Monday, December 18, 2017

ინტეგრირებული გაკვეთილის რეფელექსია

ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია  ,,მათემატიკასა და ბუნებაში’’
მასწავლებლები:   მათემატიკა- ფატიმა ლეშკაშელი და ბუნება- მაკა ხვადაგიანი
გაკვეთილი   ითვალისწინებდა კომბინირებას საგნებს შორის -მათემატიკა და ბუნება
სამიზნე ჯგუფი- მეხუთე კლასი ,თემა : ,,საკოორდინატო ბადე-საქართველო რუკაზე’’
    მოსწავლეებს გაკვეთილი ჩაუტარდათ კლასში ,სადაც იყო ხელსაყრელი გარემო შექმნილი კლასის უკეთ მართვისათვის. გაკვეთილი წარიმართა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. გაკვეთილი დავგეგმეთ და ჩავატარეთ  ერთობლივად. გაკვეთილზე განაწილებული გვქონდა ფუნქციები, ბუნების საკითხებზე საუბრობდა ბუნების მასწავლებელი, მათემატიკის საკითხებზე- მათემატიკის. აქტივობებს სამეულებში ვაკვირდებოდით და ვასრულებდით ფასილიტატორის როლს.  ერთი როცა მოსწავლეებთნ მუშობდა ,მეორე მასწავლებელი მუშაობდა კომპიუტერთან. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს შესძლებოდათ საკოორდინატო ბადეზე და რუკაზე ობიექტების მდებარეობისა და ურთიერთმიმართების განსაზღვრა და აღწერა.
     მოსწავლეთა გამოწვევისა და მოლოდინების განსაზღვრის ფაზაზე   წინარე ცოდნის გააქტიურებამ , გონებრივი იერიშისა და წერითი დავალების მონიტორინგის აქტივობების სახით, აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია   და შექმნა პოზიტიური განწყობა ახალი მასალის გასაცნობად. შემუშავებულმა შეფასების რუბრიკის გამოყენებამ და ასევე სიტყვიერმა ეფექტურმა და  კონსტრუქციულმა შეფასებებმა განაპირობა კლასში კომუნიკაციის დამყარება, მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული გარემო.
   ცოდნის კონსტრუირებისა ანუ სიღრმისეული წდომის ფაზაზე  შეთავაზებულმა მიზანმიმართულმა აქტივობებმა   , რომელშიც სახალისო და საინტერესო ელემენტები იყო გათვალისწინებული , მათემატიკისა და ბუნების საკითხებით შეზავებული და გაჯერებული აღნიშნულ თემაზე, განაპირობა მოსწავლეების ჩართვის ხარისხის გაუმჯობესება. აქტივობები განხორციელდა როგორც დამოუკიდებლად ანუ ინდივიდუალურად ,ისე სამეულებში და მთლიან ჯგუფში. მოსწავლეებმა გამოავლინეს შესაბამისი მასალის გააზრებისა და მსჯელობის უნარები. ასევე  ტრანსფერი პრაქტიკულ რეალობაში, მაგ : ბადის ასოციაციის დასახელებასა და საჭადრაკო დაფაზე ფიგურის ადგილმდებარეობის  განსაზღვრასა და სვლების აღწერაში, პოლიტიკურ რუკაზე საქართველოს და მისი მეზობლების ურთიერთმდებარეობის განსაზღვრასა და დასახელებაში, დანართის  სახით წარმოდგენილ რუკის ნაწილზე, სადაც  საქართველო და მისი მეზობლები იყო წარმოდგენილი, გამჭვირვალე სხვადასხვა  ზომის ბადის მისადაგებით და ქვეყნების კოორდინატებისა და ურთიერთმიმართებების დადგენაში.
    გამზადებულ საკოორდინატო ბადეზე ობიექტების ადგილმდებარეობის განსაზღვრა და მარშუტის შერჩევა თუ როგორ მოხვდებოდნენ ერთი ობიექტიდან მეორეში გამორჩეულად საინტერესო აქტივობად ჩაითვალა. მოსწავლეების მიერ დასახელდა ალტერნატიული მიმართულებებიც, რაც მასწავლებლებისათვის ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო. მასალის განმტკიცების მიზნით სლაიდზე წარმოდგენილ კითხვებზე  კი სრულყოფილად იქნა პასუხი გაცემული.
 განსაკუთრებით მინდა გამოვკვეთო სსსმ მოსწავლის ჩართულობა და მზაობა. მისთვის შემუშავებული გვქონდა სპეციალური აქტივობები ,(მოსწავლე გონებრივად კარგად განვითარებულია ,არ მეტყველებს სხვასთან ოჯახის გარდა)
   უნდა აღვნიშნო, რომ  გაკვეთილის გეგმით განსაზღვრული აქტივობების მოდიფიცირების  ან ცვლილება არ გამხდარა საჭირო, და თუ იქნებოდა აუცილებლობა- გათვალისწინებული და მომზადებული გვქონდა ,,რიცხვის დაშიფვრის’’ აქტივობა, რომელსაც მომდევნო გაკვეთილზე ვგეგმავ განვახორციელო.
   მოსწავლეები ინტერესით მოეკიდნენ მიწოდებულ დავალებებს, გამოიკვეთა აზრთა გაზიარების ,ურთიერთთანამშრომლობისა და პატივისცემის ნიშნები, მსჯელობისა და დაკვირვების შედეგად მოსწავლეებმა გამოიტანეს სათანადო დასკვნები:
   1.  რა არის საკოორდინატო ბადე, რა განსხვავებაა საკოორდინატო ბადესა და რიცხვით სხივს შორის.
   2. როგორ განვსაზღვროთ ობიექტის ადგილმდებარეობა და ურთიერთმიმართება სხვა ობიექტებთან ჰორიზონტის ძირითადი და შუალედური მიმართულებების მიხედვით, ერთი ობიექტიდან მეორეში მოსახვედრად რა მიმართულებით უნდა გადავაადგილდეთ და როგორ ჩაიწერება ეს გადაადგილებები მიმართულებებითა და კოორდინატებით.
   3.  დაასახელონ  საქართველოს მეზობელი ქვეყნები და შეძლონ გამჭვირვალე საკოორდინატო ბადის მისადაგებისას მიუთითონ ქვეყნების შესაბამისი კვადრატების კოორდინატები ,დაასახელონ ურთიერთმიმართებები და გამოიტანონ დასკვნა :სხვადასხვა ზომის ბადეების მისადაგებისას რითაა გამოწვეული კოორდინატთა ცვლილება.
    რაც შესაძლებელი გახდა მიზანზე ორიენტირებული სასწავლო რესურსების შექმნით და ეფექტური აქტივობების გათვალისწინებით, ორგანიზების ფორმისა და დროის მენეჯმენტის უზრუნველყოფით.
    მოსწავლეთა შევაფასეთ შემუშავებული სქემის მიხედვით როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი  ფორმით, თვითშეფასება კი რეფლექსიის სახით.
    მართალია, გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების შედეგად თამამად შეიძლება ითქვას,  რომ გაკვეთილის დასახულ მიზანს მივაღწიეთ, მაგრამ  ვთვლი, რომ გაკვეთილი უფრო საინტერესო და ეფექტური იქნებოდა თუ მოსწავლეთა თვითშეფასეზე მეტ ყურადღებას გავამახვილებდით ,  ვფიქრობ, აღნიშნული  მომავალში დაგეგმილ გაკვეთილებზე გავითვალისწინო.

     

No comments:

Post a Comment