Monday, May 16, 2016

პროექტი ,მე-6 კლასი.,,ჩემი პატარა სოფელი'' მონაცემთა ანალიზი

   პროექტის სახელწოდებაჩემი პატარა სოფელი

  
პროექტის  მთავარი  თემა .
   მონაცემთა შეგროვება, კლასიფიკაცია, სიხშირეთა ცხრილის შედგენა, მონაცემთა თვალსაჩინოთ წარმოდგენის სხვადასხვა ხერხები.

   პროექტის  აქტუალობა. 
  .გამოიმუშავებენ თანამშრომლობით უნარებს მასწავლებელთან ერთად საზოგადოების წევრებთან ,გაეცნობიან მათი მშობლიური სოფლის მოსახლეობის დემოგრაფიულ სურათს.
.მოიძიებენ მათთვის საჭირო მონაცემებს ,დაალაგებენ და შეავსებენ ცხრილებს.
  .ააგებენ და გაიწაფებიან კლასიფიცირებული მონაცემების სვეტოვანი და წრიული დიაგრამებით წაროდგენაში  .
.გაიწაფებიან რიცხვის პროცენტის პოვნასა და ჩაწერაში
  პროექტის მიზნები. მოსწავლეს გამოუმუშავდეს რაიმე მოვლენის ,პროცესის შესწავლისათვის საჭირო მონაცემების შერჩევის ,ამ მონაცემების მოპოვებისათვის შესაფერისი საშუალებების შერჩევის,მარტივი ექსპერიმენტის დაგეგმვის უნარი.
  გაიწაფოს მონაცემების მოპოვებისათვის კითხვარების შედგენაში, ისტ-ის გამოყენებით მოძიეული და კლასიფიცირებული მონაცემებით სვეტოვანი და წრიული დიაგრამების შედგენაში.
    მოსწავლეთა ასაკი. 11 წელი.
    ვადები.3 გაკვეთილი.
    რესურსები. კომპიუტერი, ფურცლები,ფერადი საშუალებები, სასკოლო სახელმძღვენელოები.სოფლის თემიდან მოძიებული მონაცემები მოსახლეობის შესახებ.
     პროექტის შედეგი/ პროდუქტი ,რა შეიძლება შეიქმნას:
     1.მონაცემების მოძიება
     2. მონაცემების დამუშავება
     3. მონაცემების წარმოდგენა სხვადასხვა დიაგრამის სახით
       პროექტის მსვლელობა. მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის ამოცანებს და მიზანს,მასალას.
    .განესაზღვრებათ დრო,გავანაწილებთ  ფუნქციებს.
       პირველ გაკვეთილზე.
    ჩვენი თემი რამდენიმე პატარა სოფლისგან შედგება.ჩემი მოსწავლეები სხვადასხვა სოფელში ცხოვრობენ.თითოეული მათგანი სოფლის თემის რწმუნებულისგან (ჩემი ხელმძღვანელობით) ჩაინიშნავს მონაცემებს მოსახლეობის სქესის,ასაკის,განათლების(მოსწავლეთა რაოდენობა,ბაღის აღსაზრდელთა რაოდენობა),დასაქმებულთა რაოდენობის,პენსიონერის თუ დაუსაქმებელი ახალგაზრდების რაოდენობის შესახებ.
     მეორე გაკვეთილზე.
     დააჯგუფებენ ამ მონაცემებს ,დაახარისხებენ ,წარმოადგენენ ცხრილების სახით ერთეულისა და რაოდენობის მითითებით. განსაზღვრავენ პროცენტულ მონაცემებს თითოეული კატეგორიის ჯგუფისათვის,ჩაწერენ  ხაზების,
     რაოდენობის,წილადების,გაყოფისა ,ათწილადის და პროცენტის სახით.   ამისათვის შეავსებენ შედგენილ ცხრილს.ააგებენ  ისტ-ის საშუალებით სვეტოვან და წრიულ დიაგრამებს.
      მესამე გაკვეთილზე .
   გააკეთებენ პრეზენტაციას,შეაფასებენ როგორც თავიანთ ნამუშევრებს ,ისე ერთმანეთისას.
 თვითშეფასების ფურცლებზე დააფიქსირებენ,რა
მოეწონათ და შემდეგისთვის რას დაამატებდნენ პროექტს. რას შეცვლიდნენ ამის შესაძლებლობა რომ ქონოდათ.
    
  საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთანკავშირი. 
მათემატიკა
მოსწავლეები მოიპოვებენ დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს.
აირჩევენ  მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას ( დაკვირვება,გაზომვა,მონაცემთა ამოკრება მოცემული ერთობლიობიდან) და იყენებს მას,ასაბუთებს თავის არჩევანს.( VI.11)
მოააწესრიგებენ  და წარმოადგენსენ თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად.
.შექმნიან მონაცემთა ცხრილს ,მათ შორის დაჯგუფებული რაოდენობრივი მონაცემების მიხედვით.
. ახდენს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა კლასიფიკაციას და დალაგებას.( VI.12)    
ისტ-ი .სვეტოვანი და წრიული დიაგრამების შედგენა (პრეზენტაცია)
 პროექტის  ხელმძღვანელი.მათემატიკის მასწავლებელი: ფატიმა ლეშკაშელი.

ხელმძღვანელისელ.ფოსტა:fatimaleshkasheli@gmail.com.
.პროექტისვებგვერდი/ბლოგი:fatimaleshkasheli.blogspot.com












შეფასების რუბრიკა.















კრიტერიუმები
საშუალოზე
დაბალი.
საშუალო
კარგი.
საუკეთესო.


დავალების გააზრება.
ძიების პროცესშიჩართულობა.

ვერიაზრებსდავალებას.

ნაწილობრივიაზრებს დავალებას.ნაწილობრივ  ჩართულიაძიებისპროცესში.

იაზრებსდავალებას.ჩართულიაძიებისპროცესში.

კარგადიაზრებსდავალებას.ჩართულიაძიებისპროცესში.

მონაცემთა შეგროვება და დახარისხება

ვერ ახერხებს მონაცემთა შეგროვებას და დახარისხებას

ნაწილობრივახერხებს მონაცემთა შეგროვებას და დახარისხებას

ახერხებს მონაცემთა შეგროვებას და დახარისხებას

კარგად
ახერხებს მონაცემთა შეგროვებას და დახარისხებას
ჯგუფშიჩართულობა.მათემატიკურიცნებებისფლობა. მსჯელობადასაბუთება.

არარისჩართულიმუშაობისპროცესში.ვერ ასაბუთებს

ნაწილობრივარისჩართულიმუშაობისპროცესში. ნაწილობ
რივ ასაბუთებს
არისჩართულიმუშაობისპროცესში. მჯელობისასიყენებსმათემატიკურტერმინებს.კარგად მსჯელობს
კარგადარის  ჩართულიმუშაობისპროცესში. მჯელობისასიყენებსმათემატიკურტერმინებს.მსჯელობს დამაჯერებლად.

ისტ-ის საშუალებით სვეტოვანი და წრიული დიაგრამების აგება


ვერ აგებს სვეტოვან და წრიულ დიაგრამებს
ნაწილობრივ აგებს სვეტოვან და წრიულ დიაგრამებს,სჭირდება  დახმარება
აგებს სვეტოვან და წრიულ დიაგრამებს,პრეზენტაციას სრულყოფილად ვერ ახერხებს.
კარგადახდენსშედეგებისწარმოდგენას- პრეზენტაციას . დამოუკიდებლად აგებს სვეტოვან და წრიულ დიაგრამებს .

   

შესავსები ცხრილი
ვარიანტები
ხაზები
რაოდენობა
წილადი
გაყოფა და შედეგი
ათწილადი
პროცენტი
ქალი






კაცი






მოსწავლე სკოლის






ბაღის აღსაზრდელი






დასაქმებული






დაუსაქმებელი ახალგაზრდა






პენსიონერი