქმედებიანი ამოცანების ამოხსნისას და  მაგალითებზე მოქმედებების შესრულებას რომ გულისხმობდა.  შედარებით სირთულეს წავაწყდით რთული და სააზროვნო  ამოცანების ამოხსნისას, რომელიც დამატებით ახსნას და ჩართულობას მოითხოვდა. აქ კი ინტერნეტი გვიწევდა ეფექტურ დახმარებას. კინგსის, ევერესტის, კენგურუს გასული წლების ოლიმპიადების  მრავალფეროვანი  ტესტების ნიმუშები. ხანის აკადემიის ვიდეო ჩართვები, ჩვენს მიერ  შექმნილი რესურსები საშუალებას გვაძლევდა პრობლემები დაგვეძლია.

No comments:

Post a Comment