გაკვეთილის თემა
|
საკოორდინატო ბადე
|
სწავლების საფეხური
სტანდარტთან კავშირი
|
პირველი საფეხური. მათ .
მე-V.10
მდებარეობის აღწერა
სიმბოლოთა წყვილებით და მათი გამოყენების უნარი.უჯრებიან ფურცლებზე ინტრუქციების
მიხედვით გადაადგილებათა აღწერა.რუკაზე რამდენიმე პუნქტის ურთიერთმდებარეობის აღწერა.
|
მოსწავლეთა პროფილი
|
მე-5 კლასი. განსაკუთრებული
მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.
|
სასწავლო მიზნები
|
საკოორდინატო ბადის გამოყენებით მოსწავლე არაფორმალურად
გაეცნოს კოორდინატებს და შეძლოს რაიმე ობიექტის ადგილმდებარეობის აღწერა სიმბოლოთა
წყვილის გამოყენებით და პირიქითაც,ობიექტის კოორდინატების დადგენა მოცემული ბადის
მიხედვით.გამოიყენოს ეს ხერხი რეალურ ვითარებაში,მოსწავლემ შეძლოს საკოორდინატო ბადეზე
მარშრუტის გამოსახვა და პირიქით,გამოსახული მარშრუტით აღწეროს ობიექტის გადაადგილება,კერძოთ-ოთხი
მიმართულებით გადაადგილება.
|
წინარე ცოდნა
|
ბავშვებმა იციან რიცხვით
სხივზე კოორდინატის მცნება და ასევე საჭადრაკო დაფაზე ფიგურის მდებარეობის განსაზღვრა
(ასოსა და რიცხვის გადაკვეთით)
|
შეფასების საგანი
,პროცედურები
|
მასალაზე დაყრდნობით,მოსწავლეთა ჩართულობისა და
მსჯელობის უნარების მონიტორინგისას გამოვიყენებ განმსაზღვრელ შეფასებას წინასწარ
შემუშავებული შეფასების სქემის მიხედვით
|
ტექნიკური საშუალებები
|
სახელმძღვანელო,რვეული,დაფა.ცარცი.რიცხვითი
სხივისა და საჭადრაკო დაფის გამოყენება.ფურცლები,რომლებზედაც საკოორდინატო ბადეებია
წარმოდგენილი.და ასევე დავალება ჯგუფური სამუშაოსათვის.
|
მსვლელობა
|
A)მოსწავლეთა გამოწვევა-მოლოდინის განსაზღვრა-15წთ.
აქტივობა
1.მისალმებისა და საშინაო დავალების მონიტორინგის შემდეგ
ვახდენ მოსწავლეთა მოტივაციას,განვაწყოფ მოსწავლეებს საკოორდინატო სისტემაზე სასაუბროდ,წარვმართავ
მცირე დისკუსიას. რა იციან, საჭადრაკო ფიგურების ადგილმდებარეობის განსაზღვრისა და
ფიგურათა სვლების შესახებ ,ყურადღებას გავამახვილებ რიცხვით სხივზე,კოორდინატის მცნებაზე.რა
წესით გამოისახება რიცხვები მასზე,რა არის კოორდინატი.როგორ ხდება გადასვლა ერთი
კოორდინატიდან მეორეში? მიმატებით სად გადაინაცვლებს
რიცხვი?(მარჯვნივ)
სად გამოკლებით?( მარცხნივ)
B)
ცოდნის კონსტრუირება-შინაარსის რეალიზება-20
აქტივობა 2.მოვახდენ ნაცნობი
მასალის შეხსენებას მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის სახით.
ვთავაზობ დაფაზე რიცხვით სხივზე გამოსახონ რაიმე
რიცხვი და მერე მის მარჯვნივ და მარცხნივ რაიმე რიცხვები და გამოთვალონ რამდენი ერთეულითაა
დაშორებული თითოეული მათგანი საწყისი წერტილიდან და როგორ მიიღებენ ამ რიცხვებს.
.საჭადრაკო დაფაზე მივუთითებ განსაზღვრონ რომელიმე
ფიგურის ადგილმდებარეობა,შემდეგ განვახორციელებინებ რამდენიმე სვლას და აღვაწერინებ
რა ადგილზე დაისმება ფიგურა და როგორ მარშრუტს გაივლის იქ მისასვლელად.
აქტივობა
3.
მოსწავლეებს გავაცნობ სახელმძღანელოში წარმოდგენილ
საკოორდინატო ბადეს აღვწერთ მას,განვსაზღვრავთ სად რომელი ობიექტი მდებარეობს,რომელ
კვადრატში.როგორ მივიდეთ იქედან სხვა ობიექტთან,როგორი გადაადგილებით. რა ერთეულებითაა
დაშორებული და მერე მისი კოორდინატები იპოვონ. ვამახვილებთ ყურადღებას, რომ საკოორდინატო ბადეზე საქმე გვაქვს კოორდინატის
განსაზღვრის დროს რიცხვთა წყვილთან,განსხვავებით რიცხვითი სხივისაგან,იქ ერთი რიცხვია.
გაიაზრონ რა მოქმედება სრულდება მარჯვნივ
გადაადგილებისას(მიმატება) მარცხნივ გადაადგილებისას(გამოკლება)
.რვეულში ვასრულებთ შესაბამის ჩანაწერებს.
ყურადღებას გავამახვილებ ოთხი მიმართულებით
გადაადგილებაზ:აღმოსავლეთით,დასავლეთით,ჩრდილოეთით და სამხრეთით.მივუთითებთ ობიექტების
მდებარეობას.
მოსწავლეებს ვამუშავებ
წყვილებში , ვურიგებ გამზადებულ საკოორდინატო ბადეებს,სადაც მათ უნდა განალაგონ სასურველი
ობიექტები,გაცვლიან ბარათებს და უნდა მოახერხონ ობიექტების კოორდინატების დასახელება.
აქტივობა 4.
,, ავუხსნი ბავშვებს რომელიმე ციფრის მაგალითზე
როგორ ხდება ციფრის ,,დაშიფვრა’’.(ციფრი წინდაწინ წარმოდგენილია საკოორდინატო ბადის
ფურცელზე)
C) გამთლიანება-
რეფლექსია 15 წთ.
აქტივობა
5.
ვაჯამებთ მიწოდებული მასალას და ცოდნის განმტკიცების მიზნით ვთავაზობ ჯგუფურ სამუშაოს.სადაც პირველ დავალებაში
უნდა დაშიფრონ ციფრი,ხოლო მეორე დავალებაში უნდა აღადგინონ ციფრი.გადამოწმების თვალსაზრისით
აღმოჩნდება რომ ერთდაიმავე ციფრზეა საუბარი.
განვიხილავთ სახელმძღვანელოში შემოთავაზებულ
სავარჯიშოებს 1– 9.(არჩევით)
მეორე
გაკვეთილისათვის ვაძლევ დავალებას 1-8
ჯერ მათ ვთხოვ შეავსონ ჯგუფური მუშაობის სქემა.შეაფასონ
საკუთარი თავი.შემგედ მოვახდენ მათ შეფასებას.
|
შეფასების სქემა
კრიტერიუმები
|
1-3
|
4-5-6
|
7-8
|
9-10
|
|
დავალების შესრულება
|
ვერ ასრულებს დავალებას
|
სუსტად ასრულებს,ვერ ასაბუთებს
|
არაა სრულყოფილი
|
სრულყოფილია
|
|
მოსწავლის ჩართულობა
|
ვერ აქტიურობს,ვერ
მსჯელობს
|
ნაკლებად აქტიურია
|
მეტნაკლებად ჩართულია
|
აქტიურად ჩართულია,სწორად მსჯელობს
|
|
მათემატიკური მცნების კოორდინატის
გამოყენება
|
არაადეკვატურად იყენებს ტერმინებს
|
იყენებს ზოგიერთ მცნებებს
|
იყენებს საჭირო მცნებებს
|
ადეკვატურად იყენებს ყველა საჭირო მცნებებს
|
|
საკოორდინატო
ბადის
გამოყენების უნარი
|
ვერ ახერხებს
|
ნაკლებად ახერხებს
|
ნაწილიბრივ ახერხებს
|
ახერხებს სრულყოფილად
|
|
მათემატიკა
მე–5 კლასი
No comments:
Post a Comment