გაკვეთილის თემა
|
წილადებისა და
შერეული
რიცხვების შედარება
|
სწავლების საფეხური
სტანდარტთან კავშირი
|
პირველი საფეხური. მათ .
მე-V.3
იყენებს მოქმედებათა
თვისებებს და მათ სორის კავშირებს შერეულ რიცხვებზე გამოთვლების შესრულებისა/მათ
გასამარტივებლად( შერეული რიცხვების შეკრება ,გამოკლება.წილადის ნატურალურ რიცხვზე
გამრავლება)
|
მოსწავლეთა პროფილი
|
მე-5 კლასი. განსაკუთრებული
მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.
|
სასწავლო მიზნები
|
სურათების მიხედვით
შეძლონ ერთნაირ მნიშვნელიანი წილადებისა და შერეული რიცხვების შედარების წესის აღწერა.შემდეგ
კი გავარჯიშდნენ წილადი და შერეული რიცხვების შედარებაში გაერთმნიშვნელიანების ან
რიცხვითი სხივის საშუალებით;რიცხვით სხივზე რიცხვის სავარაუდო მდებარეობის დადგენაში,შეძლონ
ამ ცოდნისა და უნარების გამოყენება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.
|
წინარე ცოდნა
|
.წარმოდგენა აქვთ წილადებზე
და შერეულ რიცხვებზე
.გაყოფას უკავშირებს
განაწილებას და შეუძლიათ გამოსახონ სქემებისა და სურათების მიხედვით.
|
შეფასების საგანი
,პროცედურები
|
მასალაზე დაყრდნობით,მოსწავლეთა
ჩართულობისა და მსჯელობის უნარების მონიტორინგისას გამოვიყენებ განმსაზღვრელ შეფასებას
წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემის მიხედვით.
|
ტექნიკური საშუალებები
|
სახელმძღვანელო,რვეული,დაფა.ცარცი.თვალსაჩინოება.
|
მსვლელობა
|
A)მოსწავლეთა გამოწვევა-მოლოდინის განსაზღვრა-15წთ.
აქტივობა 1.მისალმებისა
შემდეგ ვახდენ მოსწავლეთა მოტივაციას,განვიხილავთ
საშინაო დავალებას...
B) ცოდნის კონსტრუირება-შინაარსის რეალიზება-20
აქტივობა 2.
განვიხილავთ შემთხვევებს თვალსაჩინოების მაგალითზე,როცა წარმოდგენილი იქნება წრის
სხვადასხვა ნაწილები ; მაგ:5/4 და
3/4. მოსწავლეები აკვირდებიან და აკეთებენ
დასკვნას –რომელი მეტია .კერზოდ 5/4>3/4.
ერთნაირმნიშვნელიანი წილადებიდან მეტია ის,რომლის
მრიცხველიც მეტია.
განვიხილავთ ანალოგიურ შემთხვევებს.მაგ:ვადარებთ 7/5 და 4/5.4/9 და 7/9 და ა.შ.
აქტივობა
3.მოსწავლეებს ვთხოვ– ყურადღებას შერეული რიცხვების
შედარებისას.განვიხილავთ თვალსაჩინოებებს..მოსწავლეები ადვილად დაასკვნიან
შერეული რიცხვებიდან მეტია ის,რომლის მთელი
ნაწილია მეტი.ხოლო თუ მთელი ნაწილები ტოლია,შემდეგ ვადარებთ წილად ნაწილებს–მეტია
ის .რომლის წილადი ნაწილია მეტი.
მაგ: 5მთ 3/8 >5 მთ 1/8, 7 მთ 4/9 >5მთ7/9.
აქტივობა
4.განვიხილავ, როგორ შეიძლება შევადაროთ მაგალითად , 2/5 და 3/10. 5/7 და 9/14.
სხვადასხვა მნიშვნელიანი წილადების შედარებისას
გადავაქცევთ ერთმნიშვნელიან წილადებად და შემდეგ შევადარებთ.
მაგ: 5/7 =10/14..10/14> 9/14 ანუ 5/7 >9/14.
აქტივობა
5.ვვარჯიშობთ როგორ შევადაროთ და გამოვსახოთ შერეული რიცხვები და წილადები რიცხვით
სხივზე.სათავიდან უფრო მარჯვნივ მეტი რიცხვია
.
C) გამთლიანება- რეფლექსია 15 წთ.
აქტივობა
6.განვიხილავთ მოსწავლეებთან ერთად მიწოდებულ მასალას
და ცოდნის განმტკიცების მიზნით
განვიხილავთ სახელმძღვანელოში
შემოთავაზებულ სავარჯიშოებს 1– 6, მოისაზრე 1.
მეორე გაკვეთილისათვის
ვაძლევ დავალებას 1–7.მოისაზრე 2
მეორე გაკვეთილზე–7–12,მოისაზრე
–3
დავალებად 8–12, მოისაზრე 4
მესამე გაკვეთილისათვის 13–21
დავალებად 13–18
|
მე–6 კლასი მათემატიკა
კრიტერიუმები
|
1-3
|
4-5-6
|
7-8
|
9-10
|
|
დავალების შესრულება
|
ვერ ასრულებს დავალებას
|
სუსტად ასრულებს,ვერ ასაბუთებს
|
არაა სრულყოფილი
|
სრულყოფილია
|
|
მოსწავლის ჩართულობა
|
ვერ აქტიურობს,ვერ
მსჯელობს
|
ნაკლებად აქტიურია
|
მეტნაკლებად ჩართულია
|
აქტიურად ჩართულია,სწორად მსჯელობს
|
|
შერეული რიცხვების შედარება
|
ვერ ახერხებს
|
ახერხებს
ნაწილობრივ
|
უშვებს გარკვეულ შეცდომებს
|
ადეკვატურად ახერხებს
|
|
შერეული რიცხვის
გამოსახვა და შედარება რიცხვით სხივზე
|
ვერ ახერხებს
|
ნაკლებად ახერხებს
|
ნაწილიბრივ ახერხებს
|
ახერხებს სრულყოფილად
|
|
შეფასების სქემა
No comments:
Post a Comment